USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 9 აგვისტო?!
Date:  837

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მთელ დღეს ცდუნებებთან ბრძოლაში გაატარებთ. მოერიდეთ საკუთარი სიმართლის ნებისმიერი გზით მტკიცებას, რაც შეიძლება დაპირისპირებით დასრულდეს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

სანდო და კეთილსინდისიერი თანამშრომელი ხართ და მენეჯმენტი გაფასებთ. ეცადეთ, ამ ვითარებით კარიერული ზრდისა და ხელფასის მომატებისთვის ისარგებლოთ. თუ ფინანსური ინვესტიციების განხორციელებას გეგმავთ, შეცდომების თავიდან ასაცილებლად რჩევა გამოცდილ ადამიანებს დაეკითხეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ფინანსურ რჩევებს არ უნდა ენდოთ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, საქმის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე შეაფასოთ. შესაძლოა, კონკურენტები თქვენი რეაქციის სისწრაფით გააოცოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ, ცოტა ხანი მოიცადოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

რთული დღეა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გარკვეული დაძაბულობა გელით - შეიძლება პარტნიორს დაუმსახურებლად გული ატკინოთ. ამიტომ ეცადეთ, დღეს ჩვეულებრივზე მეტად თავშეკავებული იყოთ და საკუთარი ემოციები აკონტროლოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ყველაზე მეტად კონფლიქტურ სიტუაციებს უნდა მოერიდოთ. ეცადეთ დისციპლინა და თავშეკავება გამოიჩინოთ, რათა სამსახურში დაძაბულობა თავიდან აიცილოთ. ხელსაყრელი დროა, ჯანმრთელობის გაკაჟებაზე იფიქროთ. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებსაც აიყოლიებთ..

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ოჯახში ყველაფერი კარგადაა. როგორც ჩანს, ყველა პატარა პრობლემა, რომელიც მოსვენებას გიკარგავდათ, ნელ-ნელა ქრება. ნუ ეცდებით მომხდარის გაანალიზებას, რადგან ამან შეიძლება პასუხზე მეტი კითხვა გააჩინოს. გახსოვდეთ, რომ მეგობარი გასაჭირში არ უნდა მიატოვოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თუ მარტო ცხოვრება გაგიგრძელდათ, დროა საკუთარ ცხოვრებაში რაღაცები შეცვალოთ. დაოჯახებულ სასწორებსაც მძიმე დრო უდგათ - ერთმანეთის გვერდით ცხოვრობთ, მაგრამ ერთმანეთისთვის ვერ იცლით. დროა ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღოთ, რათა პრობლემები არ შეგექმნათ. ფინანსური მდგომარეობის მხრივ სანერვიულო არაფერი გაქვთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

რამდენიმეწლიანი რომანტიკული ხეტიალის შემდეგ, „ღუზა ჩაუშვით“ და, სავარაუდოდ, ცხოვრების მომავალი მეგზურიც იპოვეთ. კოლეგის გეგმები შეიძლება სახიფათოდ მოგეჩვენოთ. ამ ადამიანს საკუთარი დღის წესრიგი აქვს, რომელიც სხვების საჭიროებებსა არ ითვალისწინებს. გახსოვდეთ, რომ თქვენი ინტუიცია კარგად მუშაობს და თუ ხვდებით, რომ ვინმესგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ, ასეც მოიქეცით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შესაძლოა ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემა შეგექმნათ, რომელიც შესვენებას გაიძულებთ. ახალი პროექტების წარმატებით დასრულებისთვის გირჩევთ, კოლეგების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ. ახალი ცოდნა, რომელსაც წიგნებიდან, დოკუმენტური ფილმებიდან ან ადამიანებთან საუბრებიდან მიიღებთ, შეიძლება ძალიან გამოგადგეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შესაძლებელია რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ. იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ მას, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ეცადეთ თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები ძალიან დიდხანს გაგყვებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თუ თქვენი და თქვენი მეგობრების აზრები ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა, ეცადეთ, საკუთარი პოზიცია სხვების კრიტიკის გარეშე გამოხატოთ და თავაზიანი დიალოგი უზრუნველყოთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მეგობრები ყოველთვის თქვენ გვერდით იყვნენ და ეს უნდა დააფასოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ნებისმიერ მცირე წყენაზე საკუთარ თავში იკეტებით. ამის ნაცვლად, ოპონენტთან დიალოგი უნდა სცადოთ. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე დაბრკოლება შეგხვდებათ, მაგრამ სწორად მოქმედების შემთხვევაში მათ გადალახვას შეძლებთ. შეიძლება თქვენთან ვინმე მოვიდეს საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციით, რომელიც ძალიან გამოგადგებათ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way