USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 6 აგვისტო?
თარიღი:  1185

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ისეთი აზარტული ხართ, როგორც არასდროს. აუცილებელი არ არის, რომ სტადიონზე ფსონი, მეგობრებთან კი ნაძლევი დადოთ. თქვენი აზარტულობა საქმის სხვებზე უკეთ კეთების სურვილში და კონკურენტებისთვის გასწრებაში გამოიხატება. შეჯიბრება და მეტოქეობა შეიძლება ნამდვილი ან გამოგონილი იყოს, მაგრამ ის უკეთესად ქცევისკენ გიბიძგებთ, რაც თქვენი გამარჯვების შანსებს ზრდის.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

შესაძლოა, რთულ ამოცანას ან ნამდვილ საიდუმლოს შეეჯახოთ. რა გაეწყობა, ასეთი იდუმალებით სავსე დღეა, როდესაც ლოგიკაზე მეტად ინტუიციაა საჭირო. ასე რომ არგუმენტების სიმცირის გამო, საიდუმლოს დედუქციის დახმარებით ამოხსნა გაგიჭირდებათ, სამაგიეროდ, კითხვებზე პასუხს უჩვეულოდ გამახვილებული ინტუიცია გაპოვნინებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ცდილობთ ძალები ახალ საქმიანობაში მოსინჯოთ, სულ ერთია, ეს ექსტრემალური სპორტი იქნება, ახალი ცოდნის მიღება თუ სიყვარული. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, გირჩევთ ყველა საქმე გვერდით გადადოთ და საღამო მასთან ერთად გაატაროთ. ხვალ შეიძლება თავი შემოქმედებით საქმიანობაში გამოიჩინოთ - თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო სრული დატვირთვით მუშაობს, რაც ახალ, ორიგინალურ იდეებს გაჩუქებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თვითორგანიზების მხრივ სავარაუდოდ, დიდი პრობლემები გელით. ყურადღების მოკრეფა ჩვეულებრივზე მეტად გიჭირთ და ყოველდღიური საქმიანობის ჩვეული ტემპით განხორციელებას ვერ ახერხებთ. ყველაფერი ყურადღებას გიფანტავთ - ადამიანები, მოვლენები, საკუთარი აკვიატებული აზრები. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ „წუთშესვენება“ აიღოთ. გაერთეთ და დაისვენეთ - საქმე ცოტა ხანს მოიცდის.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ჰოროსკოპის ვარსკვლავები მთლიანად თქვენს მხარეს არიან, ამიტომ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. შესაძლოა, სიყვარულში გაგიმართლოთ, მოულოდნელი შემოსავალი ან სასიხარულო სიახლე მიიღოთ. თუ ისეთი გეგმის განხორციელებას აპირებთ, რომელიც იღბალსაც მოითხოვთ, ამ დღეზე უკეთესს ვერ ნახავთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს თქვენი მოთმინების ფიალა იმდენად მცირეა, რომ ნებისმიერს შეუძლია აავსოს. ნებისმიერ მოვლენას, სხვა დღეს ყურადღებას რომ არ მიაქცევდით, წყობიდან გამოჰყავხართ. ეს განსაკუთრებით მეგობრულ ხუმრობას ან უწყინარ შენიშვნა ეხება. თუ არ გსურთ, რომ თქვენი რისხვა ვინმე უდანაშაულო ადამიანს თავს დაატყდეს, საცურაო აუზზე წადით. წყალი უარყოფით აზრებს ჩამორეცხავს და სიმშვიდით აგავსებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს თქვენგან ლოგიკური მოქმედების მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს. ყველაფერს, რასაც ამ დღეს გააკეთებთ, ისეთი „რკინის არგუმენტები“ ახლავს, როგორიცაა „მინდა“ ან „არ მინდა“. წამიერი ემოციების გავლენით შეცდომები რომ არ დაუშვათ, ხვალ მეგობრებისა და ახლობლების გაფრთხილებებს უნდა მოუსმინოთ. გახსოვდეთ რომ გარედან ყველაფერი უკეთ ჩანს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

შესაძლოა, ზოგ მოვლენას იმაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ, ვიდრე იმსახურებს - მდიდარი წარმოსახვა გარშემო მიმდინარე მოვლენებს კონტრასტული ფერებით ხატავს. წყენის ან სიხარულისთვის უმცირესი მიზეზიც გყოფნით, ამიტომ ამ დღეს თქვენთან ურთიერთობა ადვილი არაა. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თუ ემოციების კონტროლს შეძლებთ, ეს დღე ნათელი, საინტერესო და მოვლენებით სავსე იქნება!

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს თუ მოინდომებთ, უფროსების, კოლეგების ან საყვარელი ადამიანის სასიამოვნოდ გაოცებას და საჭირო ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ! ამისთვის საკმარისია მოვლენების ცენტრში იტრიალოთ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები თუნდაც ყველაზე არაპროგნოზირებად გარემოში გამოავლინოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, რაღაც ინტრიგებში ჩაგითრიოთ. ამასთან, გარშემომყოფებმა საკუთარი მიზნების მისაღწევად შეიძლება თქვენით მანიპულირება სცადონ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ სხვისი საქმეებისგან თავი შორს დაიჭიროთ და რაც უფრო შორს, მით უკეთეს

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს შეიძლება მოვლენათა ორომტრიალსა და ემოციებში ჩაიძიროთ! ამაღლებულ განწყობაზე ხართ და შეიძლება იმპულსური მოქმედებები განახორციელოთ. ერთი ნახვით შეყვარება, ახალი ნაცნობობა, გართობა და მოულოდნელი გადაწყვეტილებები - ეს თქვენი ხვალინდელი მოქმედების განრიგია. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ემოციები აკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მძიმე პრობლემები შეიქმნათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შესაძლოა, ადამიანებისგან მომდინარე შურს ან სიხარბეს შეეჯახოთ ან ვიღაცის მიმართ შური თავად იგრძნოთ. იმისთვის, რომ ამ დღემ მშვიდად ჩაიაროს, მოერიდეთ იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომელთა შემოსავალი ან სოციალური მდგომარეობა თქვენზე მაღალია. ამასთან, საკუთარ წარმატებებზე საუბარსაც უნდა მოერიდოთ, რომ უნებურად სხვების შური არ გამოიწვიოთ.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის