USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 7 დეკემბერი?!
Date:  1606

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე ხელსაყრელია საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად და ინტერიერის შესაცვლელად. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება ან საერთო გეგმების განხილვა სასარგებლო იქნება. საშუალება გექნებათ, ახალი წარმატებული შესაძლებლობებით ისარგებლოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

კუროსთვის დღის პირველი ნახევარი დაძაბული და არც თუ ისე წარმატებული იქნება. სავარაუდოდ, მოულოდნელი პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში ვითარება გაუმჯობესდება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. ამ დღეს დებატების დროს, ზეწოლის ნაცვლად, კომპრომისების პოვნა ჯობს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. დაწყებული საქმეები დროულად დასრულდება და პრობლემები თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ვარსკვლავები გირჩევენ, სხვების დაპირებებს არ დაუჯეროთ და მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. ადამიანების დარწმუნების უნარი ამ დღეს მოლაპარაკებებში დაგეხმარებათ და სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ყველაზე მეტად ახლობელი ადამიანების კრიტიკას და შენიშვნების მიცემას უნდა მოერიდოთ. შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა გააფუჭოთ. ეცადეთ, ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედოთ.ნუ აკეთებთ ერთდროულად ათ საქმეს, ერთი მნიშვნელოვანი აირჩიეთ და ეცადეთ დაასრულოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ნურაფერს დაგეგმავთ - მოვლენები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ გამუდმებით ახალ გარემოებებთან შეგუება გიწევთ. შესაძლოა, თქვენი იდეები სათანადოდ ვერ დააფასონ და თქვენი ჩანაფიქრი არასწორად გაიგონ. დღის პირველ ნახევარში საშუალება გექნებათ, რომ შემოსავალი გაზარდოთ და მოგებიანი გარიგება დადოთ. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გეგმას მიჰყევით და წესები დაიცავით. ამ რთული და მძიმე სამუშაოსთვის უნდა მოემზადოთ - დილიდან მოულოდნელი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. გირჩევთ საკუთარ გეგმებზე ოჯახის წევრებს უამბოთ და მათ რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღება - ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს შესაძლოა, გაუგებრობები და დაძაბულობაც კი წარმოიშვას, თუმცა ხვალ ეს აღარავის ემახსოვრება. აჩქარებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს, ამიტომ გონივრულად იმოქმედეთ და თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები შეძლებისდაგვარად აკონტროლეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სასარგებლო და სასიამოვნო იქნება. სავარაუდოდ, საინტერესო ადამიანს შეხვდებით და გააბამთ ურთიერთობას, რომელიც ძლიერ მეგობრობაში გადაიზრდება. რთული საქმეების ნუ შეგეშინდებათ - იღბალი თქვენს მხარეზეა. შესაძლოა, ამ დღეს საერთო ენა მათთანაც კი იპოვოთ, ვისთანაც ვერასოდეს თანხმდებოდით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს მცირე ძალისხმევით შეიძლება უდიდეს წარმატებას მიაღწიოთ. შრომისმოყვარე და მონდომებული ადამიანი ხართ, რაც დაგეხმარებათ, შესანიშნავი შედეგი მიიღოთ იქ, სადაც ვერც კი წარმოგედგინათ. პირად ცხოვრებაში სიტუაციას სწორად აფასებთ, კარგად გესმით რა გსურთ და იცით, სასურველს როგორ მიაღწიოთ. შორეული ნათესავებისგან მიიღებთ ცნობას, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს შეგიძლიათ შესრულებული სამუშაოს შედეგები შეაჯამოთ და შეისვენოთ. წინ საინტერესო შეთავაზებები და ახალი ამოცანები გელით, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზე აისახება. ოპონენტებთან ურთიერთობისას ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, ნუ ახდენთ ზეწოლას მოწინააღმდეგეებზე და პატივი ეცით მათ თვალსაზრისს.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

რთულ საქმეებს ნუ დაგეგმავთ - დაღლილობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ ამ დღის ამოცანებს გაუმკლავდეთ და საკუთარი მოვალეობები შეასრულოთ. ნებისმიერი ნაცნობობა, რომელიც ამ დღეს დაიწყება, დიდხანს გაგრძელდება. შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდით, მაგრამ უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

შეეცადეთ საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ, გულწრფელად ისაუბროთ და გამოცდილება გაუზიაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სხვის საქმეებში ჩარევას მოერიდოთ და თუ არ გთხოვენ, რჩევებიც არავის მისცეთ. თქვენი სურვილი - ადამიანებს დაეხმაროთ, შეიძლება ვიღაცამ არასწორად გაიგოს. ეცადეთ, პირადი პრობლემები დროულად მოაგვაროთ, რომ სამომავლოდ პრობლემები არ შეიქმნათ.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way