USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 მარტი?
 2140

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღის მოვლენები: გადამწყვეტი დღეა – რაღაც ან უნდა მოაგვარო, ან სამუდამოდ გადადო.
ოჯახი: თუ ზედმეტ კრიტიკას მოერიდები, ოჯახური სიმშვიდე არ დაირღვევა.
ბიზნესი: ერთს მოაგვარებ, სამ ახალ პრობლემას გადააწყდები – მოთმინება და ტაქტიკა გადაგარჩენს.
სიყვარული: უცნობი ადამიანის ინტერესი შენს მიმართ შეიძლება სასიამოვნო აღმოჩნდეს.
კარიერა: სამსახურში დაძაბული გარემო გელოდება – სჯობს, ზედმეტს არ ილაპარაკო.
ჯანმრთელობა: გადაღლილობა იგრძნობა, დაისვენე და ორგანიზმს არ გადატვირთო.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
დღის მოვლენები: გეგმები იცვლება, მაგრამ საბოლოო შედეგი შენზეა დამოკიდებული.
ოჯახი: ოჯახური საკითხები მეტ ყურადღებას მოითხოვს – დროა, გადადო სხვა საქმეები.
ბიზნესი: ფრთხილად, კონკურენტები შენს შეცდომებზე თამაშობენ.
სიყვარული: არაპროგნოზირებადი ემოციები – დღეს გაარკვევ, რა გინდა სინამდვილეში.
კარიერა: სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ჯერ ნუ მოითხოვ იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლია.
ჯანმრთელობა: გადაჭარბებული ჭამა ან სტრესი შესაძლოა პრობლემად იქცეს.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
დღის მოვლენები: მოულოდნელი ამბავი შესაძლოა გეგმებს აგირიოს.
ოჯახი: მეგობრებთან საუბარი ოჯახის წევრების მხარდაჭერას ვერ შეგიცვლის.
ბიზნესი: საინტერესო შეთავაზება გამოჩნდება, მაგრამ კარგად დაფიქრდი, სანამ დათანხმდები.
სიყვარული: ვიღაც შენს ცხოვრებაში სერიოზულად ჩარევას ცდილობს.
კარიერა: კარიერული წინსვლა სავსეა წინააღმდეგობებით – ნუ დაკარგავ მოთმინებას.
ჯანმრთელობა: ძილის უკმარისობა შენს ენერგიას საგრძნობლად ამცირებს.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
დღის მოვლენები: შესაძლოა, რაღაც არასწორად გესმოდეს – ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას.
ოჯახი: ნათესავებთან კონტაქტი სასიამოვნო, მაგრამ დროში გაწელილი იქნება.
ბიზნესი: ინიციატივას თუ გამოიჩენ, შედეგი მალე გამოჩნდება.
სიყვარული: ემოციებს გადახედე – არის თუ არა ეს ნამდვილი გრძნობა?
კარიერა: ზოგიერთი ადამიანი შეგნებულად გიშლის ხელს, მაგრამ არ დაიბნე.
ჯანმრთელობა: კუჭის პრობლემები მოსალოდნელია – სჯობს, კვებაზე გაამახვილო ყურადღება.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: საჭიროა კომპრომისი, თორემ სიტუაცია სერიოზულად დაგიმძიმდება.
ოჯახი: ოჯახურ საკითხებში სიახლე გელოდება – სასიამოვნო თუ არასასიამოვნო, შენზეა დამოკიდებული.
ბიზნესი: შესაძლოა, ინვესტიცია დაგჭირდეს, მაგრამ სიფრთხილე არ დაკარგო.
სიყვარული: ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება საყვარელი ადამიანი დაგაშოროს.
კარიერა: ახალ პროექტს თუ ჩაეჭიდები, მნიშვნელოვანი შედეგები გექნება.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციე გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: გეგმები შეიცვლება, მაგრამ ეს ახალი შესაძლებლობების დასაწყისი იქნება.
ოჯახი: ახლობლებთან ემოციური კავშირი მნიშვნელოვანია – ნუ დაივიწყებ მათ.
ბიზნესი: ფინანსური გადაწყვეტილებები სიფრთხილით უნდა მიიღო.
სიყვარული: დაუგეგმავი შეხვედრა შესაძლოა მნიშვნელოვან ურთიერთობად იქცეს.
კარიერა: ცოტა მეტი ძალისხმევა და პროფესიულად ახალ დონეზე გადახვალ.
ჯანმრთელობა: ალერგიები ან წვრილი გაღიზიანებები მოსალოდნელია.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: გრძნობ, რომ რაღაც იცვლება – მზად იყავი ამის მისაღებად.
ოჯახი: სჯობს, ზოგიერთ საკითხზე დათმობაზე წახვიდე, კონფლიქტს ვერ აირიდებ.
ბიზნესი: პროექტი, რომელშიც დიდი დრო დახარჯე, საბოლოოდ მოიტანს შედეგს.
სიყვარული: ძველი ემოციები იჩენს თავს – დაფიქრდი, გჭირდება კი ეს?
კარიერა: ახალი თანამშრომლების ან პარტნიორების მხარდაჭერა წარმატების საწინდარია.
ჯანმრთელობა: ნერვული სისტემა გადატვირთულია, სჯობს, ცოტახანს დაისვენო.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: დღის მეორე ნახევარი ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე დილა.
ოჯახი: მნიშვნელოვანია, უსმინო ახლობლების რჩევას, თუნდაც არ მოგეწონოს.
ბიზნესი: საინტერესო წინადადება გექნება, მაგრამ ყველასთან არ გაამჟღავნო შენი გეგმები.
სიყვარული: შესაძლოა, ურთიერთობაში გაურკვევლობა გაჩნდეს – ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას.
კარიერა: ფარული მტრები გამოჩნდებიან – ყურადღებით იყავი.
ჯანმრთელობა: ორგანიზმის გაძლიერება სასარგებლო იქნება.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: მოულოდნელი შანსი გამოჩნდება – შენზეა დამოკიდებული, გამოიყენებ თუ არა.
ოჯახი: ყურადღება მიაქციე ოჯახის წევრების ემოციურ მდგომარეობას.
ბიზნესი: ახალი კავშირები დაგეხმარება, მაგრამ თავდაჯერებულობა არ დაკარგო.
სიყვარული: წარსულში დაბრუნება კარგი იდეა არ არის.
კარიერა: ხელმძღვანელობასთან საუბარი წარმატებულად ჩაივლის, თუ სწორად მოიქცევი.
ჯანმრთელობა: ფიზიკური აქტივობა შენს მდგომარეობას გააუმჯობესებს.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
დღის მოვლენები: სიფრთხილე აუცილებელია, მოულოდნელი ცვლილებები მოსალოდნელია.
ოჯახი: ოჯახის წევრების მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება.
ბიზნესი: ფინანსური საკითხები მოითხოვს მეტ ყურადღებას.
სიყვარული: ფლირტი სასიამოვნოა, მაგრამ სერიოზულ ნაბიჯებს მოერიდე.
კარიერა: კოლეგებთან ურთიერთობა შეიძლება დაძაბული გახდეს.
ჯანმრთელობა: ძილის რეჟიმის მოწესრიგება აუცილებელია.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: სიურპრიზი გელოდება, მაგრამ მზად იყავი მისი მისაღებად.
ოჯახი: ზოგჯერ სჯობს, უბრალოდ მოუსმინო.
ბიზნესი: ახალი პროექტი საინტერესო იქნება, მაგრამ მოითხოვს დამატებით რესურსებს.
სიყვარული: ვინმე შენზე ფიქრობს, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილა.
კარიერა: კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია მოთმინება.
ჯანმრთელობა: ნაკლები სტრესი, მეტი დასვენება.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დღის მოვლენები: შინაგანი ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებს.
ოჯახი: ოჯახში მშვიდობა შენს მოქნილობაზეა დამოკიდებული.
ბიზნესი: ფული შემოვა, მაგრამ სწრაფად გაქრება.
სიყვარული: დაუფიქრებელი ნაბიჯები შეიძლება სანანებელი გაგიხდეს.
კარიერა: ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ ჯერ ადრეა მოქმედებისთვის.
ჯანმრთელობა: წყლის ბალანსი დაიცავი.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати