USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 ივნისი?
Date:  3176

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი დღეა სამომავლო გეგმებისა და პრიორიტეტების შესადგენად. გირჩევთ წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ეს ჩანაფიქრის სწრაფად განხორციელებაში და საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებაში დაგეხმარებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და უახლოესი მიზნები ამის მიხედვით განსაზღვროთ. დროა ფინანსური შემოსავლის გაზრდაზე ან დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებაზე იზრუნოთ. დაფიქრდით, იქნებ ოჯახის წევრებს თქვენი ყურადღება აკლიათ. თუ ასეა, გირჩევთ საღამო ერთად გაატაროთ და საერთო გეგმები შეადგინოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეს დღე უახლოესი მომავლის ტენდენციებს აყალიბებს, ამიტომ ეცადეთ მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სარგებელს ან სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაო გრაფიკის მოწესრიგება კარიერულ წინსვლას გაგიადვილებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დროა ვალების დაბრუნებასა და პირობების შესრულებაზე იფიქროთ. მოერიდეთ დაპირისპირებას, მაგრამთუ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდით, კომპრომისული გამოსავალი უნდა ეძიოთ. ფიზიკურმა და ემოციურმა გადაღლამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მზად იყავით იმისთვის, რომ რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ნუ აჩქარდებით, ეცადეთ მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და მოსალოდნელი დადებითი თუ უარყოფითი შედეგი გათვალოთ. ამ დღეს მიღებული მიწვევა თუ საქმიანი შეთავაზება კარიერული მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ეტაპი იწყება, ამიტომ ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. ეცადეთ ფინანსური ვალდებულებები და საყვარელი ადამიანისთვის მიცემული პირობა დროულად შეასრულოთ. საღამო სასურველია მშვიდად, ოჯახურ წრეში გაატაროთ და სამომავლო გეგმები განიხილოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

შრომატევადი საქმეები, რომლებიც თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს, ჯობს სხვა დღისთვის გადადოთ. ამ დღეს სასურველია, რომ მხოლოდ მსუბუქი საყოფაცხოვრებო საქმეებით დაკავდეთ. მოერიდეთ ნაჩქარევ, ოჯახის წევრებთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ეცადეთ გათავისუფლდეთ დრომოჭმული აზრებისა და დამოკიდებულებებისგან, რომლებიც განვითარების საშუალებას გისპობთ

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს თქვენი ენერგია და შრომისმოყვარეობა გარშემო მყოფთა გაოცებას იწვევს. სწორედ ეს თვისებები დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვანი პროექტები დროულად დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა წინასწარი შედეგების შეჯამებისა და შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის. გამოცდილ ადამიანებთან ურთიერთობა ახალ იდეებს შთაგაგონებთ და თავდაჯერებას შეგმატებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ეცადეთ ინფორმაციულ ნაკადებში მხოლოდ თქვენთვის საჭირო და სასარგებლო აირჩიოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ ფაქტები გადაამოწმოთ. გაუფრთხილდით საკუთარ და თანამოსაუბრის დროს და ეცადეთ სათქმელი ლაკონიურად გადმოსცეთ. დროა დაასრულოთ ურთიერთობები, რომლებსაც ტკივილის და იმედგაცრუების გარდა, არაფერი მოაქვს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მძიმე და სტრესული დღისთვის უნდა მოემზადოთ. სავარაუდოდ, სამსახურში სერიოზული პრობლემების მოგვარება ან ახალი პროექტის დაწყება მოგიწევთ, ამიტომ ეცადეთ ღამე დროულად დაიძინოთ და მძიმე დღისთვის ძალები აღიდგინოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს დასვენების შესახებ უნდა დაივიწყოთ - დაგეგმილი საქმეების დასასრულებლად მთელი დღის განმავლობაში ძალიან აქტიური უნდა იყოთ. შესაძლოა რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებაც კი დაგჭირდეთ. მძიმე ფონის მიუხედავად, ამ დღეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გელით და რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს დასვენების შესახებ უნდა დაივიწყოთ - დაგეგმილი საქმეების დასასრულებლად მთელი დღის განმავლობაში ძალიან აქტიური უნდა იყოთ. შესაძლოა რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებაც კი დაგჭირდეთ. მძიმე ფონის მიუხედავად, ამ დღეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გელით და რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way