USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 9 იანვარი?
Date:  2977

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გარშემომყოფები თქვენგან ძალიან ბევრს ელიან, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ სხვების სურვილებით იხელმძღვანელოთ. ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ. შესაძლოა, მოვლენები თქვენი გეგმის მიხედვით არ განვითარდეს, მაგრამ მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. მომდევნო რამდენიმე დღე რთული იქნება, ამიტომ პრობლემებთან გამკლავებისთვის წინასწარ უნდა განეწყოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება და მიზანსწრაფულობა საშუალებას მოგცემთ, ისეთი საკითხები გადაჭრათ, რაც აქამდე შეუძლებელი გეჩვენებოდათ. დროა, პროფესიონალ ადამიანებს მოუსმინოთ და მათი რჩევები გაითვალისწინოთ. გირჩევთ, ამ დღეს დაწყებული საქმე სამომავლოდ არ გადადოთ და დროულად დაასრულოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მოზღვავებული ენერგია საშუალებას გაძლევთ, მთელი დღე მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და ახალი სასარგებლო ურთიერთობები დაამყაროთ. ნუ დამალავთ საკუთარ ნიჭს და უნარებს. პირიქით, ეცადეთ, საჯაროდ გამოავლინოთ და პოტენციური პარტნიორების ყურადღება მიიქციოთ. სწორად დაგეგმილი დღე დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

პიროვნული ხიბლი და კომუნიკაბელურობა მიზნის სწრაფად და მარტივად მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ეს დღე პროფესიული პრობლემების მოგვარებისა და კარიერული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ. თუნდაც რაღაც პირველ ცდაზე არ გამოვიდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, უკან არ დაიხიოთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

წარმატებული და ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, დიდი ხნის ოცნება აგიხდებათ ან რაღაც რთულ საკითხში ძალიან გაგიმართლებთ. ვარსკვლავების კეთილგანწყობის მიუხედავად, გირჩევთ, ამ დღეს ახალი, რთული პროექტი არ დაიწყოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მშვენიერი დღეა ადრე დაწყებული და დაუსრულებელი საქმეების დასასრულებლად, მით უმეტეს, რომ ვარსკვლავების განლაგება სასურველ შედეგს უზრუნველყოფს. რთულ სიტუაციებში ინტუიციას ენდეთ, თუმცა მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ - ეცადეთ თავი დაიზღვიოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ყოველგვარ რისკს მოერიდოთ და მხოლოდ ნაცნობი საქმიანობით დაკავდეთ. მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის ან ინიციატივის აღებას და ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ყველაფრის ერთდროულად გაკეთების სურვილმა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ, დასვენების დრო გამონახოთ და უარი თქვით ნებისმიერ სტრესზე. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ, ემოციურად დაისვენოთ და საღამო მშვიდად გაატაროთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ნაყოფიერი მუშაობისთვის ამ დღეს მოკავშირეები გჭირდებათ. ინტუიცია გიკარნახებთ, საქმეში ვის უნდა დაეყრდნოთ და ვისი ნდობა არ შეიძლება. კარგი დღეა წარსული შეცდომების გამოსასწორებლად. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს თავი მოაწონოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ცდუნებებთან ბრძოლა მოგიწევთ. ეცადეთ სიმტკიცე გამოიჩინოთ და მთელი ყურადღება საკუთარ პასუხისმგებლობებზე გადაიტანოთ. სანამ საინტერესო შეთავაზებას დათანხმდებით, მოსალოდნელი რისკი და შედეგი გათვალეთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ ფულის დაბანდებას - ვარსკვლავების განლაგება ამისთვის არახელსაყრელია. ამ დღეს წარმატებას მოგიტანთ ისეთი საქმე, რომელშიც შემოქმედებითი მარცვალია. მთავარია, საკუთარ წარმოსახვას ხელოვნური წინაღობა არ შეუქმნათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მოემზადეთ ემოციურად რთული დღისთვის. გარშემომყოფები თქვენს წინადადებებს სკეპტიკურად უყურებენ და ჩვეულებრივზე ხშირად გაგაკრიტიკებენ, მაგრამ ეცადეთ, ამას ყურადღება არ მიაქციოთ. გირჩევთ, თქვენს უშუალო პასუხისმგებლობებზე კონცენტრირდეთ და შეურაცხმყოფელი სიტყვები გულთან არ მიიტანოთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way