USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 მარტი?
Date:  3262

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

აკეთეთ ის, რაც გიყვართ და დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ. ხალისიანი განწყობა და დადებითი ემოციები შემაწუხებელი აზრებისგან გაგათავისუფლებთ და ენერგიით აგავსებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ. უმოკლეს ხანში საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან საერთო ინტერესები მოძებნოთ და რაღაც ერთად შექმნათ. ეს თქვენი ურთიერთობის გაძლიერებასაც დაეხმარება და შესაძლოა, შემოსავალიც მოგიტანოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ მეტს იაქტიურებთ, თქვენ წინაშე გაიხსნება კარი, რომელიც დიდხანს დაკეტილი იყო. მარტოხელა კურო, დიდი ალბათობით, საინტერესო ადამიანს შეხვდება, რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა - შენაძენი კმაყოფილებას არ მოგიტანთ და ფულს წყალში გადაყრით. მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს და კითხვაზე პასუხს დაუფიქრებლად ნუ გასცემთ - ამ დღეს შეცდომის დაშვების და სიტუაციის არასწორად შეფასების ალბათობა საკმაოდ მაღალია

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ხელსაყრელი დროა ახალი, საინტერესო საქმის დაწყებისთვის, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ, უარს ნუ იტყვით. ადამიანები, რომლებსაც დღეს გაიცნობთ, თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები გახდებიან. ეცადეთ, მოვლენებისა და ადამიანების მიმართ თქვენი ჩვეული მიდგომა შეცვალოთ და სხვა კუთხიდან დაინახოთ. საყვარელ ადამიანებს ხშირად უთხარით, რამდენად გიყვართ და აფასებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ - სტუმრად წადით, გაისეირნეთ და საინტერესო ადგილები მოინახულეთ, თუმცა თავი მაქსიმალურად დაიცავით ახალი ამბების ნაკადისგან. მით უმეტეს, რომ ზოგმა სიახლემ შეიძლება ძალიან გაგაბრაზოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება დაძაბულობამ თავი იჩინოს. ეცადეთ, პრინციპულ საკითხებში დაუთმოთ, თორემ სკანდალი გარდაუვალია.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დღის პირველი ნახევარი ქალწულისთვის ემოციურად რთული იქნება. ცუდი განწყობა საშუალებას არ მოგცემთ, ეს დღე ისე გაატაროთ, როგორც გსურთ. შეეცადეთ, ნაკლები იუხეშოთ და უფრო მეგობრული იყოთ. საღამოს ვითარება გამოსწორდება. გირჩევთ, რომ ფინანსურად მოგებიან გარიგებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს უქმე დღე აქტიურად გაატაროთ. ჩაიცვით ყველაზე ლამაზი სამოსი და ახალ ადგილებს ეწვიეთ, ახალი ადამიანები გაიცანით, საღამო კი საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, მონათესავე სული გაიცნოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დილით რუტინული საკითხების მოგვარება მოგიწევთ, რომლებსაც ვეღარ გადადებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს ყველაზე კარგად ისეთი საქმეები გამოგდით, როგორიც არასოდეს გიკეთებიათ. პირად ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისები და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ნებისმიერ საზოგადოებაში ყურადღების ცენტრში იქნებით და ადამიანებს მაგნიტივით მიიზიდავთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენით გავლენიანი პიროვნება დაინტერესდეს და მოგებიანი თანამშრომლობა შემოგთავაზოთ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით - სამსახურში.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსაყრელი დღეა ახალი, საინტერესო ნაცნობებისთვის და საჭირო კავშირების დასამყარებლად. შეიძლება ახლობელლმა ადამიანმა საინტერესო იდეა მოგაწოდოთ ან მნიშვნელოვანი პროექტში დახმარება შემოგთავაზოთ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ - პარტნიორებს და მოკავშირეებს ახლა თქვენთვის არ სცალიათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

განწყობა რომ არ გაიფუჭოთ, ეცადეთ ინფორმაციის ნაკადი შეზღუდოთ. შესაძლოა, ზოგმა სიახლემ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. მოერიდეთ ემოციური გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მოგვიანებით სანანებელი გაგიხდებათ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისთვის. უთხარით მას, რას გრძნობთ და გრძნობებს გულში ნუ დამალავთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს ორმხრივი გრძნობაა და ლამაზი მომავალი ექნება. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way