USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 9 ივლისი?
Date:  574

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, რომ ამ დღეს მოვლენების შუაგულში იტრიალოთ. დისკუსიებში ჩაერთეთ, საკუთარი მოსაზრებები გამოხატეთ, კორპორატიულ ღონისძიებებს დაესწარით და იმხიარულეთ. გირჩევთ პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით არც კონკურენტების დაგებულ მახეში გაებმებით და არც სერიოზულ შეცდომებს დაუშვებთ, მაგრამ ბასრ საგნებთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

გართობისა და დასვენებისთვის ხელსაყრელი დროა. თქვენი იდეის განხორციელებას სამომავლოდ ნუ გადადებთ, თორემ შეიძლება ამის გაკეთება ვეღარ შეძლოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანები დიდ თავგადასავალსა და საინტერესო შეგრძნებებს გპირდებიან. შეეცადეთ დაასრულოთ ის, რაც დღეს დაიწყეთ - ამით წარსულის კარმული ვალებს დახურავთ და სიახლის მისაღებად მოემზადებით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ ის, რისი გაკეთებაც არ გსურთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, რომელიც ბევრ პრობლემას მოგიტანთ. გახსოვდეთ საკუთარი ოჯახი - საყვარელ ადამიანებს ახლა თქვენი დახმარება სჭირდებათ. სურვილის შემთხვევაში კომპრომისის მიღწევა ან ყველასთვის მოსაწონი გადაწყვეტილების პოვნა შესაძლებელია.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დავალებები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ არ იზარმაცოთ და რაც შეიძლება მეტი პრობლემა მოაგვაროთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას - შესაძლებელია გაციება. ამ დღეს გექნებათ საშუალება მთელი თქვენი უნარები გამოავლინოთ. კაცებმა ყურადღება მიაქციეთ ქალბატონებთან ურთიერთობას – ამ დღეს უთანხმოების დასრულების და მშვიდობის აღდგენის შანსი გექნებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სასიკეთო ცვლილებების დროა. თუ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული ხართ და კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ეცადეთ ამ მომენტით ისარგებლოთ. თქვენი მჭევრმეტყველება, პიროვნული ხიბლი და ადამიანების დარწმუნების უნარი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ნათესავებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას - მშვენიერი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ეჭვიანობის სცენები ნახოთ და ღალატზე ცრუ ბრალდებები მოისმინოთ. ეს დიდხანს არ გაგრძელდება და საბოლოოდ, პარტნიორთან შეთანხმებას და ყველაფრის გარკვევას შეძლებთ. მშვენიერი დღეა ახალი პროფესიის შესწავლისთვის. მზად ხართ იმისთვის, რომ წესები დაარღვიოთ და თამამი ექსპერიმენტები ჩაატაროთ, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გხდით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მოულოდნელობებით სავსე დღეა, რომელიც საგულდაგულოდ შედგენილ გეგმებს დაგირღვევთ. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ მოსალოდნელ შედეგებზე იფიქროთ. გაითვალისწინეთ, რომ გაუმართლებელი რისკებითა და შეცდომებით სავსე, საშიში დღეა. მოერიდეთ მანქანის სწრაფად მართვას და ნებისმიერ რისკს. ამ დღეს არაფერი დაგეგმოთ, რადგან ბევრ თქვენს იდეას ასრულება არ უწერია.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

სტაბილური შემოსავალი დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფილია. შეგიძლიათ მივლინება შვებულებას შეუთავსოთ და ორმაგი სიამოვნება მიიღოთ. თქვენთვის ოჯახი ენერგიისა და თავდაჯერების უსაზღვრო წყაროა. ძველ მეგობრებს შეხვედრის დროს ეცადეთ წარსული წყენა, უთანხმოება და დაპირისპირება არ გაიხსენოთ. მარტოხელა მორიელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. თუ სერიოზულ ურთიერთობას ეძებთ, მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ყურადღების ცენტრში ყოფნას უნდა მოერიდოთ - ძალიან ბევრი შურიანი და ბოროტი ადამიანი გადევნებთ თვალს. იღბალი თქვენს მხარეზეა, არ ინერვიულოთ. ცოტა მეტი ძალისხმევა და მიიღებთ შედეგს, რომელზეც ადრე მხოლოდ ოცნება შეგეძლოთ. გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა არა მხოლოდ ძლიერ მფარველებს და მოკავშირეებს გაპოვნინებთ, არამედ ახალ მიზნებსაც გაგიჩენთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად. გირჩევთ, მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეებზე გაამახვილოთ და გრანდიოზული პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავოთ. შესაძლოა, შორეული საქმიანი პარტნიორისგან მნიშვნელოვანი სიახლე შეიტყოთ. ხელსაყრელი დღეა მეგობრული შეკრებებისა და რომანტიკული პაემნებისთვის, თუმცა ზოგჯერ განმარტოება და ფიქრიც გჭირდებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერ დავალებას ადვილად უმკლავდებით. არსებობს შესაძლებლობა, რომ ფინანსური ან კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ინტუიცია გიკარნახებთ, უკეთესი შედეგების მისაღწევად ძალისხმევა საით მიმართოთ. ამ დღეს არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში, პირად ურთიერთობებშიც ლიდერის თვისებებს ავლენთ. თქვენი ძალისხმევა დაფასდება, მაგრამ მატერიალურ სარგებელს ჯერჯერობით არ უნდა ელოდოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თუ სამსახური დაკარგეთ, არ ინერვიულოთ. თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენთან სერიოზული და ხანგრძლივი თანამშრომლობა სურთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ზუსტად იქ მიგიყვანთ, სადაც გსურთ. შეიძლება მცირე სირთულეები შეგხვდეთ, მაგრამ არ უნდა დანებდეთ.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way