USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 მარტი?
Date:  741

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მარტისთვის:

ვერძი

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საკმარისად არ უყვარხართ და არ ზრუნავენ თქვენზე. არახელსაყრელი დღეა რაიმეს დასაგეგმად. ალკოჰოლური სასმელის უზომო მოხმარებას შეიძლება პრობლემები მოჰყვეს.

კურო

ამ დღეს მეგობრებთან შეხვედრა, გართობა და საინტერესო ადგილების მონახულება გელით. ეცადეთ ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, სწავლისა და წიგნების კითხვისთვის. იზრუნეთ ჯანმრთელობასა და იმუნიტეტის ამაღლებაზე.

ტყუპები

დროა სახლის საფუძვლიანი დალაგება-დასუფთავება დაიწყოთ, რაც ფიზიკურ ძალას მოითხოვს. სამსახურში შეიძლება გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ - სავარაუდოდ, ვიღაც ფაქტების დამალვას ცდილობს და თქვენზე ჭორების შექმნითაა დაკავებული, თუმცა გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. სტუმრების ვიზიტი გაგამხიარულებთ და დადებითი ემოციებით აგავსებთ.

კირჩხიბი

უმჯობესია მოგზაურობებისგან თავი შეიკავოთ, განსაკუთრებით შორ მანძილზე გადაადგილებას უნდა ერიდოთ. ახლობელ ადამიანთან საუბრიდან მიხვდებით, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს ან რაღაცას გიმალავთ. ამ დღეს საყვარელი ადამიანი თქვენი საუკეთესო თანამოსაუბრე და თანამგზავრი გახდება.

ლომი

არახელსაყრელი დღეა შოპინგისთვის, ამიტომ უმჯობესია, საჩუქრები წინასწარ შეიძინოთ. ამ დღეს ზედმეტად ემოციური, მგრძნობიარე და გაღიზიანებული იქნებით, ამიტომ ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავეთ და კარგად ნაცნობი, ყოველდღიური საქმეებით დაკავდით. თუ შესაძლებლობა გაქვთ, გირჩევთ საღამო სპორტს ან სეირნობას დაუთმოთ.

ქალწული

დილიდან დაბნეული ხართ და საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ. ამასთან, მუშაობისთვის განწყობილიც არ ხართ, ამიტომ საეჭვოა, სასურველი შედეგი მიიღოთ. უმჯობესია, მთელი დღე საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან ერთად გაატაროთ. თუ არც ერთი გყავთ და არც მეორე, უბრალოდ ხალხში გადით და თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინეთ.

სასწორი

დღის პირველ ნახევარში ლოგინში ნებივრობას თავს ძნელად დააღწევთ. საღამოს გაცილებით ენერგიული იქნებით და საოჯახო საქმეების შესრულებას შეუდგებით. ეცადეთ, დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ ან დახმარების ხელი გაუწოდოთ მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

მორიელი

შესაძლოა, დღეს სასიამოვნო ღონისძიებაზე დაგპატიჟონ, მაგრამ კაპრიზულობის და სიჯიუტის გამო წასვლას ვერ მოახერხებთ. ეცადეთ, თქვენი ემოციური ფონი აკონტროლოთ, რათა განწყობა დიდი ხნით არ გაიფუჭოთ.

მშვილდოსანი

თქვენი ზოგი იდეა კოლეგების და ხელმძღვანელების მოწონებას დაიმსახურებს. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებისთვის, ფიზიკური მუშაობისა და მოგზაურობისთვის. ამ დღეს საოჯახო საქმეების ხასიათზე არ ხართ - არა უშავს, არაფერი დაშავდება. შესაძლოა, საღამოს მეგობრები გესტუმრონ ან სადმე დაგპატიჟონ.

თხის რქა

ყველა თვალსაზრისით პოზიტიური და ხელსაყრელი დღეა. ენერგია მუშაობისთვისაც გყოფნით და გართობისთვისაც. გირჩევთ საღამოს მშობლებს დაურეკოთ ან მოინახულოთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე, დაგეგმეთ მასაჟები ან პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი.

მერწყული

მუდმივ ბიზნესპარტნიორთან ურთიერთობაში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები მოხდეს. გირჩევთ, ყურადღებით აკონტროლოთ სად და რაში იხარჯება თქვენი ფული. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. საღამო ხელსაყრელია გართობის, მოგზაურობისა და ახალი გამოცდილების მისაღებად.

თევზები

ამ დღეს ზედმეტად მგრძნობიარე, კაპრიზებით სავსე და გაღიზიანებული იქნებით. ამან შეიძლება ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს. ერთ-ერთმა მეგობარმა შეიძლება რაღაცის გაკეთებაზე დაგიყოლიოთ და ამის გამო მერე ინანოთ. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელიც თავის დროზე უანგაროდ დაგეხმარათ, ამჟამად დახმარება მას სჭირდება.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way