USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 მაისი?
дата:  904

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს სიახლეებს სხვადასხვა წყაროდან მიიღებთ, მაგრამ ყველას ნუ ენდობით. თქვენი ამოცანაა, ყველა ინფორმაცია „გაფილტროთ“ და დაადგინოთ, ვინ ცდილობს თქვენს მოტყუებას. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელიც მატერიალურ სარგებელს არ მოიტანს, არ ჩაერთოთ ცარიელ საუბრებში და გაუფრთხილდით თქვენს ძვირფას დროს. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ სამყაროში, უფრო მეტად ეკონტაქტეთ სხვა ადამიანებს, იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ნუ დანებდებით კამათში, თუკი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ. პირად ურთიერთობებში შეიძლება სირთულეები გაჩნდეს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მისთვის კეთილი სიტყვების თქმა არ დაგავიწყდეთ. აჩქარებამ შეიძლება საბედისწერო შეცდომა გამოიწვიოს, ამიტომ მშვიდად იმუშავეთ და ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

რაც შეიძლება მეტის გაკეთების სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. შეადგინეთ დღის მკაფიო გეგმა, განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ეცადეთ, პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროთ. თქვენს მონდომებას და ეფექტიან მუშაობას მენეჯმენტი აუცილებლად შეამჩნევს. პროფესიული კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამთ, რაც წარმატებას მოგიტანთ. საჭიროების შემთხვევაში დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შესაძლოა, ამ დღეს აიღოთ ვალდებულებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. თქვენი ძლიერი მხარეები გათვალეთ და ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ნუ ეცდებით. პირადი ურთიერთობები შეიძლება გაუარესდეს. ამჟამად ყველაზე მეტად მეგობრების რჩევა გჭირდებათ, თუმცა მხოლოდ ამ რჩევებს თუ დაეყრდნობით, იმედგაცრუება გელით.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თუ ნებისყოფას და მონდომებას გამოიჩენთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი ძველი ოცნება ახდეს. უახლოეს ხანებში კარიერული წინსვლა და დიდი წარმატება გელით. 5 მაისი ხელსაყრელი დღეა საჭირო კავშირების დასამყარებლად. გახსოვდეთ, სულიერი ჰარმონია, სიმშვიდე და დიდსულოვნება წარმატების საწინდარია. თქვენმა მომხიბვლელობამ შეიძლება სასწაულები მოახდინოს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ნუ დადებთ ფსონს უიმედო საქმეზე, რომელიც სარგებელს არ მოგიტანთ. ეს საქმე ცოტა ხნით გვერდით გადადეთ და გააკეთეთ რაიმე მარტივი და სასიამოვნო. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, სამომავლო პროექტებში დაგეხმარებიან ან, უბრალოდ, თქვენი კარგი მეგობრები გახდებიან. ეცადეთ, ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შევიდეს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დაშორდებით თუ სირთულეებს გადალახავთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დასვენების, სულიერი გარდაქმნისა და ეჭვებისგან გათავისუფლების დღეა, რომელიც ახალ შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დაასრულოთ. სასწორები ყურადღებიანები და აქტიურები არიან, ერთდროულად რამდენიმე საკითხის მოგვარება შეუძლიათ. არ დაეთანხმოთ საეჭვო შეთავაზებებს, რომ უსიამოვნო სიტუაცია თავიდან აიცილოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მუშაობის დროს მხოლოდ გამოცდილი მეთოდები გამოიყენეთ, რომლებშიც დარწმუნებული ხართ. სარისკო ექსპერიმენტებისა და საშიში თავგადასავლებისგან თავი უნდა შეიკავოთ. უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე ადამიანს, რომელიც ამას გთხოვთ. პირად ურთიერთობებში ინიციატივა არ უნდა გამოიჩინოთ. ისიამოვნეთ იმით, რაც გაქვთ, სიტუაციის შეცვლას ნუ ეცდებით - გეგმები შეიძლება შეიცვალოს, ურთიერთობა ყალბი აღმოჩნდეს, ძალისხმევა კი არავითარ შედეგს არ მოიტანს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს მხოლოდ ფინანსურ პრობლემებზე და დამატებითი შემოსავლის მიღებაზე ფიქრობთ. სასურველია, რომ სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და პროფესიონალებს რჩევა ჰკითხოთ, თუმცა საკუთარი იდეის განხორციელება სამომავლოდ უნდა გადადოთ. იყავით კრიტიკული საკუთარი თავისა და გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. ახლა ყველაზე მეტად სიფრთხილე და ყურადღება გჭირდებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თუ ბევრი გასაკეთებელი საქმე დაგიგროვდათ, ვარსკვლავები გირჩევენ, განმარტოებით იმუშაოთ, რათა საუბრებმა ყურადღება არ გაგიფანტოთ და ძვირფასი დრო არ დაკარგოთ. თქვენს ახლობლებს თქვენი ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან წარმატებულ ურთიერთობას გააბამთ, თუმცა ზედმეტმა აჩქარებამ და მეტოქეების ჩარევამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დაღლილობა საშუალებას არ მოგცემთ, რომ სერიოზული სამუშაო შეასრულოთ, ამიტომ გირჩევთ, რაიმე მარტივი აქტივობა დაგეგმოთ, რომელიც დიდ გონებრივ და ფიზიკურ ძალისხმევას არ მოითხოვს. საინტერესო წიგნის წაკითხვა საუკეთესო არჩევანი იქნება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. სავარაუდოდ, ბევრი პრობლემის მოგვარება, კოლეგებთან ურთიერთობა და დისკუსიებში ჩართვა მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დასვენების შესახებ არ დაივიწყოთ და ზედმეტად არ დაიტვირთოთ. დიდხანს ნუ იფიქრებთ - დასთანხმდით ნებისმიერ საქმიან წინადადებას, რომელსაც ამ დღეს შემოგთავაზებენ. პირად ცხოვრებაში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати