USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
ასურელი მამის ბარ ჰებრაიოს მსოფლიო რუკა - მე-13 საუკუნე, საქართველო წარმოდგენილია ლურჯად ამოხაზულ რკალში
Date:  3442
ასურელი მამის - ბარ ჰებრაიოს (ܓܪܝܓܘܪܝܘܣ ܒܪ ܥܒܪܝܐ) მსოფლიო რუკა - მე-13 საუკუნე, საქართველო წარმოდგენილია ლურჯად ამოხაზულ რკალში, მარჯვნივ წითლად ამოხაზული კვადრატი კასპიის ზღვაა, თანამედროვე რუკებს მიჩვეულ თვალს ამ რუკის სწორად აღქმა ძალიან უჭირს, რუკის ზედა ნაწილზე გამსახულია აფრიკა და არა რუსეთის სტეპები.
აქვე, ფეოდალურ საქართველომდე მოგზაურობის ერთი ძალიან საინტერესო, დავიწყებული აღწერა
ბარ ჰებრაიოს მიერ:
,,ბერძენთა კალენდრის ხუთას სამოცდასამ წელს (1252 წ.), ჰაიტუმი, კილიკიის მეფე, წავიდა მონქე ხანთან სამსახურებლად. მან მიიღო მაცოცხლებელი საიდუმლოებები [კვირის] მეხუთე დღეს და წავიდა ჯვარცმის პარასკევს. და რადგანაც მას ეშინოდა, რომ ბეთ რომეის დიდებულები ღალატისთვის არ დასხმოდნენ (ჰაიტუმი განუდგა რუმის სულთანს როცა ეს უკანასკნელი მონღოლებს ებრძოდა და გახდა მონღოლთა ქვეშევრდომი, რომელთაც თავის მხრივ რუმის სასულთნოც დაიმორჩილეს). მან განაცხადა რომ ჯერ ელჩს გზავნიდა მონქე ხანთან, და როდესაც მან მიიღო ბრძანება [ე.ი. მოგზაურობის ნებართვა] დაიძრა. მან ასევე მისწერა წერილები ბეთ რომეის (რუმის) მბრძანებელს იმავე საგანზე. და თვითონაც დაიძრა ამ ელჩთან ერთად, მსახურის სამოსით გადაცმული, ის გამოეწყო ჭუჭყიან, ჩამოკონკილ ძონძებში და დაჯდა ყველაზე საწყალ პირუტყვზე. მან გაიარა ბეთ რომაიეს (რუმის სასულთნოს) ყველა ქალაქი და ვერავინ იცნო იგი, მაგრამ არზენგანში ის იცნო ერთმა კაცმა ბაზარში და თქვა: "ეს მეფე ჰაიტუმია". და როცა ელჩმა ეს გაიგო, შემოუბრუნდა მეფეს, რომელსაც ცხენი მოჰყავდა, ლოყაზე ლეწა, შეურაცხყო და უთხრა: „დიახ, სულელო, აქ თუ მიგამსგავსებენ მეფეს!" და ამით მათი ეჭვი გაფანტა.
ხოლო მეფემ განაგრძო გლეხის სამოსის ტარება, სანამ არ მივიდა ქართველთა საზღვრამდე, შემდეგ კი თავი გამოავლინა. ამ პერიოდში, თითქმის სამწელიწადნახევარი ცხოვრობდა ქვეყნის გარეთ, შემდეგ კი დაბრუნდა".
ჰეთუმ/ჰაიტუმის თანმხლებმა - კირაკოს განძაკეცმა დაწვრილებით აღწერა მეფის გზა ყარაყორუმამდე, რომელიც შუა სუკუნეების შორეული აღმოსავლეთის ისტორიისთვის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და თარგმნილია მრავალ, მათ შორის ჩინურ ენაზეც.
World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way