USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 ივლისი?
თარიღი:  

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის უამრავი განსხვავებული ვარიანტი გაქვთ. გირჩევთ, ემოციები მოთოკოთ და წესიერების ფარგლებს არ გასცდეთ. ასევე, ნუ ეცდებით, ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას და ოპტიმიზმსაც ნუ დაკარგავთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება მოგებიანი ხელშეკრულების დადების საშუალებას მოგცემთ. თამამად იმოქმედეთ - კარიერული წინსვლის შანსი გექნებათ. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ცხოვრების სირთულეებს ნუ შეუშინდებით, რადგან ისინი თქვენს გასაძლიერებლად შეიქმნა. ახალ მოკავშირეებთან ერთად თქვენს ცხოვრებაში თავდაჯერება და ოპტიმიზმი შემოვა.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შეიძლება ახალ საქმეში დაბრკოლებები შეგექმნათ, მაგრამ ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. ნიჭისა და შემოქმედებითი აზროვნებისთვის აუცილებლად დაჯილდოვდებით. ნუ იჩქარებთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას, გირჩევთ დახმარება საყვარელ ადამიანებს სთხოვოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დროა, „შეჩვეულ ჭირზე“ უარი თქვათ და სიახლეებს კარი გაუღოთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი დაიწყოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეცადეთ, მეტი სიფხიზლე და ყურადღება გამოიჩინოთ - ეს დღე სტრესული სიტუაციებით სავსეა. კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ემოციები უნდა აკონტროლოთ, რადგან ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ბიზნესპარტნიორები ყურადღებით გაკვირდებიან, ამიტომ პრინციპულად უნდა იმოქმედოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გირჩევთ, ნებისმიერი ურთიერთობა, შემოქმედებითი აქტივობა ან შეხვედრები შეამციროთ. ამ დღეს მთელი ყურადღება მთავარ საკითხებზე უნდა გადაიტანოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. აჩქარებამ შეიძლება მუშაობაში შეცდომები და პრობლემები გამოიწვიოს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

გირჩევთ, მობილური ტელეფონი გამორთოთ და სახლის კომფორტით, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დასვენებით დატკბეთ. თავი მოაჩვენეთ, რომ სახლში არ ხართ და კარგად გაერთეთ. ბოლოს და ბოლოს, რთული კვირის შემდეგ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ცდუნების, მოტყუების და იმედგაცრუების შანსი ძალიან მაღალია. თუ სიფრთხილეს და წინდახედულობას გამოიჩენთ, შეიძლება დაგებულ მახეს თავი დააღწიოთ. სანამ ინფორმაციას არ შეამოწმებთ, ნაჩქარევი დასკვნის გამოტანას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თხის რქებო, შესაძლოა, კონფლიქტი თქვენ სასარგებლოდ არ გადაწყდეს და მაშინვე ახალი პრობლემები გამოიწვიოს. მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ და პრობლემებთან გამკლავებას შეძლებთ. გამორიცხული არ არის, თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად ძველი კოლეგები გამოჩნდნენ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ის, რაც აქამდე ბურუსით იყო მოცული, დღესავით ცხადი გახდება. ამ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ქმედებების მიზეზებს გაიგებთ. არსებობს იმის საფრთხე, რომ კოლეგებმა, რომლებიც თქვენი თავიდან მოცილებაზე ოცნებობენ, მახე დაგიგონ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

პლანეტების განლაგება არახელსაყრელ დღეს გპირდებათ. გამორიცხული არ არის პარტნიორების ღალატი, თუმცა გირჩევთ კომპრომისი მოძებნოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში შექმნილი პრობლემები დროულად მოაგვაროთ და ძველი წყენა დაივიწყოთ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის