USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 6 ივნისი?
Date:  5605

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს მარტო მუშაობა გუნდურ მუშაობაზე ნაყოფიერი იქნება, რადგან კოლეგებთან საუბარში დროს არ დაკარგავთ და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებას შეძლებთ. ეცადეთ, კამათის დროს კეთილგანწყობა გამოიჩინოთ და ადამიანებს საკუთარი აზრი თავზე არ მოახვიოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თუნდაც არაკეთილგანწყობილი თანამოსაუბრე თქვენი წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობდეს. ამ დღეს სასურველი შედეგის მიღწევას მხოლოდ მარტო მუშაობის დროს შეძლებთ - ასე ყურადღებას ვერავინ და ვერაფერი გაგიფანტავთ. ხელსაყრელი დღეა შედეგების შეჯამებისა და ახალი მიზნების დასასახვისთვის.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დაფიქრდით, გაქვთ თუ არა სურვილების ასრულებისთვის საკმარისი რესურსი? თუ გაქვთ, შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ და სასურველ მიზანს მიაღწიოთ. თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ხართ, გირჩევთ მომავლის სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ეტაპობრივად განხორციელებას შეუდგეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გასცეთ დაპირება, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებთ, ასევე, არ გადადოთ ხვალისთვის საქმე, რომლის დასრულებაც დღეს შეგიძლიათ. პრობლემების სწრაფი მოგვარება სირთულეებს და შეფერხებებს თავიდან აგაცილებთ. ეცადეთ პირად ურთიერთობებში მეტი ტაქტი და თავაზიანობა გამოიჩინოთ და თანამოსაუბრე არ შეურაცხყოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს რაც უფრო მეტ შეხვედრას და ღონისძიებას დაესწრებით, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ გავლენიან ადამიანებს შეხვდეთ და ხელსაყრელი შეთავაზება მიიღოთ. ეცადეთ საუკეთესო შედეგისთვის განეწყოთ. პირად ცხოვრებაში მეტი დიპლომატიის და მოქნილობის გამოჩენას გირჩევთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ისე თავდაჯერებული ხართ როგორც არასდროს. საბრძოლო განწყობა ჩანაფიქრის განხორციელებაში და რთული საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. სამსახურის ხელმძღვანელთან ან გავლენიან ადამიანებთან საუბარი პროფესიულ სფეროში წინსვლას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა სამომავლო გეგმებზე ფიქრისა და განვითარების ახალი გზების მოსაძებნად.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს დღე ნათელ ემოციებს და მოვლენების ხელსაყრელ განვითარებას გპირდებათ. ეცადეთ, მეტი სიმტკიცე გამოიჩინოთ და ეს დღე მიზანთან მიახლოებისთვის გამოიყენოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს საკუთარი სიტყვები უნდა აკონტროლოთ, რომ უნებურად არავინ შეურაცხყოთ. გირჩევთ საღამოს ურთიერთობები შეზღუდოთ და ხმაურიან ადგილებს მოერიდოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. მარტოხელა მორიელი შეიძლება მნიშვნელოვან ადამიანს, შეხვდეს, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ეცადეთ ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ, ახალ ადამიანებს შეხვდეთ და ახალი კავშირები დაამყაროთ. მუშაობაში დროს ეცადეთ წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ - საქმის წარმატება მთლიანად ამაზეა დამოკიდებული.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვილდოსნებს ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღე ელით. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ბედი გთავაზობთ. თუ ვიღაც ცდილობს, რომ თქვენი ცხოვრებიდან გაქრეს, ნუ შეეწინააღმდეგებით - მის ადგილს ახალი და საინტერესო ადამიანი დაიკავებს. ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული დღეა - შეიძლება სოლიდური თანხა მიიღოთ

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს შეგიძლიათ თქვენთვის კომფორტულად, აუჩქარებლად იმუშაოთ. სავარაუდოდ, ბევრი საქმის სწრაფად და ერთდროულად კეთების სურვილი შეცდომებს გამოიწვევს. გირჩევთ თითოეულ მოქმედებაზე ან გადაწყვეტილებაზე იფიქროთ, რომ საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ. გირჩევთ საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თუ ვინმესგან დახმარების მიღება გსურთ, უფრო მოქნილად და დიპლომატიურად უნდა იმოქმედოთ და ეს ადამიანი ალერსიანი სიტყვებით აავსოთ. გირჩევთ საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ და რომანტიკული ვახშამზე დაპატიჟოთ. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი მარტოობაში გაატაროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

საინტერესო და პოზიტიური დღე გელით, თუმცა შესაძლებელია, რაღაც შეხვედრამ თქვენი გეგმები მკვეთრად შეცვალოს. ნუ ინერვიულებთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება - ზაფხულის ხანმოკლე წვიმას ყოველთვის მზის ამოსვლა მოჰყვება.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way