USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდებიან ვარსკვლავები 5 აგვისტოს?
Date:  531

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღის დასაწყისი წარმატებული და ნაყოფიერია. სამომავლოდ არაფერი გადადოთ, რადგან პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან შემცირდება და თქვენს გზაზე სულ უფრო მეტი დაბრკოლება გაჩნდება. ეს დრო ხელსაყრელია მოლაპარაკებებისა და საბუთების გაფორმებისთვის. შესაძლოა, ამ დღეს რაიმე ღირებული ინფორმაცია ვერ მიიღოთ, მაგრამ ფიქრისა და განსჯისთვის ახალი თემები აუცილებლად გამოჩნდება.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ფრთხილად იყავით. ენერგიული, პრინციპული და რისკის მოყვარული ადამიანი ხართ, მაგრამ ყოველთვის არ ფიქრობთ იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება თქვენს ქმედებებს.
ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც შეცდომებისა და დაუფიქრებელი ქმედებებისგან დაგიცავთ. ახალ ინფორმაციას სწრაფად ითვისებთ. შეგიძლიათ, შეაგროვოთ ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით გამოგადგებათ.
დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანები მნიშვნელოვან ამბებს გაგიზიარებენ. შესაძლოა, მიიღოთ შეთავაზება, რომელზედაც უარს ვერ იტყვით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტი გელით, თუმცა ზოგადად, ურიგო დღე არაა. საკუთარ გეგმებზე უარი არ უნდა თქვათ, თუნდაც ახლა მათი ასრულება შეუძლებელი გეჩვენებოდეთ.
მიზნის მიღწევამდე მნიშვნელოვანია, პირველი ნაბიჯი გადადგათ და ეს დღეს უნდა გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ და გარიგებები დადოთ, რომლებიც მალე მოგებას მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ შემოსავლის ახალი წყარო იპოვოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს საქმეზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ, უმცირესი დაბრკოლების წინაშე ფარ-ხმალს ყრით და ცდილობთ, სამუშაო სამომავლოდ გადადოთ.
ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც მხარს დაგიჭერთ და პოზიტიურ განწყობას დაგიბრუნებთ. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის.
რომანტიკული პაემანი, რომელსაც დღეს მოაწყობთ, ძალიან დიდხანს არ დაგავიწყდებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეს დღე იღბლიანი მოვლენებით და კარგი ამბებით გაგახარებთ. შანსი გექნებათ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვაროთ, რომელიც თქვენ და თქვენს ახლობლებს აწუხებთ.
კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, ბოლოს და ბოლოს, პასუხს მიიღებთ. ახლა შეგიძლიათ მიზნისკენ უშიშრად იაროთ და უსიამოვნო სიურპრიზების არ შეგეშინდეთ. მეგობრებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრები განწყობას აგიმაღლებთ. დღის მეორე ნახევარში ძველი მეგობრები რჩევები ძალიან დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. ამ დღეს იმ ადამიანსაც კი გაუგებთ, ვისიც არასოდეს გესმოდათ. ვიღაც თამამი გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებათ და ეს შეიძლება ნამდვილი მეგობრობის დასაწყისი იყოს.
დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, მოაგვაროთ საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვისაც. ფულთან დაკავშირებით სასიხარულო სიახლე გელით.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თუ იღბლის და დახმარების იმედად არ იქნებით და თავად იმოქმედებთ, ამ დღეს უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადრე დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და ძველ, მტკივნეულ პრობლემას გაუმკლავდეთ. დროა უსარგებო ნივთებისგან და დრომოჭმული აზრებისგან გათავისუფლდეთ, რაც წინსვლაში ხელს გიშლით. საყვარელი ადამიანები დახმარებას შემოგთავაზებენ და მათთან ერთად საქმეს სწრაფად გაუმკლავდებით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ლიდერის ისეთ თვისებებს გამოავლენთ, რომ გარშემო მყოფთა ყურადღებას მიიქცევთ. თქვენ შეგიძლიათ საერთო იდეის გარშემო სრულიად განსხვავებული ადამიანები გააერთიანოთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, მომავალში ძალიან გამოგადგებათ. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი, მაგრამ ეცადეთ, საღი აზრი შეინარჩუნოთ - ეს თქვენც და თქვენს ურთიერთობასაც სარგებელს მოგიტანთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. თუ არ იზარმაცებთ, შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ ისეთ საკითხში, რომელსაც უამრავი დრო დაუთმეთ. ამ დღეს კომერციული საქმიანობისგან შორს მყოფ ადამიანებსაც კი მოგებიანი გარიგებების დადების შანსი ექნებათ. ძველმა ნაცნობებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ. საშუალება გექნებათ, რომ ძველი კავშირები აღადგინოთ და მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვისთანაც დაპირისპირებული იყავით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას - მისი მინიშნებები დღეს განსაკუთრებით გამოგადგებათ. შესაძლოა, საჭირო ინფორმაციის დროულად მიღება ვერ შეძლოთ, მაგრამ მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგნების რეალისტური ხედვა. ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვით და ილუზიებს ნუ ქმნით - ამან შეიძლება გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს საკმარისია, რაღაც გაიფიქროთ, რომ მისი განხორციელების შანსი მოგეცემათ. გამორიცხული არ არის იღბლიანი დამთხვევები. ძველ მეგობრებთან შეხვედრისას სასიხარულო სიახლეებს შეიტყობთ, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი იცოდით.
დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის. თქვენ ყოველთვის იცით, რა არის მნიშვნელოვანი და რა არა და შეგიძლიათ, უიმედო საქმე თქვენთვის სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

იმოქმედეთ - ამ დღეს ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მიზანდასახული ხართ და რისი გაკეთება შეგიძლიათ მიზნის მისაღწევად. საკუთარ თავში იპოვით ძალას, რომ გააკეთოთ ის, რაც ადრე თითქმის შეუძლებელი ჩანდა. ახლა მნიშვნელოვანია, თავიდან აიცილოთ სერიოზული კონფლიქტი და არ დაუშვათ ძველი პრობლემების დაბრუნება.

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way