USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც სექტემბერში ფინანსური და კარიერული წარმატება ელოდებათ
дата:  9997

სექტემბერი ასტროლოგიურად საკმაოდ დატვირთული თვე იქნება და ჩვენ უამრავი ასტროლოგიური მოვლენის მომსწრენი აღმოვჩნდებით. თითოეული მათგანი კი ჩვენს ხასიათზე, განწყობებზე, საქმესა და მოტივაციაზე დიდ გავლენას მოახდენს. ზოგი დადებითს, ზოგიც უარყოფითს.: პლანეტა მერკური და ვენერა რესტროგრადულ მოძრაობას ამთავრებენ, სასწორი სეზონი იწყება, ასევე 15 სექტემბერს ახალი მთვარე გველის და ასე შემდეგ. ამ თვეში ქალწულის გავლენა განსაკუთრებით ძლიერი იქნება. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ფინანსური და კარიერული თვალსაზრისით, სექტემბერში ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს განსაკუთრებული ცვლილებები ელის:

ლომი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა აგვისტოში ძლიერი ტრანსფორმაცია გაიარეს და ბევრ ფაქტსა თუ მოვლენას ფხიზელი გონებით შეხედეს, დაივიწყეს ილუზიები და პირისპირ შეხვდნენ რეალობას. ამიტომაც, ახლა განახლაბული ნაბიჯებით იწყებენ როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებს. სექტემბერში რეტროგრადული იუპიტერი თქვენი კარიერის სექტორში გაივლის. ამიტომაც, დიდი შანსი გაქვთ, რომ დაგაწინაურონ, ხელფასი გაგიზარდონ და მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი ნახოთ. ეს შეიძლება ახალ შეთავაზებასაც უკავშირდებოდეს და არსებულ სამსახურში გამოჩენილ ინიციატივასაც. კარგად შეაფასეთ სიტუაცია, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ - ამ თვეში ყველა პირობა გაქვთ, რომ ხელსაყრელ გარემოში აღმოჩნდეთ.

ურო

4 სექტემბერს თქვენმა მმართველმა პლანეტამ, ვენერამ, რეტროგრადული მოძრაობა დაასრულა. თუმცა, იმავე დღეს რეტროგრადული მოძრაობა იუპიტერმა დაიწყო. ვენერა ფინანსებზეა პასუხისმგებელი. იუპიტერი კი ამ გავლენას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. სექტემბერში ფინანსური ზრდა და კარიერულ კიბეზე უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა გელით. მთავარია, არ დანებდეთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ყველაფერი ისე არ ამოდის, როგორც დაგეგმეთ, მაგრამ თქვენი მიზნებისა და ოცნებებისათვის ბრძოლა განაგრძეთ, გამოიყენეთ ყველა შანსი და შეთავაზება. ამ თვეში გაქვთ შანსი, რომ სტაბილური ფინანსური გარემო შექმნათ და დაწინაურდეთ. 

 

 

სასწორი

 ის ფაქტი, რომ ვენერამ რეტრორადული მოძრაობა დაასრულა და ამავდროულად, თქვენს ნიშანში პლანეტა მარსია, დაგეხმარებათ, რომ ამ თვეში უფრო თავდაჯერებული იყოთ და ზუსტი გადაწყვეტილებები მიიღოთ. შესაძლოა, ამ პერიოდში თქვენი ემოციური ფონი არასტაბილური იყოს და ამას თქვენი სეზონის დაწყებამდე გრძნობდეთ. მაგრამ, ეს არ შეგიშლით ხელს, რომ პროფესიული უნარები და შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ, დაარწმუნოთ სხვა ადამიანები, რომ ბევრი განსხვავებული რამის გაკეთება შეგიძლიათ, დაწინაურდეთ და გაზრდილი შემოსავალიც მიიღოთ. თქვენი ამოცანაა, რომ არ აჰყვეთ ემოციებს, არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციებში. კარიერული კუთხით კი ხელსაყრელი გარემო გელით.

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ახლა მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას გრძნობენ. ეს კი შესაძლებლობას მოგცემთ, დაიწყოთ ის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით, ხმამაღლა განაცხადოთ სამსახურში თქვენი გეგმებისა და შესაძლებლობების შესახებ, აჩვენოთ ყველას, რომ კიდევ უფრო მეტი შეგიძლიათ. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს ყურადღებას და კარიერულ კიბეზე უფრო მაღალ საფეხურზე ახვალთ. გარდა ამისა, შესაძლოა, ძველი მიზნები გაგახსენდეთ. სექტემბერი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ წარსულში დატოვებულ საქმეებს კვლავ მიუბრუნდეთ და ოცნებები აიხდინოთ. თუმცა, ემოციური ფონიც მომატებულია, ამიტომაც ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და ნურც კონფლიქტურ სიტიაციაში ჩაერთვებით.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати