USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 7 ნოემბერი?
дата:  3649

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. პიროვნული მომხიბვლელობა საჭირო ადამიანების გაცნობასა და მათთან ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ საღამო სახლის გარეთ, ხალხმრავალ ადგილზე გაატაროთ და გაერთოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ შესაძლებელია, საქმიანი აქტიურობა შეამცირეთ და ცოტა დაისვენეთ. ეს დაგეხმარებათ, პრობლემებს სხვა კუთხით შეხედოთ და შემდეგ დღეებში თქვენი შრომის ნაყოფიერება გაზარდოთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე ნერვებს და დროს არ დახარჯავთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

საბრძოლო განწყობის დამსახურებით, ამ დღეს ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაუმკლავდებით. შედეგის მისაღწევად ძალას არ იშურებთ, მაგრამ გარემოებები თქვენ წინააღმდეგაა. ნუ ინერვიულებთ, თუკი გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სამაგიეროდ, საღამოს რაღაც საკითხში ძალიან გაგიმართლებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თქვენი ოცნებები ნელ-ნელა სრულდება. დღის პირველი ნახევარი, საღამოსთან შედარებით, გაცილებით წარმატებული იქნება. თუმცა, სერიოზული საკითხების მოგვარება, უმჯობესია, მომავალი დღეებისთვის გადადოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ჰოროსკოპი გირჩევთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ - სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯი გელით. დილიდან უმიზეზო შფოთვას გრძნობთ, ამიტომ გირჩევთ, აქტიურობა შეამციროთ და ცოტა დაისვენოთ. საყვარელ ადამიანებთან საუბარი, საკუთარი გრძნობების და განცდების გაზიარება სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეცადეთ, ახალი პროექტის დაწყებამდე ძველი ვალდებულებები შეასრულოთ, რათა ყურადღება არ გაგეფანტოთ და მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირება შეძლოთ. ამ დღეს მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ და საერთოდაც - ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც სხვები გეტყვიან.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ჰოროსკოპის ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ. ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. დრო საქმისთვისაც გექნებათ, დასვენებისთვისაც და მეგობრების დახმარებასაც შეძლებთ. დღის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, უსიამოვნო მოულოდნელობისგან კი შინაგანი წინდახედულობა გიხსნით. თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს შეიძლება ვიღაც განსაკუთრებული ადამიანი გაიცნოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

საკითხები, რომლებიც ცოტა ხნის წინ განიხილეთ, ისევ აქტუალური იქნება და მათთან დაბრუნება მოგიწევთ. ნერვიულობა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სტრესისგან გაგათავისუფლებთ. ბედმა შეიძლება საქმეში წინსვლისთვის შესანიშნავი შანსი მოგცეთ. ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ, თორემ დიდხანს ინანებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება. თუ პრობლემას სტანდარტული მეთოდებით ვერ აგვარებთ, შემოქმედებითი მიდგომა დაიხმარეთ და ოპტიმისტური განწყობაც შეინარჩუნეთ. შეგიძლიათ, რთულ დროს დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ. ახლობელი ადამიანების გარემოცვაში დასვენება თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მომგებიანი შესაძლებლობა, რომელსაც ეს დღე გთავაზობთ, ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თუ ძალებს სწორად გაანაწილებთ, ზოგი თქვენი ჩანაფიქრი შეიძლება ასრულდეს. ეცადეთ, ძველი, დაუსრულებელი საქმეები დროულად დაასრულოთ და მომავლის გეგმები დასახოთ. თუ ცხოვრების მეგზური არ გყავთ, შეიძლება გრძნობა ისე მოულოდნელად გეწვიოთ, რომ დიდხანს ვერ გააცნობიეროთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ემოციურად რთული დღეა. დილიდან შინაგან შფოთვას და ნერვიულობას განიცდით. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ, ასევე ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელიც სიზუსტეს და ყურადღებას მოითხოვს. ენდეთ თქვენს ინტუიციას - ის განიშნებთ, მოულოდნელ სიტუაციებში როგორ უნდა იმოქმედოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს პლანეტების კეთილგანწყობა და ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ვერც ერთი გაუთვალისწინებელი გარემოება გზიდან ვერ აგაცდენთ და საქმის ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. მთავარია, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და უფრო რეალურად იაზროვნოთ.

 

мир
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати