ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღე სავსეა დინამიკით და მოულოდნელობებით. ენერგია გაქვს, მაგრამ ხშირად ვერ იყენებ სწორად. ოჯახში შეიძლება მცირე უთანხმოება გაჩნდეს – არ გახვიდე კონფლიქტში, გაუშვი მზე ფანჯრიდან. სამსახურში გამოთქმული იდეა შეიძლება ვინმემ მიითვისოს – თავი შეიკავე სიტყვებისგან, თუ დოკუმენტით არ დაადასტურე. ჯანმრთელობას კუჭი და ძილი დაემუქრება. სიყვარულში თავს გამოიჩენს ძველი ნაცნობი – ნოსტალგია შეიძლება მოგატყუოს.
კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
შენი დღეა, მაგრამ თუ ზარმაცობ, კარგს არაფერს ელოდე. ფინანსური დალაგება მოსალოდნელია, თუმცა ზედმეტი ხარჯვისგან თავი შეიკავე – მაისური იყიდე, არა ბინტები. ჯანმრთელობას თავი გაუფრთხილე – ყელი და კუნთები ზედმეტ დატვირთვას ვერ აიტანს. ოჯახში ახალი ინიციატივა გაგიხდება წარმატების საწინდარი. სიყვარულში – ნაზი სიტყვა გააქრობს უთქმელ წყენას.
ტყუპი (21 მაისი – 20 ივნისი)
გონება სწრაფად მუშაობს, მაგრამ სხეული ვერ ეწევა. შეანელე ტემპი, თორემ ჩაფლავდები მცდელობაში. კარიერაში გადაწყვეტილებების მიღება დაგჭირდება – ერთ მხარეს ფული, მეორე მხარეს სიმშვიდეა. ჯანმრთელობაში – თვალები და ძილი, ორივე უნდა დაინდო. ოჯახში თუ ვინმეს ვალი გაქვს ემოციური, დააბრუნე – თორემ დაგიძინდება გულზე. სიყვარულში ზედმეტი საუბარი შიშის ნიშანია – წონასწორობა დაიცავი.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ემოციური ტალღები მოგაჯადოებს – მაგრამ არ დათვრე წყალში ცურვის დაწყებამდე. ოჯახური თემა წამოიწევს და ითხოვს, რომ არ მოერიდო სიმართლეს. ჯანმრთელობა – ყურადღება მიაქციე ნაწლავებს და ზურგის პოზას. კარიერაში რაღაც ძველი იდეა გამოგადგება – გუშინდელი ჩანაწერი ხვალინდელ პროექტს გადაარჩენს. სიყვარულში დამშვიდდი და ნუ ეჭვიანობ – შენი პოზიცია უკვე ძლიერია.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
მზე შენს მხარესაა, მაგრამ თუ ყველას გაეღიმები, დაგაფასებენ როგორც ჯამბაზს – გაწონასწორებული პათოსი დაგიფასდება. კარიერაში დღეს შეიძლება შენს წინააღმდეგ იმუშაოს გულგრილობამ – ყურადღებით იყავი წერილებზე და ხელშეკრულებებზე. ჯანმრთელობაში – მაღალი წნევა ან სტრესი. ოჯახში – საჭირო ხარ, როგორც სუნთქვა, მაგრამ სიტყვებით ნუ დააზიანებ. სიყვარულში – გულწრფელობა დღეს იმაზე მეტს მოიტანს, ვიდრე გგონია.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დეტალების ოსტატი ხარ, მაგრამ დღეს შეიძლება ერთი პატარა შეცდომა დიდ პრობლემად გადაიქცეს. ფინანსებში – თავი შეიკავე სპონტანური შესყიდვებისგან. ჯანმრთელობა – წელისა და თვალების დაცვა გმართებს. ოჯახში – მცირე უთანხმოება შეიძლება ღრმა წყენად გადაიქცეს, თუ დროულად არ ჩააქრობ. სიყვარულში – ზედმეტი ანალიზი კლავს ემოციას.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღეს გადამწყვეტია წონასწორობა – სხვაგვარად შენივე სიტყვების მძევალი გახდები. კარიერაში მოულოდნელი შესაძლებლობა, მაგრამ ბოლომდე გაფილტრე – ყველგან ოქრო არ ელულებს. ჯანმრთელობაში – ძილი და იმუნიტეტი ითხოვს შენგან ყურადღებას. ოჯახში სასიამოვნო ჟესტი დიდ გავლენას მოახდენს. სიყვარულში – შენს გვერდით ადამიანმა შეიძლება პატარა გმირობა ჩაიდინოს – დაინახე, სანამ გვიანია.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ინტუიცია მწვერვალზეა, მაგრამ ეჭვიანობა სარდაფში გექაჩება – არჩევანი შენზეა. ბიზნესში წვრილმანი ხელისშემშლელი შეიძლება გამოგეპაროს – გადაამოწმე ყველაფერი. ჯანმრთელობა – თავის ტკივილები და ნერვული დაძაბულობა დღის ბონუსია, თუ დაივიწყე განტვირთვა. ოჯახში უხილავი თემები წამოიწევს – არ იბნე. სიყვარულში – ყველაფერი იდუმალია, მაგრამ მაგიას შენ აკონტროლებ.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
თავისუფლების ძახილს იგრძნობ, მაგრამ რეალობამ შეიძლება კარი ჩაგიკეტოს – იყავი მომთმენი. ფინანსებში ფრთხილად – ვერ გამოიცნობ, რომელი ხარჯი გაგაფუჭებს დღეს. ჯანმრთელობა – ფეხების ტკივილი ან ვენების პრობლემა არ დატოვო უყურადღებოდ. ოჯახში – სპონტანური სიხარული გადამდებია. სიყვარულში – მოულოდნელი სიურპრიზი ან ახალი კონტაქტი დაგაფიქრებს მომავალზე.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
დღეს შრომა – ხსნაა, მაგრამ არა თავგანწირვა. სამსახურში გამოიჩინე დიპლომატიურობა – პირდაპირობამ შეიძლება აგაფეთქოს. ფინანსური საკითხები გადაჭრადია, თუ არ გაართულებ ზედმეტად. ჯანმრთელობაში – მუხლებისა და ხერხემლის პრობლემები მოგთხოვს ყურადღებას. ოჯახში – ტრადიციული მიდგომა გაამართლებს. სიყვარულში – სიმშვიდე და სტაბილურობა შენს იარაღად რჩება.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
გონება სწრაფად მუშაობს, მაგრამ სხეული აგვიანებს – არ გადატვირთო თავი. ახალი იდეა შეიძლება დიდი მიღწევის დასაწყისი იყოს, მაგრამ ნუ გაამჟღავნებ ჯერ ყველას წინაშე. ჯანმრთელობა – გადაღლა და კონცენტრაციის პრობლემა. ოჯახში – მოულოდნელი სტუმარი ან ამბავი. სიყვარულში – უნდა თქვა, რასაც ფიქრობ, თორემ უხილავი კედლები აიშენება.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ინტუიცია ამ დღეს ზუსტი მექანიზმივით მუშაობს – მაგრამ ემოციურ სიბინძურეში არ ჩაგახრჩოს. კარიერაში საინტერესო შემოთავაზება მოსალოდნელია, თუმცა იფიქრე პრაქტიკულ მხარეზე. ჯანმრთელობა – ჰიდრატაცია და ძილი მთავარი იარაღია. ოჯახში – ძველი ამბავი შეიძლება დღევანდელ განწყობაზე აისახოს. სიყვარულში – რაღაც სიტყვა დაგავიწყდა თქმული, რომელიც მეორე მხარეს უქმნის სიცარიელეს.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.