USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 ივნისი?
 878

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხანმოკლე შვებულების მოლოდინი განწყობას გაგიუმჯობესებთ და სასიამოვნო მოლოდინით აგავსებთ. მალე ნანატრ მოგზაურობაში გამგზავრებას შეძლებთ. ამჟამად მეტი მოძრაობა გჭირდებათ, ამიტომ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სასარგებლო იქნება.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მშვიდი დღეა. ერთადერთი, რაზეც უნდა იზრუნოთ, საღამოს საყვარელი ადამიანების ერთად შეკრებაა. თუ გყავთ მეგობრები, რომლებიც დიდი ხანი არ გინახავთ, ეცადეთ მათთან დაკავშირების შესაძლებლობა გამოიყენოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თუ გრძნობთ, რომ საკუთარ სურვილებში ვერ ერკვევით, დაელოდეთ, რომ ვარსკვლავები სწორ გზას გიჩვენებენ. თქვენმა გაურკვევლობამ შეიძლება საყვარელი ადამიანები გააღიზიანოს, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკუთარი პრობლემის შესახებ უამბოთ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანების რჩევით რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეს დღე კონკრეტულ სარგებელს არ მოიტანს - დაწყებული საქმის დასრულებას ვერ მოახერხებთ ან შედეგით უკმაყოფილო რჩებით. ამიტომ უმჯობესია აქტიურ მოქმედებებზე უარი თქვათ და გარე დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ. ამ გზით შეძლებთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და ეს დღე მინიმალური დანაკარგით დაასრულოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესაძლოა, კონფლიქტის შუაგულში აღმოჩნდეთ, თუმცა ეს სხვა ადამიანების კონფლიქტია. ვიღაც ეცდება, მხარედ გაქციოთ, მაგრამ უმჯობესია სხვისი პრობლემებისგან თავი შორს დაიჭიროთ და ნეიტრალური პოზიცია დაიკავოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს პროფესიულ და ინტელექტუალურ განვითარებას, დარეგისტრირდით კურსებზე, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობთ, ან საინტერესო წიგნი იყიდეთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას იგრძნობთ. თუ საშუალებას მისცემთ, ისინი რთული სიტუაციიდან გამოსვლაშიც დაგეხმარებიან და თქვენს წუხილსაც გაიზიარებენ. დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, ის ნამდვილად გჭირდებათ. ეს დღე ურთიერთგაგებისა და ურთიერთდახმარების ენერგიით არის სავსე.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თუ კარიერულ წინსვლაზე ფიქრობთ, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადასადგმელად შესანიშნავი დღეა - თქვენს ინიციატივას სიხარულით შეხვდებიან. იგივე ეხება ინტელექტუალურ სფეროში მომუშავე ადამიანებს. დღეს მათ ყველაზე ნაყოფიერი დღე ელით. საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება დღის მშვენიერი დასასრული იქნება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს მოულოდნელად მიხვდებით, რომ გარშემო ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ. ზოგი გარემოება გაიძულებთ საკუთარ შეხედულებებს და უახლოეს გეგმებს გადახედოთ. შესაძლოა, ახლა ამის დრო არ გაქვთ, მაგრამ მომავალში ამ მოვლენების სწორად შეფასებას შეძლებთ. ამ დღის დევიზია - ყველა ცვლილება უკეთესობისკენ არის მიმართული.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისა და ახალი მეგობრების პოვნისთვის. ეცადეთ, ამ საქმეში თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა გამოიყენოთ, მაგრამ ყურადღების მიპყრობას ზედმეტად ექსცენტრიკული მეთოდებით უნდა მოერიდოთ, რათა პოტენციური მეგობრები არ დააფრთხოთ. გირჩევთ მასაჟზე წასვლა დაგეგმოთ. ასეთი პროცედურები ენერგიის აღდგენაში ყველაზე უკეთ დაგეხმარებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. იგივე ეხება თქვენს ახლობლებს. ამ დღეს უმნიშვნელო გაციებაც კი იმსახურებს, რომ ექიმთან კონსულტაციაზე ჩაეწეროთ. ნუ მოგერიდებათ, რათა საკუთარ უნარებზე და მიღწევებზე საჯაროდ ისაუბროთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი პროექტები დაგეგმოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შეიძლება საყვარელმა ადამიანმა თქვენთვის მოცემული პირობა დაარღვიოს, მაგრამ ეს ღალატად არ უნდა აღიქვათ. ამ დღეებში ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელი იყო. ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეთ, რაშიც ბოლომდე დარწმუნებული ხართ. მოერიდეთ უცხო და ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, ამ დღეს ყველა სადავო საკითხი მოაგვაროთ და ოპონენტებთან კომპრომისს მიაღწიოთ. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებაში დაგეხმარებათ. საოჯახო ტექნიკას ფრთხილად მოეპყარით და ადვილად აალებად საგნებს მოერიდეთ.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати