USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 7 აგვისტო?
дата:  

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დროა, ბიზნესპარტნიორთან ერთად ფინანსური საკითხები განიხილოთ და ფულის დაზოგვის გზა იპოვოთ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ - ჯერჯერობით მოქმედების დრო არ დამდგარა.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ახლად გაცნობილ ადამიანთან დისკუსიამ შეიძლება საინტერესო იდეა გიკარნახოთ და ემოციურად დაგმუხტოთ, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. ფრთხილად იყავით და არავის მისცეთ თქვენი პირადი საზღვრების დარღვევის უფლება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სამუშაო გაქვთ, არ უნდა აჩქარდეთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება საბედისწერო შეცდომა გამოიწვიოს. როდესაც საქმე სერიოზულ ურთიერთობებს ეხება, ვინმეს ზედმეტად გაიდეალებას უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს თავში მხოლოდ სიყვარული და რომანტიკა გიტრიალებთ, ამიტომ შეიძლება ჰორიზონტზე ძველი სიყვარული გამოჩნდეს. ეცადეთ, ამას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოთ და რაც მთავარია, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მშობელთან ან ოჯახის სხვა წევრთან გულწრფელმა საუბარმა შეიძლება თქვენს შორის არსებული გაუგებრობა გააქროს. დროა, პირადი საცხოვრებელი ფართის ორგანიზებაზე იფიქროთ. იმედგაცრუებული ხართ? შეეგუეთ, რომ სიყვარულში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მთელ დღეს ფიქრში გაატარებთ. კითხვებზე პასუხებს აუცილებლად მიიღებთ, მაგრამ ცოტა უნდა დაიცადოთ. ნუ დაუთმობთ საკუთარ დროს და ენერგიას ადამიანს, რომელიც თქვენთვის ყოველთვის მიუწვდომელია. ყურადღება იმაზე გადაიტანეთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს მთელი ყურადღება ფინანსური ოპერაციებისკენ გაქვთ გადატანილი, რადგან ფული, რომელსაც ასე დიდი ხანი ელოდით, შეიძლება ბოლოს და ბოლოს მიიღოთ. მოიფიქრეთ როგორ მართოთ თქვენი ფული საუკეთესოდ. არახელსაყრელი დღეა დიდი პროექტების დასაწყებად.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

როცა გულწრფელად ლაპარაკობთ, ყველა გისმენთ. ეცადეთ ემოციები არ დამალოთ და ადამიანს ის უთხრათ, რასაც მის მიმართ გრძნობთ. თუ თქვენი პირადი ცხოვრება ისე არ ვითარდება, როგორც გსურთ, ეს სამყაროზე გაბრაზების უფლებას არ გაძლევთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

გრძნობთ, საკუთარ გრძნობებში „გაიჭედეთ“, რამაც შეიძლება წარსულის გადაფასება გაიძულოთ და უიმედობა გაგრძნობინოთ. ცდებით, საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც გგონიათ და ამაში უახლოეს დღეებში დარწმუნდებით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ძველ მეგობართან შეხვედრა და საუბარი სწორედ ისაა, რაც ამ დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. ძველმა ნაცნობმა შეიძლება საინტერესო წინადადებით მოგმართოთ. სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, დარწმუნდით, რომ ყველა ფაქტი ხელში გაქვთ და უტყუარ ინფორმაციას ფლობთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

როდესაც საქმე თქვენს კარიერას და მიღწევებს ეხება, ეცადეთ, ზედმეტად ბევრი არ იფიქროთ იმაზე, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. ეცადეთ მთელი ენერგია იმისკენ მიმართოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. სხვებისგან მოწონებას და დადასტურებას ნუ ელით - გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი მისაღებია.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს მთელი ყურადღება რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე გაქვთ გადატანილი, სავარაუდოდ ოცნებაზე, განხორციელებასაც ცდილობთ. შესაძლოა თქვენგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ეცადეთ თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები ძალიან დიდხანს გაგყვებათ.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати