USD 2.7544
EUR 3.1229
RUB 3.3528
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 9 თებერვალი?
Date:  779

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 თებერვლისთვის:

 

ვერძი

დღეს ყველაფერი, რასაც შეეხებით, ყველაზე რუტინული და მოსაწყენი საქმეც კი, შეგიძლიათ საინტერესო გახადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი ძლიერი ემოციები აკონტროლოთ, რათა შინაგანად არ გადაიწვათ და თქვენი სტრესი გარშემომყოფებთან კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

კურო

ამ დღეს პრობლემები „ცარიელ ადგილზე“ ჩნდება და თუ „მოჯადოებული წრიდან“ არ გამოხვალთ, მთელ დღეს დაკარგავთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ასეთი სტრატეგია თქვენთვის წაგებიანია - ყველაფრის ერთდროულად კეთება არაფრის კეთებას ნიშნავს. დროსა და ძალისხმევას უმიზნოდ და უშედეგოდ დაკარგავთ.

ტყუპები

ვარსკვლავები ძალიან წარმატებულ დღეს გპირდებიან. ამ დღეს გარშემო მყოფებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და ეს თქვენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ! დიდი ხანია, ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ან იდეის შეთავაზება გსურთ? მაშინ ამაზე უკეთეს მომენტს ვერ იპოვით.

ეს იმ ტყუპებსაც ეხებათ, რომლებიც ვერ ბედავენ საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდნენ. გახსოვდეთ, რომ სწორ დროს სწორად ნათქვამ სიტყვებს თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.

კირჩხიბი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე გმართებთ. ყველაზე მარტივ საკითხებში კი შეიძლება მოულოდნელ სირთულეებს შეეჯახოთ. ეს იმ ტყეში დაკარგვას ჰგავს, სადაც მხოლოდ სამი ხე იზრდება. შესაბამისად, ყველაზე სწორი იქნება, თუ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას სხვა დროისთვის გადადებთ ან სხვა ადამიანს ანდობთ.

ლომი

ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე დაასრულოთ. ერთადერთი თვისება, რომელიც ხელს გიშლით, მოუთმენლობა და აჩქარებაა. სწორედ ამ თვისებების გამო დაწყებული საქმეების უმეტესობას შუა გზაზე მიატოვებთ.

ასე რომ არ მოხდეს, გირჩევთ, მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ყველაფერი დანარჩენი კი სხვა დროისთვის დაგეგმეთ.

ქალწული

ქალწულს ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღე ელის. განსაკუთრებული წარმატება ისეთ სფეროებში გექნებათ, როგორიცაა ბიზნესი, რემონტი, ფინანსები, სამსახური და სწავლა.

გარდა ამისა, ეს დღე თითქოს იმისთვის შეიქმნა, რომ ახალი ნაცნობობა გააბათ. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ნაცნობობა კარიერული წინსვლის ან ფინანსური წარმატებისთვის გამოგადგებათ.

სასწორები

გახსოვდეთ, რომ თქვენი ბედნიერება თქვენ ხელშია! ეს დღე ისეთ თვისებებს გაგიძლიერებთ, როგორიცაა ნებისყოფა, ორგანიზებულობა და მიზანდასახულობა. ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ. თუ ამბიციური, მომავალზე ორიენტირებული გეგმა გაქვთ, დროა იმოქმედოთ!

მორიელი

ამ დღეს მორიელის ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე პროზაულ საქმეს შემოქმედებითი მუხტი აქვს. სწავლა და სამეცნიერო საქმიანობა, გამომგონებლობა, რეკლამა, მარკეტინგი - საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა თითქმის ყველა სფეროში შეგიძლიათ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს დღე ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელია. მათ შორის - საკუთარ თავზე.

მშვილდოსანი

მთელ დღეს ღრუბლებში დაფრინავთ. მართალია, გარემოებები მიწაზე დაშვებას გაიძულებდნენ, მაგრამ ამის გაკეთება არ გსურთ და რეალობას ოცენება გირჩევნიათ.

ეს თითქმის ყველა მშვილდოსანს ეხება, მაგრამ განსაკუთრებით - შეყვარებულს ან სიყვარულის მაძიებელს. რა გასაკვირია, რომ ნაცრისფერ რეალობას ფერად ოცნებას ამჯობინებთ?

თხის რქა

თხის რქის ცხოვრებაში შეიძლება რაღაც ახალი და საინტერესო ეტაპი დაიწყოს. ეს შესაძლოა, ახალ გატაცებას, ახალ ადამიანებს, ახალ გრძნობებს ან ახალ ადგილებს უკავშირდებოდეს.

ვარსკვლავები გირჩევენ, შეთავაზებაზე უარი არ თქვათ. მრავალფეროვნებაზე და ახალ პერსპექტივაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს?

მერწყული

ირგვლივ იმდენი საინტერესო რამ ხდება, რომ ყოველდღიურ საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. თუ ვინმე თქვენზე ზეწოლას ეცდება და ვალდებულებების შესრულებას მოგთხოვს, შეიძლება აჯანყდეთ და ყველაფერი მიატოვოთ.

ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მხოლოდ ის აკეთოთ, რაც თავად გაინტერესებთ - სხვა ყველაფერი მარცხისთვისაა განწირული.

თევზები

საკუთარ ქმედებებში ისე ხართ დარწმუნებული, როგორც არასდროს და უკან დახევას არ აპირებთ. მებრძოლი ხასიათის წყალობით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ადამიანებთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. შემთხვევით ვინმე რომ არ შეურაცხყოთ ან დააზარალოთ, გირჩევთ, სხვისთვის სათქმელი სიტყვები ჯერ საკუთარ თავს უთხრათ. იქნებ ამით კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way