USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Тбилиси
«BBC news» (დიდი ბრიტანეთი): „სად არის მოსალოდნელი რუსეთის ახალი დარტყმა უკრაინაში“
дата : 02.07.2023  280

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსულმა სამსახურმა (BBC news russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სად არის მოსალოდნელი რუსეთის ახალი დარტყმა“ (ავტორი ილია აბიშევი), რომელშიც გაანალიზებულია უკრაინაში მოქმედი რუსეთის არმიის სავარაუდო შეტევის სავარაუდო მიმართულების პლუსები და მინუსები.

გთავაზობთ შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლისთავისა და გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ძლიერდება ხმები რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეტევაზე. პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ რუსეთის არმია თებერვალში ახალი ფართო შეტევისათვის ემზადება - „გასული წლის განმავლობაში განცდილი მარცხის ასანაზღაურებლად“.

როგორც გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) წერს, უკრაინის არმიის სამხედრო მრჩეველმა კორესპონდენტს აცნობა, რომ კიევმა მიიღო „ძალიან საიმედო სადაზვერვო მონაცემები რუსეთის არმიის შეტევის განზრახვის გეგმებზე - კრემლი ვარაუდობს, რომ შეტევა 10 დღეში უნდა დაიწყოს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სად უნდა ელოდოს უკრაინის არმია ახალ დარტყმას?

„ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური მიმომხილველი ილია აბიშევი სხვადასხვა ვარიანტებს იხილავს:

ა) ხერსონის მიმართულება

დნეპრის მარჯვენა ნაპირისაკენ შეტევა, საიდანაც რუსეთმა გასულ წელს უკან დაიხია, ალყაში რომ არ მოხვედრილიყო, ყველაზე ნაკლებსავარაუდოდ ითვლება. იმ დროს, როცა რუსეთმა, მსხვილი სამხედრო დაჯგუფების მიუხედავად, ხერსონის შენარჩუნება ვერ მოახერხა, ახლა მით უმეტეს, მის ხელახლა დაკავებას ვერ შეძლებს, მდინარე დნეპრზე გადასასვლელი ხიდები განადგურებულია. ამრიგად, ხერსონის მიმართულება რუსეთის ჯარის შეტევისათვის თვითმკვლელობას ნიშნავს.

ბ) კიევი, ჩერნიგოვი, სუმი

უკრაინის არმიას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში შედარებით უფრო ძლიერი ტავდაცვითი ზღუდეები აქვს სექმნილი - ღრმა ეშელონური თავდაცვა. მით უმეტეს, რომ ამ რეგიონში გზები შედარებით ცოტაა და რაც არის, ისიც კარგად არის დანაღმული და საცეცხლე კონტროლშია მოქცეული. ცალკეული მცირე ტერიტორიების დაკავება უფრო ცუდია, ვიდრე კარგი. ეს უკვე გააცნობიერა რუსეთის არმიამ, რომელსაც უკრაინაში შეჭრის დროს სწორედ კიევის მიმართულებით განიცადა მარცხი და ქალაქი ვერ დაიკავა.

გ) ხარკოვის ოლქი

ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმზიდველია რუსეთის არმიისათვის უპირველესად იმიტომ, რომ ქალაქ კუპიანსკის ხელში ჩაგდებით დონბასში მოქმედი უკრაინის ჯარებს მომარაგების არხს გადაუჭრის. ხარკოვის ოლქი რუსეთს ესაზღვრება და შესაბამისად, რუსეთს შეუძლია ტავისტერიტორიაზე დიდი რაოდენობის ძალა დააგროვოს და შეტევის ბრძანების შემთხვევაში თავის ჯარ საიმედო ზურგი შეუქმნას. მაგრამ, რასაკვირველია, უკრაინა ითვალისწინებს რუსეთის ჯარის სავარაუდო შეტევის მიმართულებას და ამისთვის მზად არის. გარდა ამისა, კიევის არმიას შეუძლია რუსეთის ბელგოროდის ოლქში შეიჭრას.

დ) დონბასი

სალავიანსკ-კრამატორსკისა და უგლედარ-ალექსანდროვკის ხაზი რუსეთის არმიისათვის ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს. სრულიად შესაძლებელია, რომ რუსული სარდლობა სწორედ დონბასში განახორციელებს შეტევას. რატომ?

იმიტომ, რომ დონბასის ორი ოლქის - დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების (ე.წ. „სახალხოს რესპუბლიკების“) დაუფლებით რუსეთი თავის „პროგრამა-მინიმუმს“ მაინც შეისრულებს. სამხედროებს, რა ტქმა უნდა, ყოველთვის კონკრეტული მიზნები აინტერესებთ და არა ზოგადი მიმართულებები. რუსი გენერლები ბოლო დროს უკრაინის ძალების ე.წ. „ღრღნის ტაქტიკას“ ახორციელებნ შედარებით მცირე ქვედანაყოფების მეშვეობით - ისე, როგორც, ვთქვათ, „ვაგნერ-ჯგუფის“ მიერ სოლედარის შტურმის დროს მოხდა. ანუ შეიძლება ნელ-ნელა წინ წახვიდე, შეიძლება დაყოვნებულად, მაგრამ საბოლოოდ მაინც წარმატებას მიაღწიო. თუმცა, ცხადია, დანაკარგებს თავიდან მაინც ვერ აიცილებ, რომელიც ასეთი ტაქტიკის დროს ძალიან დიდია.

მართლაც მზადაა თუ არა უკვე რუსეთის არმიის სარდლობა შეტევის განსახორციელებლად? გამოიყენებს თუ არა მობილიზებულებს და „ვაგნერის ჯგუფის მებრძოლებს შეტევაში? ამას ახლო მომავალში ვნახავთ. წინ ცხელი ბრძოლებია მოსალოდნელი.

 მოამზადა სიმონ კილაძემ

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати