USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
ასტრონომია VS ასტროლოგია: რა განსხვავებაა მათ შორის?
თარიღი:  1591
ზოგი ასტრონომიასა და ასტროლოგიას ერთმანეთში ურევს, რადგან ეს ორი ტერმინი ერთმანეთს ჰგავს.
18 მაისს, აღინიშნება ასტრონომიის საერთაშორისო დღე და ეს საუკეთესო დღეა, რათა ამ კონცეფციებში გავერკვეთ.
 
ასტრონომია ფოკუსირებულია ციური ობიექტების ფიზიკური თვისებების, მოძრაობისა და ურთიერთქმედების, ასევე მათი წარმოშობისა და ევოლუციის გარკვევაზე.
 
ასტროლოგია კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა გავლენა აქვთ ამ ციური სხეულების პოზიციებს ადამიანის ცხოვრებაზე.
ასტრონომია პრაქტიკაში გამოიყენება: ნავიგაცია, თანამგზავრული კომუნიკაციები, კოსმოსის კვლევა და სამყაროს შესახებ ცოდნის მოპოვება.
ასტროლოგია ძირითადად გამოიყენება პირადი მიზნებისთვის (პირადი სახელმძღვანელოს შესაქმნელად) და თვითანალიზისთვის.
 
ასტრონომია წინასწარმეტყველებს ციურ მოვლენებს, მაგალითად როგორებიცაა მზისა და მთვარის დაბნელება ან მეტეორული წვიმა და ეს ყველაფერი ხდება მეცნიერული კანონებისა და კვლევებისას მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
 
ასტროლოგია კი აკეთებს წინასწარმეტყველებებს ცალკეული ცხოვრების ან მსოფლიო მოვლენების შესახებ ციური სხეულების პოზიციებზე/განლაგებებზე დაყრდნობით.
 
ასტრონომია არის მეცნიერება, რომელიც ისწავლება უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში.
 
ასტროლოგია კი ფსევდომეცნიერებად ითვლება.
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის