USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 ნოემბერი?
თარიღი:  1696

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ რთულ სამუშაო დღეს გადაღლა რომ თავიდან აიცილოთ, პერიოდულად საქმეს უნდა მოწყდეთ და დაისვენოთ. გირჩევთ, დიდხანს არ იფიქროთ და გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ, თორემ ხელსაყრელ შესაძლებლობას დაკარგავთ. საკუთარი გეგმების მეგობრებთან განხილვა სასარგებლო იქნება - მათი რჩევები სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს კოლეგებთან ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ. ამის თავიდან ასარიდებლად მოერიდეთ კამათს და მოსაუბრეზე ზეწოლას. სასურველია, რომ დღის განმავლობაში ურთიერთობები შეძლებისდაგვარად შეზღუდოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ კომპრომისებისა და დათმობის გზით მიზანს უფრო სწრაფად მიაღწევთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გირჩევთ, პირად ურთიერთობებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამით თქვენ შორის ნდობა და ურთიერთგაგება გაღრმავდება. ახალი საქმის დაწყებამდე კარგად დაფიქრდით, ყველა რისკი და მოსალოდნელი შედეგი აწონ-დაწონეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მოემზადეთ რთული დღისთვის და შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველაფერი პირველივე ცდაზე არ გამოვა. გეგმების განხორციელებისთვის სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. გადაწყვეტილებები ფრთხილად, მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით უნდა მიიღოთ. ამ დღეს აჩქარებას შეიძლება, სერიოზული შეცდომები მოჰყვეს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. სხვების რჩევა ან დახმარება უფრო მეტ პრობლემას მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. ადამიანებზე შესანიშნავ შთაბეჭდილებას ახდენთ და ეცადეთ, ეს თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით - მისი შესრულების დროა.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ნაყოფიერი და პოზიტიური დღეა. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ისეთ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ, როგორზეც არც კი გიოცნებიათ. იმედს ნუ გაუცრუებთ მათ, ვისაც თქვენი რჩევა ან დახმარება სჭირდება - მალე შესაძლოა, დახმარება თავად დაგჭირდეთ. გადაწყვეტილების მიღებისას ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მშვენიერი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. ეცადეთ, საჭირო ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ და მიზნებს უფრო სწრაფად მიაღწევთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას - დღეს ის ზუსტად მიგანიშნებთ მომხდარის ფარულ მნიშვნელობას.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დილიდან მიზეზებს ეძებთ, რომ მუშაობა თავიდან აიცილოთ. აუცილებელი არ არის, რომ ახალი, რთული პროექტები დაიწყოთ. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ტემპი და მიმდინარე საკითხები აუჩქარებლად მოაგვარეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საღამო ხმაურიან, მხიარულ კამპანიაში გაატაროთ და ენერგიის დაიმუხტოთ. მომდევნო დღე ბევრად უფრო პოზიტიური იქნება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა, მთავარია, საყვარელ ადამიანებს ყურადღებით უსმინოთ და მათ სურვილებს ანგარიში გაუწიოთ. თქვენი პიროვნული ხიბლი თანამოაზრეების პოვნასა და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ამ დღეს დაშვებული შეცდომების მომავალში გამოსწორება ძალიან რთული იქნება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გარშემო მყოფები თქვენს შემოქმედებით აზროვნებას ძალიან დააფასებენ და შესაძლოა, თანამშრომლობის მოგებიანი შეთავაზებები მიიღოთ. შუადღე ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის შექმნა არ დაუშვათ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გირჩევთ, თქვენს შინაგან ხმას უსმინოთ და ის გიკარნახებთ, ვინ ან რა უნდა იყოს ამჟამად თქვენთვის პრიორიტეტული. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ შეძლოთ ის, რაც აქამდე მიუღწეველი გეგონათ. თუ შეთავაზებას მიიღებთ, პასუხის გაცემამდე კარგად დაფიქრდით, რათა სერიოზული შეცდომა არ დაუშვათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელია - შესაძლოა, საქმის ბოლომდე მისაყვანად ენერგია არ გეყოთ და შუა გზაზე მიატოვოთ. დღეს რაც არ უნდა აკეთოთ, ეცადეთ, ორმაგად ფრთხილად იმოქმედოთ და ყოველ მომდევნო ნაბიჯზე იფიქროთ. გამორიცხული არ არის, რომ საქმეში მალე ახალი მოკავშირეები იპოვოთ.

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.