ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
არ იჩქარო გადაწყვეტილებების მიღება — ეს დღე "ფეხით გაზომვის" დღეა, არა სირბილის. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციე: ძილი, წყალი და სუფთა ჰაერი გადაგარჩენს მიგრენებისგან. ოჯახში შეიძლება გაჩნდეს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ თუ თავმდაბლად მოეკიდები, დალაგდება. საქმეში — სტაბილურობა, ახალ ინვესტიციებს დრო არ უდგათ. ურთიერთობებში ეცადე მეტი სმენადობა გამოიჩინო, ვიდრე საუბარი.
კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
დაღლილობა გიცნობია: სხეულსაც და გონებასაც. დროა, შეანელო ტემპი და არამარტო ჭამა, არამედ ურთიერთობებიც გადახარშო. ოჯახში შესაძლოა ერთმა უცნაურმა დეტალმა დიდი განხილვა გამოიწვიოს — ეცადე, ყველაფერი არ გააბუქო. ფინანსებში სიფრთხილე და სიმტკიცე წარმატების საწინდარია. გრძნობებში გჭირდება სიმშვიდე, ცვალებადობას ვერ აიტან.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
დღე სწრაფი ფიქრისა და გადახედვისთვისაა — არა ქმედებისთვის. ჯანმრთელობას თვალ-ყური ადევნე: გადაამოწმე გონებრივი გადატვირთვა. ოჯახში კომუნიკაცია გადამწყვეტია — სიტყვას ფასი აქვს. სამსახურში ფრთხილად დააკვირდი დეტალებს: შესაძლოა, ვიღაცა შენი იდეებით სარგებლობს. სიყვარულში იუმორი გადაგარჩენს. და თუ არ გაქვს იუმორი — ჯერ არ გიყვარს.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ემოციებით გადააჭარბე — წარსული გახსენებებმა შეიძლება დღევანდელი გაფუჭოს. ფიზიკურად ჯანმრთელი ხარ, მაგრამ ემოციურად — დატვირთული. ოჯახის წევრების მხრიდან მეტი მხარდაჭერა იგრძნობა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა შენც გახსნი გულს. საქმეში მოგება ჩანს, მაგრამ როგორც ყველანაირ კიბორჩხალას — ნაბიჯ-ნაბიჯ და უკანა სვლით. სიყვარულში ზედმეტმა სიფრთხილემ არ შეგაყოვნოს.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დღეს შენი სცენა ვიღაც სხვამ დაიკავა და ეს არ გაწყობს. ჯანმრთელობაში ეცადე, არ გამოტოვო ხანგრძლივი დილა ან ვარჯიში — ტონუსში ყოფნა დაგჭრდება. ოჯახში შენი სიტყვა გადამწყვეტია, ოღონდ ხმამაღლა კი არა — გულისხმიერებით თქვი. საქმიანად დღე აქტიურია, შეგიძლია გადახედო ახალ იდეებს. სიყვარულში კი ცოტა თავმდაბლობა არ გაწყენს — ზოგჯერ სიწყნარეც შთაბეჭდილების მოხდენაა.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დღეს გადაჭარბებულად ცდილობ, ყველაფერი დაგეგმო. რაც უფრო ნაკლებად გააკონტროლებ სხვებს — მით უფრო მშვიდად ჩაივლის დღე. ფიზიკურად არაფერი გაწუხებს, მაგრამ გადაღლილობა შენს ბუნებრივ სიმშვიდეს არღვევს. ოჯახში კარგი პერიოდია საერთო საქმეების მოსაგვარებლად. სამსახურში სიზუსტეს მაინც მიაქციე ყურადღება, რომ “ნაკლს არ მოგიძებნონ”. სიყვარულში კი — მეტ გულღიაობას მოითხოვს მეორე მხარე.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ბალანსის დღეა — შეძლებ, თუ სხვის საქმეში არ ჩაერევი. ჯანმრთელობის მხრივ ფრთხილად იყავი საჭმელთან — რაღაც "უბრალო" შეიძლება პრობლემად იქცეს. სახლში შეიძლება დაგჭირდეს შუამავლობა — შენი სიმშვიდე სხვებს გადაედებათ. კარიერაში რაღაც ჭეშმარიტება გამოჩნდება, რაც დიდი ხანია გემალებოდა. სიყვარულში შენი დიპლომატია გადამწყვეტია — ოღონდ ცივი ნუ იქნები.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
დღეს ყველაფერი ექსტრემალურია: ან ძალიან კარგი, ან ძალიან დამღლელი. ჯანმრთელობა? დაძაბულობა შენი მტერია — ისუნთქე ღრმად. ოჯახში შეიძლება იფეთქოს რაღაცამ, რაც დიდი ხანია დაგროვდა — ეცადე, ჭკუით იმოქმედო. ბიზნესში კი კარგად გაიაზრე, ვის ენდობი. სიყვარულში გაწონასწორებულობა გჭირდება — არავინ არ არის ვალდებული, სულ შენი სიღრმეებში იცუროს.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დღეს ოცნებები გაქვს, მაგრამ რეალობა ტაბურეტით გირტყამს თავში. ჯობია, დროზე გაიღვიძო. ჯანმრთელობა კარგია, თუ გადაჭარბებულად არ იმოქმედებ. ოჯახში მხიარული ატმოსფეროა, გამოიყენე დრო ძველი ტრადიციების გასაცოცხლებლად. კარიერაში რაღაც ახალი პერსპექტივა იჩენს თავს, ოღონდ წინასწარ მოემზადე. სიყვარულში ცოტა მეტი ინტერესი გამოიჩინე — ცარიელი სიტყვებით აღარავინ კმაყოფილდება.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
დღეს ხასიათი გაქვს, როგორც სანტექნიკას: ან წყალს უშვებს, ან აფეთქდება. ჯანმრთელობას მიაქციე ყურადღება, განსაკუთრებით ხერხემალსა და ზურგზე. ოჯახში საქმეები წესრიგშია, თუ ზედმეტი კრიტიკით არ გააფუჭებ. კარიერაში გელოდება სერიოზული მომენტი — შეიძლება საჭირო გახდეს ხელმძღვანელობასთან პირდაპირი საუბარი. სიყვარულში კი — შენს მკაცრ სახეს მიღმა სითბოს თუ დაანახვებ, არ წაგადგება.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
შენს თავში დღეს ათასი იდეაა, მაგრამ რაც მეტი იდეა გაქვს, მით უფრო უძრავი ხარ. ფიზიკურად კარგ ფორმაში ხარ, ოღონდ არ დაივიწყო დასვენება. ოჯახში რაღაც პატარა ინტრიგა გაჩნდება — შეინარჩუნე სიმშვიდე. კარიერაში რაღაც გეგმა მუშავდება, მაგრამ ნუ იჩქარებ. სიყვარულში სპონტანურობამ შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზი მოგიტანოს — დროა, ჩარჩოებიდან გამოხვიდე.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დღეს ემოციებმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოს — ისე ფაქიზად აღიქვამ სამყაროს, რომ სულის შელახვაც მარტივია. ეცადე, ჯანმრთელობას უფრო მეტად მოუსმინო, განსაკუთრებით გულის და წნევის მხრივ. ოჯახში შესაძლოა სიმშვიდის პერიოდი გქონდეს, იყავი მადლიერი. კარიერაში შთაგონება გაჩნდება — დააფიქსირე იდეა, თორემ გაქრება. სიყვარულში ყველაფერი ღრუბლებშია — მაგრამ ახლა მაინც ჰკითხე საკუთარ თავს: ეს ღრუბელი წვიმას მოუტანს თუ მზეს?
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.