USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 9 მარტი?
дата:  1714

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღეს შანსი გაქვს, რომ რაღაც სერიოზული გადაწყვიტო, მაგრამ არაა საჭირო ზედმეტი ემოციები.
ოჯახი: დაძაბულობამ შეიძლება მცირე კამათი გამოიწვიოს, ამიტომ ეცადე, მოკლე პასუხებით არ შემოიფარგლო.
ბიზნესი: გგონია, რომ ყველას ეზარება მუშაობა, მაგრამ ეგ შენი გადაღლილობის ბრალია.

სიყვარული: ორჭოფობა ან შენი ან პარტნიორის მხრიდან, ერთი ქმედება და ერთდროულად ხუთი კითხვა – დაფიქრდი, რის მიღწევას ცდილობ.
კარიერა: რაღაცები ისე არ მიდის, როგორც გინდა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უიმედოა.
სამსახური: კოლეგები ცოტათი გაღიზიანებენ, მაგრამ ნუ დაიწუწუნებ, ყველას თავისი პრობლემა აქვს.


კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
დღეს ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამ, მაგრამ ზოგჯერ საჭირო არაა გლობალური დასკვნები.
ოჯახი: მოულოდნელად ვიღაც შენგან რჩევას მოითხოვს – სიმართლე უთხარი, მაგრამ ზედმეტად არ გაანერვიულო.
ბიზნესი: თუ გინდა, რომ ვინმემ დაგაფასოს, ჯერ შენ უნდა დააფასო საკუთარი შრომა.

სიყვარული: ემოციურად დაღლილი ხარ, მაგრამ დროა, პარტნიორსაც მოუსმინო.
კარიერა: ზედმეტად დიდი გეგმები ნუ დაგეგმავ – ჯერ პატარა ნაბიჯები გადადგი.
სამსახური: რაღაც ფინანსური თემები წინ წამოიწევს – არავის ენდო ბრმად.


ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
დღეს შანსი გაქვს, რომ რაღაც ახალი დაიწყო, მაგრამ თუ ხასიათი არ გაქვს, ჯობია, თავი შეიკავო.
ოჯახი: ვინმეს შეიძლება შენი დახმარება სჭირდებოდეს, მაგრამ პირდაპირ ვერ გეტყვის.
ბიზნესი: ფულის შოვნის გეგმები იდეალურია, მაგრამ თუ მოქმედება არ დაიწყე, აზრი არ ექნება.

სიყვარული: უცნაური ენერგიაა – ან სულ გაღიზიანებული ხარ, ან ზედმეტად მშვიდი.
კარიერა: ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ არ აჩქარდე, ჯერ დაფიქრდი.
სამსახური: კოლეგებს რომ გული არ დასწყდეთ, საჭირო იქნება ცოტა მოთმინება.


კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
დღეს იმაზე მეტად განიცდი რაღაცას, ვიდრე საჭიროა. ცოტა ზურგი აქციე ზედმეტ დრამას.
ოჯახი: მოულოდნელად შეიძლება განწყობა გაგიფუჭდეს, მაგრამ შენი ბრალი არ იქნება.
ბიზნესი: თუ რაღაც იდეა გაქვს, გაანალიზე და მერე იმოქმედე – ინერციით ნუ წახვალ.

სიყვარული: უცნაური განცდა გაქვს, თითქოს რაღაც არასწორად ხდება – სიმართლე გაიგე.
კარიერა: მოლოდინები მაღალ დონეზე გაქვს, მაგრამ რეალობა ოდნავ სხვანაირია.
სამსახური: საქმეებს კარგად გაუძელი, მალე რაღაც უკეთესისკენ შეიცვლება.


ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დღეს თავი მოგცემს იმის საშუალებას, რომ უფრო თავისუფლად იფიქრო.
ოჯახი: ცოტა მეტი მოთმინება გამოიჩინე, ყველამ შენი ტემპი ვერ აიტანა.
ბიზნესი: თუ ელოდები, რომ სხვები შენს საქმეს გააკეთებენ, ძალიან ცდები.

სიყვარული: პარტნიორი შეიძლება უცნაურად იქცეოდეს – ნუღარ ეძებ საიდუმლო მიზეზებს.
კარიერა: გაბედული ნაბიჯი კარგია, მაგრამ ჯობს, ჯერ სიტუაცია შეაფასო.
სამსახური: თუ გგონია, რომ რაღაც გიშლის ხელს, ჯერ დაფიქრდი, მართლა ასეა თუ არა.


ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დღეს რაღაცები ისე ვერ აეწყო, როგორც გეგმავდი, მაგრამ ნუ შეშფოთდები.
ოჯახი: ვიღაცას შენი დახმარება სჭირდება, მაგრამ პირდაპირ ვერ გთხოვს.
ბიზნესი: ზედმეტ დეტალებში ნუ ჩაიფლობი, მთავარს მოუარე.

სიყვარული: ემოციური მდგრადობა დღეს შენი მთავარი გამოწვევაა.
კარიერა: თუ რაღაც გეგმა გაქვს, ზედმეტ დეტალებში ნუ დაიკარგები.
სამსახური: ნაკლები ნერვიულობა – ყველაფერი მოგვარდება.


სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღეს ყურადღება შენს ემოციებზე გაამახვილე – შესაძლოა, ზედმეტად ბევრს განიცდი.
ოჯახი: ოჯახური ურთიერთობები უფრო მეტად მოითხოვს შენს ჩართულობას.
ბიზნესი: თუ რაღაც ახალს გეგმავ, ჯერ დაფიქრდი, მერე იმოქმედე.

სიყვარული: სიტუაცია ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ პასუხები მალე გამოჩნდება.
კარიერა: შენს შრომას მალე დააფასებენ, ოღონდ მოთმინება გმართებს.
სამსახური: რაღაცის შეცვლა გინდა? მაშინ პატარა ნაბიჯებით დაიწყე.


მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
დღეს მოტივაცია გაქვს, მაგრამ ის უნდა სწორად მიმართო.
ოჯახი: ვიღაცას შენთან კონფლიქტი მოუნდება – ეცადე, არ აყვე.
ბიზნესი: თუ რაღაც რისკზე ფიქრობ, ჯერ კიდევ დრო გაქვს გადახედო გეგმას.

სიყვარული: ზედმეტ ეჭვებს შეეშვი, ფაქტებზე იფიქრე.
კარიერა: თუ რაღაც შენი გეგმების საწინააღმდეგოდ მიდის, შესაძლოა, ეს საუკეთესო სცენარიც იყოს.
სამსახური: ნაკლები საუბარი, მეტი საქმე – ეს დღეს შენს სასარგებლოდ იმუშავებს.


მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დღეს დროა, შენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენო.
ოჯახი: მცირე გაუგებრობები შეიძლება იყოს, მაგრამ გადაჭრის გზა არსებობს.
ბიზნესი: რაღაც სიახლე გინდა? მაშინ პირველ ნაბიჯს არავინ გადადგამს შენს ნაცვლად.

სიყვარული: ხანდახან საჭიროა ცოტა შორს მდგომი ხედვა – ნუ ჩაეფლობი წვრილმანებში.
კარიერა: ახალი შესაძლებლობები მოდის, მაგრამ არ იჩქარო.
სამსახური: რაღაც იდეა გაქვს, მაგრამ ჯერ ბოლომდე გაანალიზე.


თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
დღეს ცოტა მეტი ყურადღება გჭირდება, რომ ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც საჭიროა.
ოჯახი: მოულოდნელი სიახლეები შეიძლება იყოს.
ბიზნესი: დროა, რაღაც ცვლილებები განახორციელო.

სიყვარული: პარტნიორს მეტი დრო დაუთმე, თუ ურთიერთობა მართლა გაღელვებს.
კარიერა: შენი შრომა დაფასდება, ოღონდ არა მაშინვე.
სამსახური: ზედმეტი მოლოდინები ნუ გექნება.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
დღეს თავში ათასი აზრი გაქვს, მაგრამ ყველა არ არის პრაქტიკული.
ოჯახი: ახლობლებისგან მოულოდნელად საინტერესო ინფორმაცია მიიღებ.
ბიზნესი: რაღაც ცვლილებები გარდაუვალია, მაგრამ ნუ ინერვიულებ – ეს საჭიროა.

სიყვარული: ურთიერთობაში მეტი ღიაობა გჭირდება, თორემ პარტნიორი დაბნეულია.
კარიერა: ახალი იდეები გაწუხებს, მაგრამ ჯერ ჯობს, არსებული საქმე დაასრულო.
სამსახური: კოლეგებთან კონტაქტი გადამწყვეტია – ნუ დახურავ კარს.


თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დღეს მგრძნობიარე ხარ და შეიძლება რაღაცები ზედმეტად გულთან მიიტანო.
ოჯახი: ვიღაც ცდილობს, რომ შენს განწყობაზე იმოქმედოს – არ აყვე.
ბიზნესი: დროა, ფული უფრო გონივრულად გადაანაწილო.

სიყვარული: თუ ელოდები, რომ მეორე მხარე ყველაფერს გამოიცნობს, ტყუილად.
კარიერა: გეგმები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცუდისკენ.
სამსახური: სიმშვიდე შეინარჩუნე – ზოგი რამ მხოლოდ დროის საკითხია.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати