USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 მაისი?
Date:  1865

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღე შეიძლება დაიწყოს ენერგიულად, მაგრამ შუადღისთვის მოულოდნელი დაღლილობა შეგახსენებს თავს. ოჯახის წევრებთან უკეთესად გამოგივათ საერთო ენის პოვნა, განსაკუთრებით თუ დათმობაზე წახვალთ. სამსახურში შეიძლება მიიღოთ არასტანდარტული შეთავაზება – დაფიქრდით, მაგრამ ნუ იჩქარებთ. ფინანსური რისკებისგან თავი შეიკავეთ. ურთიერთობებში მკაფიო საუბარი საჭიროა – მეტყველი დუმილი დღეს არ გაჭრის.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
დასვენება და ძალების აღდგენა დღეს თქვენთვის აუცილებელია – ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა არ გიღირთ. სახლში შეიძლება გადაწყდეს მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ოჯახის მომავალს ეხება. ბიზნესში ფრთხილი წინსვლა ჯობია სიჩქარეს. ახალ პარტნიორებთან შეთანხმება შესაძლოა დროში გაიწელოს. ურთიერთობაში მეტი თბილობა და სიმშვიდე დაგეხმარებათ არსებული გაუგებრობების განმუხტვაში.

ტყუპი (21 მაისი – 20 ივნისი)
გონება სწრაფად მუშაობს, მაგრამ სხეული ვერ ეწევა – იზრუნეთ ჯანსაღ კვებასა და ძილზე. ოჯახში მოსალოდნელია სტუმრების გამოჩენა ან მნიშვნელოვანი შეხვედრა. კარიერულად შეიძლება შემოგთავაზონ ახალი ამოცანა – ნუ იტყვით უარს წინასწარ. სასიყვარულო ფრონტზე ზედმეტი ანალიზი დაგღლით – რაც გრძნობთ, ის თქვით. ზოგადად, ეს დღე ემოციური ბალანსის დამყარებისთვისაა შესაფერისი.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
სხეულმა შესაძლოა მოგთხოვოს მეტი წყალი და ნაკლები სტრესი. ოჯახში შესაძლოა დაგეგმოთ გადახალისება ან მოგზაურობა. სამსახურში კი დაგჭირდებათ მეტი პასუხისმგებლობა, რადგან უფროსობა დაკვირვებით გიყურებთ. ფინანსურად სტაბილურობა ნარჩუნდება, თუ დაუფიქრებელ ხარჯებს არ დაუშვებთ. სიყვარულში მცირე გაღიმებაც საკმარისია, რომ დიდი სითბო დააბრუნოთ.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დღე ოპტიმისტური ნოტით დაიწყება, მაგრამ მკვეთრი ემოციური ცვლილებები მოსალოდნელია. ოჯახის წევრებთან საუბრების დროს ეცადეთ თავი არ ამაღლოთ – ყველას თავისი სიმართლე აქვს. კარიერაში ვიღაც თქვენს ადგილს უმიზნებს – იყავით ფხიზლად. ბიზნესში კი შეიძლება გამოჩნდეს სასარგებლო კონტაქტი, რომელიც მომავალში დიდ პერსპექტივას შექმნის. სიყვარულში ჯობია იყოთ გულწრფელი, თუნდაც ეს უხერხული იყოს.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ორგანიზმმა შეიძლება მოგთხოვოთ მეტი დასვენება – ნუ ჩაიგდებთ თავს ზედმეტ დატვირთვაში. ოჯახში დაგეგმილი მცირე საქმეები შეიძლება გადაიდოს, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის. კარიერულად არის შანსი, რომ გამოიჩინოთ თავი პატარა დეტალებში – რაც სხვას გამორჩება, თქვენ დაგინახავთ. ბიზნესში დაკვირვება იქნება თქვენი მთავარი იარაღი. სიყვარულში კი მეტი სითბო და ნაკლები კრიტიკა დაგჭირდებათ.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღე ემოციურად არასტაბილურად დაიწყება, მაგრამ საღამოსკენ სიტუაცია გაუმჯობესდება. ოჯახში მოსალოდნელია მშვიდი და გულწრფელი საუბრები. კარიერაში შეიძლება გამოიკვეთოს ახალი შესაძლებლობა – ნუ გაუშვებთ ხელიდან. ფინანსური საკითხების გადაწყვეტა დღეს ნუ შეეცდებით მარტომ – მოიძიეთ რჩევა. სიყვარულში მეტი მზრუნველობა დაგიფასდებათ.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ფიზიკურად ძლიერი ხართ, მაგრამ ნერვული გადაღლა მოსალოდნელია – გამოიჩინეთ სიფრთხილე. ოჯახში შეიძლება საჭირო გახდეს რომელიმე წევრის დახმარება. სამსახურში კი შესაძლოა მოულოდნელად გთხოვონ გადახედოთ ძველ პროექტს – გადახედეთ. ბიზნესში ფრთხილი მიდგომა აჯობებს გაბედულ ნაბიჯებს. სიყვარულში არ გააკეთოთ დაშვებები – თქვით პირდაპირ, რაც გაწუხებთ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ენერგია დღითიდღე გემატებათ, თუმცა შესაძლოა ზოგიერთი მიზანი დღეს მიუწვდომლად მოგეჩვენოთ – ნუ დანებდებით. ოჯახში დღის მეორე ნახევარი მეტად თბილი და სასიამოვნო იქნება. კარიერაში კი საჭიროა პრიორიტეტების სწორად დასახვა – ყველა საქმე ერთად ვერ გააკეთებთ. ფინანსურად დასტებია მოსალოდნელი. სიყვარულში – მეტი სიმარტივე და ნაკლები სტრატეგია დაგეხმარებათ გულთან მისასვლელად.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
მკვეთრი გონება და მშვიდი მოქმედება – თქვენი მთავარი კოზირია დღეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვს ყურადღებას, განსაკუთრებით ხერხემლის ან სახსრების კუთხით. ოჯახში კი შესაძლოა რთული საკითხი მოგვარდეს თქვენი ჩარევით. კარიერული წინსვლა შესამჩნევია – ფრთხილად მიჰყევით გეგმას. სიყვარულში გამოკვეთილი გრძნობები და უშუალო საუბარი სასურველ შედეგს მოგიტანთ.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
ენერგია შედარებით დაბალია – ეცადეთ დრო დაუთმოთ მარტო ყოფნას ან ბუნებაში გასეირნებას. ოჯახში მცირე გაუგებრობა შეიძლება მოუმწიფებელი თემიდან წამოვიდეს – ნუ გაამწვავებთ. სამსახურში იდეების წარდგენის დროა – შესაძლოა მოულოდნელად მოიპოვოთ ყურადღება. ბიზნესში ჯობია ინოვაციური მიდგომა, თუმცა ზედმეტად რადიკალურ იდეებს დღეს ნუ გაუშვებთ. სიყვარულში შანსია, რომ ძველი ურთიერთობა გაწუხებდეთ – გააანალიზეთ, რატომ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ფიზიკურად ძლიერი ხართ, მაგრამ ემოციური წონასწორობა დღემდე არ დგება – იპოვეთ თქვენთვის სანდო მორალური საყრდენი. ოჯახში შესაძლოა დაგჭირდეთ შუამავლის როლი კონფლიქტის დროს. კარიერაში მოულოდნელად გამოგეცხადოთ ახალი შეთავაზება – დაფიქრდით, ღირს თუ არა ამისთვის არსებული სტაბილურობის დათმობა. ბიზნესში იყავით პირდაპირი – დღეს ფარული გზები არ მუშაობს. სიყვარულში – გულწრფელობა გაძლიერებს კავშირს.

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way