USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 7 თებერვალი?
თარიღი:  3016

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

პრობლემების მიუხედავად, ამ დღეს უკან არ უნდა დაიხიოთ. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ვარსკვლავები გირჩევენ, ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ. თუ სიტუაციას სხვა მხრიდან შეხედავთ, შეიძლება უამრავი შეცდომა აღმოაჩინოთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

რთული და საინტერესო დღეა. უამრავი საინტერესო შეხვედრა გელით და დიდი რაოდენობის ინფორმაციის შესწავლა მოგიწევთ. გირჩევთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და დებატებში არ დანებდეთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ ემოციები თქვენში არ უნდა დააგროვოთ - ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეცადეთ, ყველაფერი თავად აკეთოთ და კოლეგებს დახმარება არ სთხოვოთ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და განწყობას გიფუჭებთ. გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და გამოსავალი იპოვოთ. აჩქარება პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ბოლო დროს მეტისმეტად ბევრი საქმე და პასუხისმგებლობა დაგემატათ. სანამ გადაღლა ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანთ, გირჩევთ, ხელმძღვანელობას დაელაპარაკოთ და პასუხისმგებლობის ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ. წარსულის ზოგი პრობლემა თავს შეგახსენებთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწევთ. შესაფერისი დღეა ძველი და რთული საქმის დასრულებისთვის.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

რთული და დაძაბული დღეა, როცა პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. დროა, ხელმძღვანელობასთან ერთად, თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. დღის მეორე ნახევარში ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ხელსაყრელი დღეა წვრილმანი საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც დაგიგროვდათ. დღის უდიდესი ნაწილი მოსაწყენი სამუშაოს შესრულებაზე დაიხარჯება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. თუკი გარშემო მყოფები ყურადღებას გიფანტავენ, კარგი იქნება, შეძლებისდაგვარად, განმარტოებით იმუშაოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღევანდელი მუშაობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. თქვენი შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მიუხედავად, სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას ვერ შეძლებთ, მაგრამ ამაზე არ ინერვიულოთ. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ და აუჩქარებლად იმოქმედოთ. ეცადეთ საკუთარი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 7 თებერვლის საღამო სახლის მყუდრო გარემოში გაატაროთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

გინდათ თუ არა, შექმნილ ვითარებასთან შეგუება, კომპრომისების ძიება და ოპონენტების პირობების მიღება მოგიწევთ. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ - კარგად დაფიქრდით, რათა შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოტოვოთ. გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერით, სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ. ეცადეთ, ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ. ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ - შეიძლება შემოსავალმა ხარჯები ვერ დაფაროს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დროა, ადრე მიცემული დაპირების შესრულებაზე იზრუნოთ. თუ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს მაქსიმალურად ეცადეთ, ყურადღება პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილოთ და მეორეხარისხოვან დავალებებზე დრო არ დაკარგოთ. შეამოწმეთ ყველა მიღებული ინფორმაცია - არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა შეიძლება თქვენი უყურადღებობით ისარგებლოს და თქვენი დაზარალება სცადოს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დიდი პროექტების დაწყებას მოერიდოთ, სანამ წარსულის შეცდომის კვალს საბოლოოდ არ გააქრობთ. ეცადეთ საღამო აქტიურად და მხიარულად გაატაროთ. ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ ძალიან საინტერესო ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

თბილისი
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.