USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 6 აპრილი?
Date:  968

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აპრილისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვერძმა იცის, რომ რთულ სიტუაციებში საყვარელი ადამიანები მარტო არ დატოვებენ და მხარს დაუჭერენ. მშვენიერია, მაგრამ ნურც თქვენ დაივიწყებთ საკუთარ პასუხისმგებლობას - საყვარელ ადამიანებს საოჯახო საქმეებში დაეხმარეთ და მათ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღეთ. ამ დღეს ყველაზე მეტად თანამოაზრეების გუნდი გჭირდებათ - ინდივიდუალური მუშაობა ნაკლებად წარმატებული იქნება. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, ძველ მეგობრებს შეხვდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება შორეულ ნათესავებს ან მოშორებით მცხოვრებ ახლობლებს უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, კავშირი არ გაწყვიტოთ ადამიანებთან, ვისთანაც სასიამოვნო მოგონებები გაკავშირებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრინციპულად იმოქმედოთ და ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. თუ გაიგეთ, რომ ვიღაც თქვენ წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავს, სკანდალს ნუ ატეხთ. უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ ყველაფერი იცით და მასთან ურთიერთობა დაასრულეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება შორეულ ნათესავებს ან მოშორებით მცხოვრებ ახლობლებს უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, კავშირი არ გაწყვიტოთ ადამიანებთან, ვისთანაც სასიამოვნო მოგონებები გაკავშირებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრინციპულად იმოქმედოთ და ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. თუ გაიგეთ, რომ ვიღაც თქვენ წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავს, სკანდალს ნუ ატეხთ. უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ ყველაფერი იცით და მასთან ურთიერთობა დაასრულეთ.

ყოველმხრივ ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. თუ მოინდომებთ, შეგიძლიათ ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება და განვითარების მიმართულება შეცვალოთ, ასევე, ახალი მიზნები აღმოაჩინოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში და მათთან გულწრფელობას მოერიდეთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვარსკვლავები გირჩევენ ურთიერთობის წრე ფრთხილად შეარჩიოთ და პირველივე შემხვედრთან პირად ცხოვრებაზე საუბარს მოერიდოთ. შესაძლოა, ვიღაცამ თავისი ცუდი განწყობა გადმოგცეთ და მთელი დღე უხალისოდ გაატაროთ. გირჩევთ, კოლეგების კრიტიკას მოერიდოთ და სხვა ადამიანების შეხედულებების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ. საღამოს საოჯახო საქმეების კეთება ემოციურ განტვირთვაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ცოტა ხნით სამუშაოს შესახებ უნდა დაივიწყოთ და საკუთარ თავს სრულფასოვანი დასვენების საშუალება მისცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი დაღლილობა ახალ კვირას თავს იჩენს და მუშაობაში ხელს შეგიშლით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ 6 აპრილს შეიძლება ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთანაც კი გაგიჭირდეთ, ამიტომ ჯობია, საღამოს წიგნთან განმარტოვდეთ ან საყვარელ ფილმს უყუროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ახლობელი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, რადგან უცნობებთან ურთიერთობა გაღიზიანებას და დისკომფორტს გაგრძნობინებთ. სასურველია, რომ რთული სამუშაო კვირის შემდეგ ძალები სახლის კედლებში აღიდგინოთ. ეს ორმაგად სასარგებლო იქნება - გარემოსაც მოაწესრიგებთ და ემოციურადაც განიტვირთებით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

გამორიცხული არ არის, რომ აგრესიულმა ადამიანმა სიმშვიდე დაგირღვიოთ და განწყობა დიდი ხნით გაგიფუჭოთ. ეცადეთ, ურთიერთობისთვის მშვიდი და დადებითად მოაზროვნე ადამიანები შეარჩიოთ, რომლებმაც შეიძლება, რაღაც ახალი და საინტერესო გასწავლონ. პრობლემა, რომლის გამოც ძალიან განიცდით, შეიძლება თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდეს, ამიტომ გირჩევთ, ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვათ და დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ყურადღებით მოუსმინეთ ოჯახის უფროსი წევრების რჩევებს, რომლებიც შეიძლება რთულ დროს ძალიან გამოგადგეთ. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას, რაც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. იზრუნეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე - ზამთრის შემდეგ იმუნიტეტის გაძლიერების დროა.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ და, ლაპარაკის ნაცვლად, მსმენელის როლში იყოს. ნუ ინერვიულებთ, თუ დაღლილობის გამო აზრების მკაფიოდ ჩამოყალიბება გიჭირთ და ახლობელ ადამიანებთან საერთო ენას ვერ პოულობთ. მთავარია, რომ ცხოვრების მიმართ დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ და დაწყებული საქმე დაასრულოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გვერდით ნუ ჩაუვლით ადამიანს, რომელსაც თქვენი რჩევა ან დახმარება სჭირდება - შეიძლება ხვალ დახმარება თავად დაგჭირდეთ. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს, რათა თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობები არ დააზიანოთ. რთულ ვითარებაში გირჩევთ, ოჯახის წევრების მოსაზრებებს ყური დაუგდოთ - აუცილებლად მიიღებთ თქვენს კითხვებზე სწორ პასუხებს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

შეწყვიტეთ გამუდმებით სხვებზე ფიქრი. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავზე და საჭიროებებზე უნდა უნდა იზრუნოთ. თქვენი საქმიანი თვისებებით შეიძლება ვიღაც გავლენიანი ადამიანი დაინტერესდეს. ეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ და მეტი უსმინოთ - ამ დღეს ჭკვიანურს ვერაფერს იტყვით. აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. ეს დაგამშვიდებთ და საშუალებას მოგცემთ, დღე ჰარმონიულად დაასრულოთ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way