USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 6 დეკემბერი?
თარიღი:  230

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის:

ვერძი

ამ დღეს განსაკუთრებით სარისკო პროექტებს და სხვადასხვა ავანტიურას უნდა ერიდოთ. მხოლოდ იღბლის იმედად ნუ იქნებით, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. ნუ გარისკავთ, თუნდაც გეგონოთ, რომ წარმატების შანსი გაქვთ. ყველაზე გონივრული იქნება, თუკი პროექტის დაწყებას ცოტა ხნით გადადებთ. დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.

კურო

თქვენს ენთუზიაზმს შეიძლება უკუშედეგი მოჰყვეს - ვიღაც ძალიან გააღიზიანოს, რაც თქვენს ყველა წამოწყებას შეაფერხებს. თუ ამის თავიდან აცილება გსურთ, ეცადეთ, ძალები დაზოგოთ და დღე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაატაროთ. ხოლო თუ სიტუაცია თქვენგან აქტიურობას მოითხოვს, ეცადეთ, ზედმეტი გულმოდგინება არ გამოიჩინოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები ტყუპებს მოდუნებას და კარგად დასვენებას ურჩევენ. ეს, უბრალოდ, აუცილებელია ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის მარაგის აღსადგენად!
შესაძლოა, მოგიწიოთ, საკუთარი მოვალეობების ნაწილი სხვებს გადააბაროთ, ნაწილი კი ცოტა ხნით „თაროზე შემოდოთ“. არ ინერვიულოთ. ძალების აღდგენას მალე შეძლებთ და რამდენიმე დღეში მუშაობას ახალი ენერგიით შეუდგებით.

კირჩხიბი

შეჯანჯღარება გჭირდებთ, რადგან ისეთ შთაბეჭდილებს ტოვებთ, თითქოს აღარაფერი გაინტერესებთ. თუ საკუთარ ცხოვრებაში ახალი ფერების შეტანას მოახერხებთ, თქვენი ჩამქრალი ენთუზიაზმი გამოცოცხლდება.
გირჩევთ საქმეები ცოტა ხნით გვერდით გადადოთ და სადმე, თუნდაც 2 დღით, დასასვენებლად წახვიდეთ. შემდეგ კი საქმეს ახალი ენერგიით შეუდექით.

ლომი

თქვენს გუნდს, დიდი ალბათობით, მცირე წარუმატებლობა ელის. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარუმატებლობა ძირითადად წვრილმანებში გამოიხატება, თქვენი ყურადღება მთლიანად აქეთ არის გადატანილი. თუმცა, საერთო პრობლემებში თქვენი ბრალი, ფაქტობრივად, არაფერია.

ქალწული

ვარსკვლავები მარტო და დამოუკიდებლად მოქმედებას კატეგორიულად არ გირჩევენ! ამ დღეს მარტო ვერაფერს გადაწყვეტთ და თუ ეცდებით, ცუდი შედეგით დაასრულებთ.
თუ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა გსურთ, სხვების აზრის მოსმენა და კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. ასეთი, ერთი შეხედვით, შემოვლითი გზა ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე პირდაპირი.

სასწორი

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ავანტიურებს. ყველგან, სადაც იღბალს დაეყრდნობით, წარუმატებლობა გელით. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, საკმარისია ძველი კარგად გამოცდილი გზით იაროთ და ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ.

მორიელი

გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს - ამ დღეს შეიძლება ის ვერ შენიშნოთ, რაც ცხვირწინ გიდევთ ან უმარტივეს საკითხში შეცდომა დაუშვათ. სამაგიეროდ, მშვენივრად იმუშავებთ მეწყვილესთან ერთად - ბევრად უფრო ყურადღებიანი და ნაკლებად დაბნეული იქნებით.

მშვილდოსანი

თავი შეიკავეთ დიდ პროექტებში მონაწილეობისგან, სადაც, თქვენ გარდა, უამრავი ადამიანი იქნება ჩართული - ნაკლებად სავარაუდოა, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ.
იგივე ეხება ნებისმიერ ერთობლივ წარმოებას. ამიტომ მხოლოდ იმ პროექტებზე გაამახვილეთ ყურადღება, სადაც ყველაფერზე პასუხისმგებელი თავად იქნებით.

თხის რქა

გირჩევთ საკუთარი პროექტის ან საკუთარი თავის პრეზენტაცია ჩაატაროთ და გარშემო მყოფებს თავი მოაწონოთ. საუკეტესოდ გამოგდით ადამიანში ემოციის გამოწვევა. ასე რომ, ნუ დატვირთავთ მსმენელს ციფრებითა და ფაქტებით. ნათელი, გადამდები ემოციები სრულიად საკმარისია.

მერწყული

მზად იყავით იმისთვის, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია, დასრულებული გგონიათ, შეიძლება სირთულეები წარმოიშვას. ასე რომ, დღის განმავლობაში ნებისმიერი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ.

თევზები

ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ინტუიციას არ დაეყრდნოთ, თორემ პრობლემები გელით. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ, მით უმეტეს, როდესაც საქმე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

სპორტი
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.