USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 9 ივლისი?
Date:  2840

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვერძებო, მებრძოლი ბუნება ამ დღის გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, მხარდაჭერის გარეშე, მარტო მუშაობა მოგიწევთ, სირთულეებსაც დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ. ეცადეთ, უფრო ხშირად ისეირნოთ და ახალ, საინტერესო ადგილებს ეწვიოთ, სადაც სიურპრიზები გელით.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

სიტუაციას ნუ ართულებთ და ბუზისგან სპილოს ნუ ქმნით. პრობლემის გაზვიადებით შეიძლება მართლაც სერიოზული პრობლემები მიიზიდოთ. ეცადეთ, ადამიანების მიმართ მეტი კეთილგანწყობა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ ახლობელ ადამიანებს, კრიტიკაზე მეტად, თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გირჩევთ, მოვლენები არ დააჩქაროთ და სამუშაო რიტმში მშვიდად, ძალდაუტანებლად შეხვიდეთ. მოგებიანი და საინტერესო შეთავაზება გელით, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან კამათს და დაპირისპირებას, რაც თქვენს ურთიერთობა უარყოფითად აისახება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

განწყობა ხშირად გეცვლებათ, ამიტომ გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ საყვარელ ადამიანს საკუთარი უხეშობით გული არ ატკინოთ. მოერიდეთ ხალხმრავლობას. უმჯობესია ეს დღე მარტომ, საყვარელი საქმის კეთებაში ან დასვენებაში გაატაროთ. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელსაც ბოლომდე ვერ მიიყვანთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მთელ დღეს ახლობლებისა და მეგობრების პრობლემებთან გამკლავებას მოანდომებთ, თუმცა სიკეთე მალე ორმაგად დაგიბრუნდებათ. გამონახეთ დრო საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და სახლის მოწესრიგებისთვის. ეცადეთ, ინტერიერის გასაფორმებლად რამე ლამაზი ნივთი შეიძინოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდით და შინაგან ხმას მოუსმინეთ. ახალი საქმე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოთ, თუ საკუთარ შესაძლებლობებში სრულად დარწმუნებული ხართ. ამ დღეს საქმიანი წინადადებები შეგიძლიათ თამამად მიიღოთ - შედეგი თქვენს მოლოდინს გაამართლებს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დაძაბული, მაგრამ წარმატებული და საინტერესო დღეა. უმნიშვნელო პრობლემებზე არ უნდა ინერვიულოთ - ვარსკვლავებს თუ დავუჯერებთ, ამ დღეს ყველა დავალებას გაუმკლავდებით და ყველა კამათიდან გამარჯვებული გამოხვალთ. ინფორმაცია, რომელსაც დღეს მიიღებთ, შეიძლება მომავალში თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღემ რომ წარმატება მოგიტანოთ, ცოტა მეტი აქტიურობა გჭირდებათ. უჩვეულოა, მაგრამ, ამჯერად, დაგეგმილ მოქმედებაზე მეტად იმპროვიზაცია და ინტუიციური მოქმედება გაამართლებს. ცვალებად გარემოებებთან ადაპტაცია თქვენს საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

უარი თქვით გატკეპნილ ბილიკებზე და მოქმედების ახალი, ორიგინალური გზები ეძებეთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, რომლებმაც დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. თანამოსაუბრე ფრთხილად და ყურადღებით შეარჩიეთ. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დაივიწყეთ თავმდაბლობა. გირჩევთ, გარშემო მყოფებს საკუთარი წარმატებების ან საინტერესო გეგმების შესახებ უამბოთ და თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ. ეს ხელსაყრელი შეთავაზების მიღებასა ან გავლენიანი სპონსორების პოვნაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, საქმემ, რომელიც უიმედო გეგონათ, სასურველი შედეგი მოგიტანოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

რთული იქნება, მაგრამ საყვარელ ადამიანებთან კამათი ან დაძაბული საუბარი თავიდან უნდა აიცილოთ. გირჩევთ ყველა ერთობლივი აქტივობა სხვა დროისთვის გადაიტანოთ და ეს დღე სიმშვიდეში გაატაროთ. შესაძლოა, ამ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მიიღოთ. მთავარია, კითხვები დასვათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, ფინანსური ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების ყიდვას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან - შესაძლოა, ვიღაცამ საკუთარი ინტერესებისთვის თქვენი გამოყენება სცადოს.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way