USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 დეკემბერი?!
дата:  2672

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მთელი კვირის მანძილზე დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. თუ შესაძლებელია, ეს დღე სახლში გაატარეთ, ოჯახის წევრებს ესაუბრეთ და პირადი საკითხები მოაწესრიგეთ. ეს ენერგიით აგავსებთ და თავს უკეთ გაგრძნობინებთ. ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ. სასურველია საკუთარი პრობლემების შესახებ ახლობელ ადამიანებს ზოგჯერ მაინც უამბოთ ხოლმე.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. პრობლემები გვერდს აგივლით და ნებისმიერი საქმე სწრაფად და წარმატებით მოგვარდება. თქვენი თვითშეფასება მაღალ დონეზეა, რაც ყველაზე დახლართულ საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ადამიანს, რომელმაც დიდი ხნის წინ ხელი გაგიმართათ, ახლა თქვენი დახმარება სჭირდება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თუ შესაძლებელია, საქმეები და შეხვედრები ერთი დღით გადადეთ და ეს დღე საკუთარ თავს მიუძღვენით. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან მცირდება, ამიტომ დასვენება გჭირდებათ. ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრას და სიურპრიზს გპირდებიან, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იმუნიტეტი დაგიქვეითდეთ და რამდენიმე კვირა ლოგინში გაატაროთ. მშვენიერი დღეა საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრისთვის და საერთო პრობლემების განხილვისთვის.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ, სამსახურში არ გადაიღალოთ. მოუსმინეთ საკუთარ სხეულს, დაისვენეთ და მარტივ და სასიამოვნო საქმეებზე გადაერთეთ. კარგი იქნება, თუ ფინანსურ საკითხებში გათვითცნობიერებულ ადამიანებთან თქვენთვის საინტერესო თემებზე ესაუბრეთ და რჩევას ჰკითხავთ. არსებობს ფულის გამომუშავების შესაძლებლობა და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ - თავი შეიკავეთ გულახდილობისგან და საკუთარ გეგმებზე არ უამბოთ. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანებთან მეტ დროს გაატარებთ, მომავალზე ისაუბრებთ და გამოცდილებას გაუზიარებთ. უარს ნუ იტყვით შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ჯანსაღი ამბიციებით ხართ სავსე და თქვენი სურვილია, იყოთ ლიდერი და არა შემსრულებელი. გარშემომყოფებს ამასთან შეგუება მოუწევთ. ისინი, ნებით თუ უნებლიეთ, ყველაფერში მხარს დაგიჭერენ, მაგრამ გირჩევნიათ, დღეს მარტომ იმოქმედოთ და ყველა წვრილმანი თავად შეამოწმოთ - ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი საკითხის სწრაფად მოგვარებას შეძლებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

წარსულის ზოგმა შეცდომამ შესაძლოა თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს და მათი გამოსწორება მოგიწევთ. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესი იქნება. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს შეიძლება, ბონუსის ან დამატებითი შემოსავლის წყალობით, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ვიღაცამ ძველი ვალი დაგიბრუნოთ, რომელიც უკვე დაგავიწყდათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ. მარტოხელა მშვილდოსნებს მალე თავბრუდამხვევი რომანტიკული ისტორიები ელით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ჰოროსკოპის ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ. ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. ნებისმიერი ურთიერთობა სასარგებლო და სასიამოვნო იქნება. უამრავ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. ყოველდღიურმა პრობლემებმა შეიძლება საყვარელ ადამიანებთან თქვენი ურთიერთობა დაძაბოს. ეცადეთ, ემოციური ზეწოლისგან თავი შეიკავოთ და კომპრომისი მოძებნოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს გარშემო მყოფებისთვის რჩევის მიცემაზე თავი შეიკავეთ. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ჭკუას ასწავლით და კონფლიქტში ჩაგითრიოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ და საკუთარი შეხედულებები გაუზიაროთ. დღის განმავლობაში უსიამოვნო სიურპრიზებისგან თქვენი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია დაგიცავთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

შესაძლოა, ამ დღეს ისეთი სიახლე გაიგოთ, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. ეცადეთ, სახლში მეტი დრო გაატაროთ და ოჯახის წევრებთან საახალწლო გეგმები განიხილოთ. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати