USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 იანვარი?
дата:  271

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 იანვრისთვის:

ვერძი

ეს ურთიერთობების დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ახალი ნაცნობობა გააბათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლიდან გამოხვიდეთ, რომელიმე საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ, კაფეში დაჯდეთ ან უბრალოდ სტუმრად წახვიდეთ. მნიშვნელოვანი საუბარი გელით, რა დროსაც საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენთ.

კურო

ამ დღეს მოსაწყენი სამუშაოს კეთების ხასიათზე არ ხართ და თავში შორეული მგზავრობის ქარი გიქრით. ვარსკვლავები გირჩევენ, სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ და მომავალი შვებულება დაგეგმოთ, თუნდაც მანამდე დიდი დრო იყოს.

ტყუპები

თავს ყველაზე კარგად სახლიდან მოშორებით იგრძნობთ. განწყობილი არ ხართ, რომ სახლის კედლებში ან წყნარ ოფისში იმუშაოთ. პირიქით, რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება გჭირდებათ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ ინერტულობას მოერიოთ და სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. მაგალითად, დღეს მოაწყვეთ პატარა მეგობრული წვეულება კაფეში, ბუნებაში გაისეირნეთ, კინოში წადით. გარდა იმისა, რომ დროს სასიამოვნოდ გაატარებთ, საინტერესო ადამიანსაც გაიცნობთ. დროა, მოსაწყენი დღეები გაიფერადოთ - გახსოვდეთ, რომ დღე მაღვიძარათი არ იწყება და ტელევიზორით არ მთავრდება.

ლომი

სავარაუდოდ, თქვენს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს გამოცდა ელის. ეს როგორც კოლეგებთან, ისე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას ეხება. კონფლიქტური სიტუაციებიდან თავის დასაძვრენად მთელი დიპლომატიური შესაძლებლობების გამოვლენა მოგიწევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ყველაზე მეტად სხვების გაკრიტიკებას მოერიდოთ. დღეს ამის გაკეთება კატეგორიულად აკრძალულია.

ქალწული

ეცადეთ, ყურადღებით მოუსმინოთ რას ამბობენ თქვენ ირგვლივ. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც საინტერესო ინფორმაცია ან ღირებული იდეა მოისმინოთ. გარდა ამისა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რჩევები არ უნდა უგულებელყოთ და შეთავაზებულ დახმარებაზე უარი არ უნდა თქვათ. დღეს თქვენს წარმატებას სწორედ გარშემომყოფთა დახმარება სჭირდება.

სასწორი

სავარაუდოდ, რაღაცის მიმართ შემოქმედებით ინტერესს იგრძნობთ და საკუთარ ემოციებს სხვებსაც გადასდებთ. მოსალოდნელია ახალი ჰობი ან რომანტიკული ნაცნობობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი უზომო ცნობისმოყვარეობაა, რომელიც საკუთარი ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეუძლებლის გაკეთებას გაიძულებთ.

მორიელი

ვარსკვლავები სწავლასა და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. იდეების განხორციელებისთვის არახელსაყრელი დღეა, თუმცა იდეების გენერირებისთვის - იდეალური! თქვენს იდეებს წარმატების დიდი შანსი აქვთ, ასე რომ, ქაღალდი და კალამი ძილშიც კი არ უნდა მოიცილოთ - რა იცით, ბრწყინვალე იდეა როდის მოგივათ თავში?

მშვილდოსანი

დღეს თქვენთვის ერთ ადგილზე ჯდომა კატეგორიულად აკრძალულია! ცხოვრება თქვენგან ახალ ემოციებს, შთაბეჭდილებებს და მეტ ადრენალინს ითხოვს! ფიტნესი, შოპინგი, დილის გარბენი, ახალი ნაცნობობა თქვენთვის უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთავარია სიტუაციაზე და საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ.

თხის რქა

ამ დღეს შესაძლოა გარშემო მყოფებთან უთანხმოება მოგიხდეთ. საერთო ენის პოვნა მეგობრებთან და ნათესავებთანაც კი გიჭირთ და მიზეზი თქვენი კატეგორიულობაა. იქნებ მთელი დღის უსარგებლო დავაში გატარებას და „კუნთების დატოლებას“ ჯობს, კომპრომისი იპოვოთ და ცხოვრება გააგრძელოთ?

მერწყული

ოცნებები ყურადღებას გიფანტავთ და მნიშვნელოვანი საკითხებიდან სხვა მიმართულებით გადააქვს, რაც სწორი არჩევანის გაკეთებას ართულებს. ეს შეიძლება თქვენს სამსახურს, პირად ცხოვრებას და მომავალს თანაბრად შეეხოს. ეცადეთ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ყურადღებით აწონ-დაწონოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებული არჩევანის წესი მარტივია - გული იმას გიკარნახებთ, რა უნდა გააკეთოთ, გონება კი იმას, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება.

თევზები

ამ დღეს თქვენი სურვილები და რეალობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ აჩქარდეთ - სავარაუდოდ, თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება არასწორი იქნება. სწორი გადაწყვეტილება გულმაც და გონებამაც უნდა მიიღოს. თუ ასე არ არის, სხვა გადაწყვეტილება უნდა მოძებნოთ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати