USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 6 აპრილი?
дата:  870

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აპრილისთვის:

ვერძი

სასურველი შედეგის მისაღწევად, საკუთარი პოზიციის დაცვა და ხელმძღვანელობის თქვენს სიმართლეში დარწმუნება მოგიწევთ. ეცადეთ ეს კორექტულად და გონივრულად, ყოველგვარი ზეწოლისა და უხეშობის გარეშე გააკეთოთ. ამ დღეს დაწყებული საქმე დღესვე უნდა დაასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. გირჩევთ საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

კურო

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. კოლეგების დახმარებით საქმე სწრაფად და წარმატებით დასრულდება. ადამიანი, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, თქვენს ქათინაურს ელის. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, ამ დღეს ოცნების ადამიანს შეხვდეთ და სერიოზული ურთიერთობა დაიწყოთ.

ტყუპები

ამ დღეს მოვლენების მიმდინარეობაში ჩარევა და რაღაცების შეცვლა არ უნდა სცადოთ. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მაინც შემოვა, უბრალოდ უნდა დააკვირდეთ და გარემოებებს მოერგოთ. გირჩევთ ოჯახის წევრებს და საყოფაცხოვრებო საკითხებს მეტი დრო დაუთმოთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ტაქტიანები იყოთ.

კირჩხიბი

მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი სიჩქარე და უყურადღებობა შეცდომებს გამოიწვევს. ეცადეთ ყველა საკითხი კარგად გაიაზროთ და ინფორმაცია რამდენჯერმე გადაამოწმოთ. ემოციებმა ან განწყობამ თქვენს შრომისმოყვარეობასა და საქმის მიმართ დამოკიდებულებაზე არ უნდა იმოქმედოს. ნუ გაბრაზდებით, თუ ვინმე თქვენს საქმიანობას გააკრიტიკებს.

ლომი

ყურადღებით მოისმინეთ რას გთავაზობენ კოლეგები და ბიზნესპარტნიორები. ზოგი იდეა შეიძლება დამატებითი შემოსავლის მისაღებად წარმატებით გამოიყენოთ. ფრთხილად იყავით - ვიღაცას თქვენი ინტრიგებში ჩათრევა სურს.

ქალწული

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. მოერიდეთ დამატებითი ვალდებულებების აღებას, რადგან შეიძლება ძირითადსაც ვერ გაუმკლავდეთ. ეცადეთ საკუთარ მოვალეობებს ახლებურად შეხედოთ და უფროსები თქვენს კრეატიულობას დააფასებენ.

სასწორი

ამ დღეს ბუზისგან სპილოს ქცევას ცდილობთ და ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მომხდარი მშვიდად აღიქვათ. ვიღაც თქვენს პროვოცირებას ცდილობს, მაგრამ თუ გონიერებას გამოიჩენთ, არაფერი გამოუვა. ცოტა უნდა მოითმინოთ, ხვალ მდგომარეობა გამოსწორდება.

მორიელი

არახელსაყრელი და კონფლიქტური დღეა. გირჩევთ ყოველგვარი კამათისა და დაპირისპირებისგან თავის შორს დაიჭიროთ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ სახლიდან ან განმარტოებით იმუშაოთ. სასურველია, რომ რთული და საპასუხისმგებლო საქმეების კეთება რამდენიმე დღით გადადოთ. საღამოს უნდა დაისვენოთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

მშვილდოსანი

რთული პერიოდი რომ უსაფრთხოდ გაიაროთ, ემოციების კონტროლი უნდა შეძლოთ. თუ შესაძლებელია, უფრო დიდხანს იძინეთ და აქტიურად ივარჯიშეთ. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის და დიეტის დაწყებაზე იზრუნოთ. ამ დღეს უპირატესობა ფინანსურად მოგებიან საქმეებს უნდა მიანიჭოთ.

თხის რქა

ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა დაგეგმოთ - სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და მომავალს იმედით შეხედოთ. სავარაუდოდ, უფროს ნათესავს თქვენი მხარდაჭერა და მზრუნველობა სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ.

მერწყული

ზოგჯერ ადამიანებისგან ძალიან ბევრს მოითხოვთ, რაც შეიძლება თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს. ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული. როცა სხვებს აკრიტიკებთ, ეცადეთ საკუთარი ნაკლოვანებებიც გაითვალისწინოთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება, ამიტომ ეცადეთ, თქვენი თანამოაზრეები და კოლეგები ერთმანეთთან დააკავშიროთ.

თევზები

შედეგის მისაღწევად ეს დღე ყურადღებით უნდა დაგეგმოთ, პრიორიტეტები დაისახოთ და ყურადღება ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე შეაჩეროთ. გირჩევთ, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას მოერიდოთ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საკუთარი აზრები მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ.

 

 
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати