USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 6 იანვარი?
Date:  2634

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გარკვეული ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოთ - როგორც სამსახურში, ისე სოციალურ ურთიერთობებში. შესაძლოა, მეგობრების დახმარებით პრობლემის მოგვარების ახალი მეთოდი აღმოაჩინოთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი შეთავაზებები, მაგალითად, გასართობ ღონისძიებაზე მიპატიჟება. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება, ბევრ კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს წინა პლანზე გამოვა პარტნიორული ურთიერთობები - როგორც პირადი, ისე საქმიანი. ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობაში თანამოაზრეების პოვნისა და ერთობლივი პროექტის დაწყებისთვის. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება სასურველი სტუმარი გეწვიოთ, რაც ძალიან გაგახარებთ.საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

კარგი დღეა დასვენებისა და გართობისთვის, ასევე, რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნებისთვის. შესაძლოა, ადამიანმა, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მეტი იაქტიურეთ, რათა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. დროა, საკუთარი ცხოვრება უსარგებლო ნივთების ან ადამიანებისგან გაათავისუფლოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სავარაუდოდ, ამ დღეს დიდი ხნის უნახავი ადამიანები გეწვევიან. ძველ მეგობრებთან ერთად წარსულის გახსენება სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ, სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შეხვედრებითა და ურთიერთობებით სავსე დღეა. სახლში დარჩენას არ გირჩევთ, უმჯობეისა ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე წახვიდეთ და იმხიარულოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, დამღლელი და სტრესული სამუშაო ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ყველაფერი ფულის გარშემო ტრიალებს. შესაძლოა, ხელფასი ან შესრულებული სამუშაოსთვის ჯილდო მიიღოთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საოცნებო ნივთი შეიძინოთ. თუმცა, მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ. სავარაუდოდ, საღამოს სტუმრების დასახვედრად მზადება მოგიწევთ. სახლში სასიამოვნო ატმოსფერო განწყობას აგიმაღლებთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს საკუთარ გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ - მანიკიური, პედიკიური, ახალი ვარცხნილობა თუ ლამაზი ჩაცმულობა - საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებით, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ საჭირო ადამიანებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ეცადეთ, მთელი ყურადღება პერსპექტიული საქმეებისკენ მიმართოთ, რომლებიც მომავალში მოგებას და წარმატებას მოგიტანთ.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხმაურიანი დღეებისა და სტუმრიანობის შემდეგ განმარტოება და მშვიდად ფილმის ყურება გსურთ. ყველაზე მეტად ხმაურიან კომპანიებს და ხალხის თავშეყრის ადგილებს გაურბიხართ. შეგიძლიათ მყუდრო კაფე იპოვოთ, სადაც გემრიელ კერძებს დააგემოვნებთ. ჯერჯერობით თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან - ჯობს თაროზე შემოდებული საქმეები ჩამოიღოთ და დაასრულოთ.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სხვადასხვა მოვლენით მდიდარი დღეა. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრაზე თქვენთვის მნიშვნელოვან ბევრ ინფორმაციას გაიგებთ, რაც უახლოეს ხანებში ძალიან გამოგადგებათ. შეიძლება ზოგიერთ საკითხში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

პასუხისმგებლობის გრძნობა გაიძულებთ, წახვიდეთ შეხვედრაზე, რომელზედაც წასვლა არ გსურთ. უფროს ნათესავთან ან ხელმძღვანელთან მნიშვნელოვანი საუბარი კარგად ჩაივლის და თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებას, რომელსაც საღამოს მიიღებთ, დათანხმდით - შესაძლოა, ის თქვენთვის საინტერესო შანსი იყოს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს საქმეებზე ფიქრისთვის განწყობილი არ ხართ. შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, ვინმეს გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა, ან თუნდაც ვინმეზე იზრუნოთ, დაარიგოთ, „ცრემლი მოწმინდოთ“... ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სამართლიანობა კარგია, მაგრამ არ დაუშვათ, რომ „სუსტები და დაჩაგრულები“ ნელ-ნელა კისერზე დაგასხდნენ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way