USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 6 მაისი?
дата:  6754

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის შესაფერისი დღეა. გირჩევთ ცოტა ხნით სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები დაივიწყოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ეცადეთ, უსიამოვნო და აგრესიულ ადამიანებთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამციროთ და მეგობრებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ეს ენერგიის აღდგენასა და სამუშაო კვირისთვის მზადებაში დაგეხმარებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. იმაზე მეტს ნურავის დაჰპირდებით, ვიდრე შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ გადაღლა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ, რომ ამ დღეს წარმოქმნილი ყველა პრობლემა დამოუკიდებლად, სხვებთან კონსულტაციის გარეშე მოაგვაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გადაწყვეტილება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, თქვენს ცხოვრებასა და სამსახურზე აისახება. გირჩევთ მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ და საკუთარი შეხედულებები ნებისმიერ ფასად დაიცვათ, თუმცა ოპონენტის სიმართლის აღიარებაც უნდა შეძლოთ. სიჯიუტე და პრინციპულობა ერთი და იგივე არაა.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღის მოვლენები გაიძულებთ, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ან კონკრეტული სიტუაცია სხვაგვარად შეაფასოთ, ამა თუ იმ საგანზე შეხედულება შეცვალოთ და პრიორიტეტებს გადახედოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი მიზნები დაისახოთ და ახალ სპეციალობას დაეუფლოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ნებისმიერ საკითხზე მუშაობისას, ეცადეთ მოსალოდნელი შედეგები წინასწარ გათვალოთ. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს შეცდომის ან უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრის რისკი. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას, სიფრთხილე დაიცავით და გულწრფელობას მოერიდეთ - ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის თქვენს გამოყენებას ეცდება.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა შეიძლება ძალიან ადვილი და სასარგებლო იყოს. მოლაპარაკების გზით შეგიძლიათ სასურველი სწრაფად მიიღოთ ან თანამოსაუბრე თქვენს მხარდამჭერად აქციოთ. უცნობ ადამიანს დახმარების თხოვნაზე უარს ნუ ეტყვით - შესაძლოა, მალე მისი დახმარება დაგჭირდეთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ხელსაყრელი დღეა ძველი შეცდომების გამოსწორების ან დაუსრულებელი საქმეების დასრულებისთვის. სავარაუდოდ, ზოგ მოვლენას ან ადამიანს ვარდისფერი სათვალით უყურებთ და რეალობისგან ძალიან შორს ხართ, ამიტომ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ და მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეცადეთ, ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის დრო გამონახოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება რთული და უსიამოვნო საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ნათესავებთან საკამათო და მტკივნეული საკითხების განხილვას მოერიდოთ - ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ. გირჩევთ, ნეიტრალურ თემებზე ისაუბროთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შემთხვევამ ან გარემოებებმა შესაძლოა საინტერესო იდეა ან რთული სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი გიკარნახოთ. ვარსკვლავების მხარდაჭერა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ახლობელ ადამიანებთან შეხვედრა ოპტიმიზმით და დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ - ეს სწორედ ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობისთვის. მით უმეტეს, რომ ზოგი მათგანი მალე თქვენი საუკეთესო მეგობარი და თანამოაზრე გახდება. ეცადეთ ყოველდღიურ, მომაბეზრებელ საკითხებზე მუშაობის დროს მეტი კრეატიულობა გამოიჩინოთ. ასე დავალებასაც სწრაფად გაუმკლავდებით და საყვარელ ადამიანებსაც სასიამოვნოდ გააოცებთ

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები რომ არ გააფუჭოთ და სიტუაცია რეალურად შეაფასოთ, ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. თუ გუნდურ მუშაობას გეგმავთ, დამხმარეები ფრთხილად და საგულდაგულოდ შეარჩიეთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს, რომლებმაც წარსულში გიღალატეს, ამის გაკეთება კიდევ შეუძლიათ. სასურველია, რომ ძვირად ღირებული შესყიდვები სხვა დღისთვის გადადოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ხელსაყრელი დღეა რთული და შრომატევადი სამუშაოსთვის. ენერგიით სავსე ხართ და ურთულეს დავალებებსაც მარტივად უმკლავდებით. ახალი ურთიერთობები ძველი კავშირების განმტკიცებაში დაეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრეს ინტონაციას და ემოციებს, რათა მისი მოქმედების ნამდვილი მოტივები გაიგოთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати