USD 2.7226
EUR 3.1909
RUB 3.4120
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 თებერვალი?
Date:  3876

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ბევრი შეხვედრა და დისკუსიებში მონაწილეობა გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ და თანამოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ურთიერთობებში გაჩენილი წინააღმდეგობის დაძლევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება, გარემოებების ან განწყობის გამო, გეგმები მკვეთრად შეიცვალოს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს მოულოდნელად გაიგებთ პასუხს მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. კითხვების დასმის არ უნდა შეგეშინდეთ და პასუხებს ყურადღებით უნდა მოუსმინოთ. შესაძლოა, ვიღაცამ ძალიან დაგაინტერესოთ და მოგხიბლოთ. თუ თქვენი სიმპათიები ორმხრივია, ეცადეთ, ურთიერთობა განავითაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს ნებისმიერი საქმე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება, ხოლო თქვენი გადაწყვეტილებები სწორი და ფინანსურად გამართული იქნება. არაფრისმომცემ საუბრებზე დროს და ძალას ნუ დაკარგავთ - ერთიც და მეორეც გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ. პირად ურთიერთობებში აგრესიას და უხეშობას უნდა ერიდოთ და კომპრომისის მიღწევა სცადოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შესაძლოა ამ დღეს თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ეს თქვენი მუშაობის შედეგებზე არ აისახება. შეგიძლიათ მშვიდად და აუჩქარებლად იმუშაოთ, ხშირად დაისვენოთ და დაწყებული საქმის დასრულებას შეძლებთ. ყველა ინფორმაცია, რომელსაც დღეს მიიღებთ, საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ. შეიძლება ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თუ გარშემო მყოფ ადამიანებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი მიიღოთ. გათავისუფლდით ურთიერთობებისგან, რომლებიც ცხოვრებაში ხელს გიშლით. შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ თანამოსაუბრეს გული გადაუშალოთ და პირადი საიდუმლოებებიც კი გაუმხილოთ. მოსალოდნელია დიდი ხნის უნახავი მეგობრის ზარი, რომელიც სასიამოვნო ამბავს გაგაგებინებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღისთვის მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები არ დაგეგმოთ. სამსახურში უამრავი საქმის კეთება მოგიწევთ და სხვა არაფრისთვის დრო და ძალა არ დაგრჩებათ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. თუ ეცდებით, შეიძლება თქვენს მრავალმხრივ ნიჭს უამრავი გამოყენება მოუძებნოთ, თუმცა ზოგადად ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გარშემო მყოფი ადამიანები პოზიტიური განწყობის შენარჩუნებასა და სამუშაოს უფრო სწრაფად შესრულებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება, თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა ვიღაც გაანაწყენოს და პრობლემები შეგიქმნათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს გეგმების შეცვლა და სხვა ადამიანების საქმეებზე ფიქრი მოგიწევთ. შეეცადეთ, პრობლემა სწრაფად მოაგვაროთ და საკუთარ პასუხისმგებლობებს დაუბრუნდეთ. თუ პარტნიორი ვერ ხვდება, რომ დახმარება გჭირდებათ, ამის შესახებ პირდაპირ უნდა უთხრათ. სახლში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, რომლებსაც მალე ძალიან ინანებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

პლანეტების ხელსაყრელი განლაგებისა და თქვენი საქმიანი უნარების დამსახურებით, ამ დღეს მოლაპარაკებები და დისკუსიები წარმატებით დასრულდება. ადამიანების დარწმუნებას ადვილად ახერხებთ. გირჩევთ, ოპონენტებზე ზეწოლა არ მოახდინოთ და სხვა ადამიანების აზრს პატივი სცეთ. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მაცდურ შეთავაზებას დაუფიქრებლად არ უნდა დათანხმდეთ - გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენთვის მახეს დაგებას ცდილობს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თუ რუტინული საქმეების კეთება მოგწყინდათ, ინოვაციური მიდგომა უნდა გამოიყენოთ და უინტერესო საქმე საინტერესო გახადოთ. დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და საოჯახო საქმეები იქნება. ოჯახის უფროსი წევრების დახმარებით დავალებას იმაზე ადრე გაუმკლავდებით, ვიდრე გეგონათ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა - ახალი ნივთი იმედებს სწრაფად გაგიცრუებთ. ეცადეთ, სპორტისა და ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

საყვარელ ადამიანებთან სიახლოვე კარგი განწყობის შენარჩუნებაში და მოტივაციის გაზრდაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას და უხეშობას, რათა საპასუხო აგრესია არ მიიღოთ. ეცადეთ, თავაზიანად აუხსნათ, რატომაა ესა თუ ის პოზიცია თქვენთვის მიუღებელი.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სასურველი შედეგის მიღწევაში ხელს მცირე უსიამოვნებები შეგიშლით, რომლებიც სწრაფად უნდა მოაგვაროთ. მთავარია, არ დაიბნეთ და ამით სიტუაცია არ გაართულოთ - თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სიმარტივეშია.

analytics
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way