USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 სექტემბერი?
Date:  3517

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 სექტემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს სხვა ადამიანების პრობლემების და ისეთი კონფლიქტების მოგვარება მოგიწევთ, რომლებთანაც კავშირი არ გაქვთ. ამას დიდი ენერგია დასჭირდება, თუმცა დაღლას ვერ გრძნობთ, რადგან საკუთარი როლი გაგიტაცებთ.

მზად ხართ არათანაბარ ბრძოლაში ჩაერთოთ და არ ინერვიულოთ, რომ მტერი ბევრად ძლიერია. მოსალოდნელია ოჯახში უთანხმოება - მცდელობის მიუხედავად, ორმხრივი შეურაცხყოფის თავიდან აცილება ძნელი იქნება.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მშვენიერი დღეა და თუ არ იზარმაცებთ, ბევრის გაკეთებას შეძლებთ. სიახლეებს სწრაფად ითვისებთ და იმახსოვრებთ ყველაფერს, რაც შეიძლება მომავალში გამოგადგეთ. გირჩევთ ახალი იდეა სასწრაფოდ განიხილოთ თანამოაზრეებთან ერთად .

ემოციური გახსნილობა და გულწრფელობა ურთიერთობაში ძალიან გამოგადგებათ. ამ თვისებების წყალობით მშვენივრად ააწყობთ ურთიერთობას მათთანაც კი, ვინც თქვენი ანტიპოდია. დღის მეორე ნახევარში ოჯახის წევრებისთვის მეტი ყურადღების მიქცევა მოგიწევთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

რთული და საკმაოდ დამღლელი დღეა. მთელ დღეს იმ ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ, რომლებიც არ მოგწონთ და გაღიზიანებთ. შეიძლება ემოციების გავლენით შეცდომა დაუშვათ, რომელსაც მოგვიანებით ინანებთ, ამიტომ მაქსიმალურად თავშეკავება გმართებთ.

საღამოს ეცადეთ დასვენების დრო გამონახოთ - ახლა ჯანმრთელობის პრობლემები ნამდვილად არ გჭირდებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დროა, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ და აჩვენოთ რისი უნარი გაქვთ, მაგრამ გეშინიათ, რომ თქვენი აქტიურობა ვიღაცას ხელს შეუშლის. ამიტომ გირჩევნიათ „ჩრდილში“ დარჩეთ და მასას შეერიოთ, მაგრამ ეს წამგებიანი ტაქტიკაა.

ეს დღე ბევრად უკეთესიად ჩაივლის კირჩხიბებისთვის, რომლებიც ძალებს ახალ საქმეში მოსინჯავენ. შუადღე კარგი დროა მეგობრული შეხვედრებისთვის.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ყველაფერი კარგად გამოგდით და ძალისხმევის გარეშე შესანიშნავ შედეგებს აღწევთ. ექსპერიმენტების არ გეშინიათ და სიახლეებისთვის მზად ხართ. ხშირად მიზნისკენ ისეთი გზებით მიდიხართ, სხვებმა რომ არ იციან. ცდილობთ, მიზანს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოთ, მაგრამ ეს სხვებისთვის ყოველთვის გასაგები არაა.

შეიძლება ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგდონ ბრალი. დღის მეორე ნახევარში საოჯახო საქმეებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ - შესაძლოა ახლობელ ადამიანებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. ბევრ ლომს მოუწევს უარი თქვას დაგეგმილ მოგზაურობაზე.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ძალიან ნაყოფიერი დღეა. ინტუიცია გკარნახობთ, როდის შეიძლება საკუთარ თავს დაეყრდნოთ და როდის ჯობია დახმარება ითხოვოთ. საკუთარ ძალებს გონივრულად ხარჯავთ, ამიტომ ჩანაფიქრს ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე სწრაფად და ეფექტურად ახორციელებთ.
უთანხმოება და კამათი ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ასეც რომ მოხდეს, საჭირო არგუმენტები ყოველთვის მზად გაქვთ.

მოსალოდნელია მცირე ფინანსური ზარალი, მაგრამ არ ინერვიულოთ - მალე ფულის გამომუშავების შესაძლებლობა გექნებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ურთირთობების თვალსაზრისით, რთული დღეა - გარშემო მყოფთა ყველა ნაკლს ამჩნევთ, ამიტომ საკუთარ დამოკიდებულებას ვერ მალავთ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, ყველა მეგობარი განაწყენოთ და სრულიად მარტო დარჩეთ.

თუ ადამიანებს მიუტევებთ, ამით უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან. ბიზნესის ალღო მოგებიანი გარიგების დადებაში დაგეხმარებათ. დღის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მშვენიერი დღეა ახალი, განსაკუთრებით საქმიანი ნაცნობობისთვის. მომავალ თანამშრომლებზე შესანიშნავ შთაბეჭდილებას ახდენთ. თუ ხალხის ყურადღებას იქცევთ, ამაში ცუდი არაფერია - ჭკვიანური თვითრეკლამა უამრავ სიკეთეს მოგიტანთ. თუ მოინდომებთ, ამ დღეს ძველი ურთიერთობის აღდგენას შეძლებთ - ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, დაასრულოთ ძველი საქმეები და ნახევრად დავიწყებული პროექტები. ეცადეთ, ნებისმიერი საკითხის გადაჭრას შემოქმედებითად მიუდგეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

გირჩევთ, მთელი ყურადღება ადრე დაწყებული საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ. ამასთან, უმჯობესია, დამოუკიდებლად იმოქმედოთ, რადგან ნებისმიერი თანამშრომლობა, სარგებელზე მეტად, გაუგებრობას მოიტანს.

ამ დღეს დისციპლინა მნიშვნელოვანია, ამიტომ უსიამოვნო დავალების შესრულება არ უნდა დაგეზაროთ. მთავარი, რასაც ამ დღეს მიიღებთ, გამოცდილებაა, რომელიც მალე აუცილებლად დაგჭირდებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გარემოებათა არახელსაყრელი ერთობლიობა დაგეგმილი ამოცანების დროულად შესრულებაში ხელს გიშლით, თუმცა, ინტუიცია რთული ვითარებიდან გამოსავალს გაპოვნინებთ.

საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის - გავლენიან ადამიანებთან შეხვედრებზე თქვენს საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ. მშვენიერი დღეა არაფორმალურ გარემოში ურთიერთობის, მეგობრული შეხვედრებისა და რომანტიკული პაემნებისთვის.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ცვლილებებისა და სიახლეებისთვის შესანიშნავი დღეა. ბევრ მერწყულს ბიზნესთან და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით შესანიშნავი იდეები აქვს. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყაროც იპოვოთ. როცა საქმე ინვესტიციებს ეხება, შეცდომებს არ უშვებთ.

ეცადეთ საღამოს ჰაერზე სეირნობისა და სპორტული ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს მცირე სირთულეები და გაუგებრობები გელით. თუმცა არახელსაყრელი ტენდენციების გავლენა სწრაფად სუსტდება და პრობლემების გადაჭრის გზას დროულად იპოვით. შესაძლოა, ახალი, ძალიან გავლენიანი მოკავშირე გამოგიჩნდეთ და მაცდური საქმიანი შეთავაზება მიიღოთ.

ახლო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე გელით და ოჯახური წვეულების მიზეზი გექნებათ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way