USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 7 ივნისი?
თარიღი:  6457

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

კარგი იქნება თუ უმნიშვნელო პრობლემებიდან ყურადღებას ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გადაიტანთ და უიმედო პროექტებზე დროს არ დაკარგავთ. გირჩევთ, პრობლემას შემოქმედებითად მიუდგეთ და ფანტაზია „ჩართოთ“. თუ გსურთ, რომ შრომისუნარიანობა შეინარჩუნოთ, არ უნდა გადაიღალოთ. დღის მეორე ნახევარში დიდი შესყიდვების გაკეთება შეგიძლიათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ სადმე მიგიწვიეს, აუცილებლად დათანხმდით. საინტერესო ადამიანების გაცნობა და უჩვეულო ადგილების მონახულება სასარგებლო იქნება და ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. სავარაუდოდ, იაფფასიან, მაგრამ ძალიან აუცილებელ ნივთს შეიძენთ და საკუთარ თავს სასიამოვნო საჩუქრით გაანებივრებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თუ შესაძლებელია, მოსაწყენი ან უსიამოვნო საქმეების კეთება სხვა დღეს გადაიტანეთ, ამ დღეს კი მხოლოდ საყვარელი და სასიამოვნო საქმეები უნდა აკეთოთ. ხელსაყრელი დღეა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უსაქმოდ ყოფნის პერიოდი არ უნდა გაგიგრძელდეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ კარგი განწყობა და ადამიანების მიმართ მეგობრული დამოკიდებულება მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ. ბევრი შეხვედრა გელით, მათ შორის სახლშიც. გირჩევთ თქვენი გეგმები ან ახალი იდეები გამოცდილ კოლეგებს გაუზიაროთ. მათი რჩევები დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ხალისიანი განწყობა და პიროვნული ხიბლი საჭირო ადამიანების გაცნობასა და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი გაღიზიანებთ, ეცადეთ, ადამიანების მიმართ კეთილი და თავაზიანი იყოთ. თუ კომპრომისის პოვნა შეძელით და ვითარების გამწვავება თავიდან აიცილეთ, ყველაფერს მიიღებთ, რაც გსურთ. გირჩევთ, პარტნიორს უფრო მეტად ენდოთ და საყოფაცხოვრებო თუ პირადი პრობლემების მოგვარების საშუალება მისცეთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ურთიერთიბების თვალსაზრისით რთული და დაძაბული დღეა. ოპონენტებს კომპრომისული გამოსავლის პოვნა არ სურთ და ცდილობენ, თავიანთი შეხედულებები თავზე მოგახვიოთ. ამიტომ, უმჯობესია კონტაქტები შეზღუდოთ და ინდივიდუალურად იმუშაოთ. ეცადეთ, საკუთარ ურთიერთობებში გაერკვეთ და თავიდან მოიცილოთ ის, რაც განვითარების საშუალებას არ გაძლევთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს საერთო ენის პოვნა საყვარელ ადამიანებთანაც კი გიჭირთ. ემოციებით სავსე ხართ, ამიტომ შეიძლება უწყინარი კამათი კონფლიქტად გადააქციოთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და ქმედებები აკონტროლოთ, რათა უდანაშაულო ადამიანს გული არ ატკინოთ. ეს დღე ხელსაყრელია წარსულის შეცდომების გამოსწორების ან ადრე დაწყებული საქმეების დასრულებისთვის.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ზედმეტმა აქტივობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ნუ გადაიღლებით, ეცადეთ, მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი იპოვოთ. თუ შესაძლებელია, ახალი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადეთ - ახლა თქვენი ენთუზიაზმი შეიძლება სწრაფად გაქრეს და საქმე შუა გზაზე მიატოვოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

იმის მიუხედავად, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გიჭირთ, მათ სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა, თანამოსაუბრე ზედმეტი პირდაპირობით შეურაცხყოთ ან შემთხვევით რაიმე საიდუმლო გაამჟღავნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანთან სამომავლო გეგმები შეათანხმოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ბედისწერის მინიშნებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ და ისინი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. მოულოდნელმა გარემოებებმა და ახალმა ფაქტებმა შეიძლება მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი გაგცეთ. ეცადეთ, მომხდარის გამო არ ინერვიულოთ და პრობლემებს ფილოსოფიურად შეხედოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შეთავაზებამ, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, შეიძლება კარგი შემოსავალი მოგიტანოთ ან კარიერული მდგომარეობა გაგიუმჯობესოთ. ამ შეთავაზებაზე უარი არ უნდა თქვათ, თუნდაც ერთი შეხედვით საეჭვოდ მოგეჩვენოთ. საყვარელი ადამიანის ან კოლეგების მხარდაჭერა პრობლემების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გონივრული სტრატეგია და საგულდაგულოდ შემუშავებული გეგმა ამ დღის ამოცანებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება მძიმე შეცდომა გამოიწვიოს, ამიტომ ნუ იჩქარებთ და ეცდებით იმაზე მეტი გააკეთოთ, ვიდრე შეგიძლიათ. ახლობლებს თქვენი რჩევა სჭირდებათ და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის