USD 2.6101
EUR 3.0342
RUB 3.1036
Тбилиси
ატენის ხეობაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
дата:  802

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან, გორის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან და გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად ატენის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

ატენის სიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პირველი ეტაპი 2020 წელს დასრულდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, რომლის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, საზოგადოებრივი საპირფარეშოები და ავტოსადგომი. 

2024 წელს დაიწყო ატენის ხეობის განახლების ახალი ეტაპი. ამ დროისათვის: დასრულებულია სოფლიდან ეკლესიამდე შემოვლითი ბილიკის,  კაფეს, ფანჩატურის, საზოგადოებრივი საპირფარეშოს, საეკლესიო მაღაზიისა და ეკლესიასთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის საფარის განახლების სამუშაოები; დასრულების ეტაპზეა საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, ეკლესიასთან მისასვლელი ბილიკის მოწყობის, ტერასების საკონსერვაციო, ტერიტორიის გარე განათებისა და ღობის ლა და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაც.

პროექტის მიზანია ატენის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ტურისტული მარშრუტების სრული განახლება, უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და ვიზიტორების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მინისტრმა ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებები განიხილა და მიმდინარე სამუშაოების პროგრესს გაეცნო,  პროექტის დროული და ხარისხიანი შესრულების მიზნით.

мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати