USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 აპრილი?
дата:  892

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის:

ვერძი

ეცადეთ, ეს დღე ღია ცის ქვეშ, აქტიურად და მხიარულად გაატაროთ. სასურველია, დიდი ხნის უნახავ მეგობარს ესტუმროთ ან კინოში, საინტერესო ფილმი ნახოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ მთავარია შაბათ-კვირას სახლში არ დარჩეთ და რამე სასარგებლო და საინტერესო აკეთოთ.

კურო

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატება გელით, ამიტომ გირჩევთ მომენტით ისარგებლეთ და დაასრულეთ საქმე, რომელსაც დიდი ხანია, აჭიანურებთ. ამ დღეს გადაღლა საზიანოა, ამიტომ ხშირად შეისვენეთ და თუ შესაძლებელია, ადრე დაიძინეთ.

ტყუპები

მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბევრი საქმე დაგიგროვდათ და შაბათ-კვირას სხვა სახის სამუშაოც უნდა დაასრულოთ, ზედმეტად ნუ გადაიღლებით. გირჩევთ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე აირჩიოთ და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანოთ. კარგად დაგეგმილი მუშაობით ამ დღეს ბევრის გაკეთებას შეძლებთ. ეცადეთ საღამოს დასვენებისთვის დრო გამონახოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ სამსახურებრივი პრობლემებისგან გათავისუფლდეთ და საყვარელ ადამიანებთან გატარებული დროით ისიამოვნოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად სასიამოვნო განწყობა და დადებითი ენერგიით დამუხტვა გჭირდებათ. სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა შთაგონებით აგავსებთ.

ლომი

გირჩევთ საკუთარი პრობლემებისა და უსიამოვნებების შესახებ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს უამბოთ. ამ საკითხების განხილვისას შეიძლება საინტერესო იდეა დაიბადოს, რომელიც ყველა პრობლემას მოგიგვარებთ. გახსოვდეთ, რომ ზღვარგადასული ემოციურობა შეიძლება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს.

ქალწული

ზღვარგადასული ემოციები ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს გიშლით. ეცადეთ, დამშვიდდეთ და ურთიერთობისთვისაც მშვიდი და პოზიტიური ადამიანები შეარჩიოთ, რომლებსაც შეუძლიათ შეცდომებზე მიგითითონ და მათი გამოსწორების გზები გასწავლონ. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომლის კეთებაც არ მოგწონთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.

სასწორი

იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, მომავალში უამრავი პრობლემისგან გაგათავისუფლებთ, ამიტომ დაიმახსოვრეთ ან სადმე ჩაიწერეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ოთხ კედელში ჯდომის ნაცვლად საყვარელ ადამიანებთან ერთად, ბუნებაში ან მხიარულ წვეულებაზე გაატაროთ და გაერთოთ.

მორიელი

პოზიტიური განწყობა და ენერგიულობა საშუალებას მოგცემთ, დაგროვილ საქმეებს გაუმკლავდეთ, საყოფაცხოვრებო საკითხები მოაგვაროთ და მძიმე კვირის შემდეგ კარგად დაისვენოთ. ყურადღებით იყავით - ახლობელმა ადამიანმა შეიძლება ძველი პრობლემის მოგვარების საინტერესო გზა შემოგთავაზოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საინტერესო შეხვედრები და ახალი ნაცნობობა გელით. მთავარია, სახლში არ დარჩეთ და დრო საინტერესოდ გაატაროთ. ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებს ეწვიოთ, ახალ ადამიანებს დაუკავშირდეთ და საკუთარი ჰობისთვის დრო გამონახოთ. ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა საშუალებას მოგცემთ, რაღაც ახალი და განსაკუთრებული შექმნათ. გირჩევთ, პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ და საყვარელი ადამიანი გააოცოთ.

თხის რქა

მრავალმხრივი ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან საინტერესო იდეა მოისმინოთ. ასევე შეიძლება პასუხი მიიღოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ეცადეთ, ოჯახს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ და დიდი ხნის უნახავ ახლობლებს ეწვიოთ.

მერწყული

დღეს თანამოაზრეების ან კოლეგებისგან ძალიან საინტერესო იდეას მოისმენთ, რომელსაც მოგვიანებით თქვენთვის სასარგებლოდ განახორციელებთ. გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის. მოიფიქრეთ საქმე, რომელსაც ერთად გაკეთებთ ან ერთად მოგზაურობა დაგეგმეთ. ოჯახურ წრეში დროის სასიამოვნო გატარება ენერგიით და ოპტიმიზმით აგავსებთ და მუშაობაში დაგეხმარებათ/

თევზები

მშვიდი სამუშაო დღეა. მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებას ან ადრე დაწყებული საქმის დასრულებას უჩვეულოდ ადვილად და სწრაფად შეძლებთ. ეცადეთ, პარტნიორს მეტი ყურადღება მიაქციოთ და საკუთარი გრძნობები უფრო კარგად დაანახოთ. თვითანალიზი საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შეცდომების მიზეზი გაარკვიოთ. გამორიცხული არ არის, რომ ზოგი ადამიანის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати