USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 ივნისი?
Date:  4862

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს გეგმების შედგენის მხრივ ბადალი არ გყავთ. სამუშაო გეგმა, რემონტის თუ გართობის გეგმები - ყველაფერი შესანიშნავად გამოგდით. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ გეგმების გარდა უსაფრთხოების ზომებზეც იფიქროთ. ამ დღეს შემუშავებულმა პრევენციულმა ზომებმა შეიძლება მომავალში ცხოვრება გაგიადვილოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

გაძლიერებული სამართლიანობის გრძნობა უსამართლოდ დასჯილი ადამიანის მფარველობას გაიძულებთ. მშვენიერია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სამართლიანი დამცველის მთავარი მისია მხარეების შერიგებაა და არა კონფლიქტის გაღვივება. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოინახულოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დილიდან საბრძოლველად განწყობილი ხართ! სულ ერთია, ვის და რატომ უნდა ებრძოლოთ - მთავარია, ვიღაცას თქვენი რისხვა დაატეხოთ. წარმოსახვითი თუ რეალური მტრების დანდობას არ აპირებთ, ცუდი მხოლოდ ისაა, რომ საბრძოლო განწყობას მეგობრებისა თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროსაც შეინარჩუნებთ, რაც შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ნამდვილი მაქსიმალისტი ხართ! ასეთი განწყობის დამსახურებით გადაწყვეტილებების მიღება გიადვილდებათ, მაგრამ ისინი ზედმეტად ცალმხრივი და კატეგორიულია. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ადამიანების მიმართ მეტი თანაგრძნობა და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ. და რაც მთავარია - ნუ დაყოფთ სამყაროს „შავ“ და „თეთრ“ ფერებად. გახსოვდეთ, რომ სამყაროში სხვა ფერებიც არსებობს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს თავის მაქსიმალურად შეკავება უნდა შეძლოთ, რომ გარშემომყოფებს პირში არ მიახალოთ ყველაფერი, რასაც მათზე ფიქრობთ. არ არის გამორიცხული, რომ ახლობელმა ადამიანმა რაღაც საკითხზე აზრის გულწრფელად გამოხატვა გთხოვოთ. საპასუხოდ, ამ ადამიანს დაუნდობელი კრიტიკით გაანადგურებთ. ნუ იქნებით ასეთი ხისტი. ეცადეთ „ოქროს შუალედი“ იპოვოთ და კრიტიკით სავსე კასრში ცოტაოდენი სიტკბო და ალერსი გაურიოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ნუ ეცდებით დავასა ან კონფლიქტში მომრიგებლის როლის მორგებას - საეჭვოა, ასეთ საქმეს გაუმკლავდეთ. უფრო მეტიც, იმდენად უხეში და კატეგორიული ხართ, რომ შეიძლება მომრიგებლები თავად დაგჭირდეთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენმა თავდაჯერებულმა, თავხედურმა განცხადებებმა შეიძლება ძალიან დაგაზარალონ, ამიტომ უმჯობესია, სადავო საკითხების განხილვას მოერიდოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს შეიძლება ოჯახური ტირანის როლი მოირგოთ! ყოველ შემთხვევაში, ახლობელი ადამიანების თვალში ნამდვილი ტირანი ხართ. დარწმუნებული ხართ, რომ სხვებზე კარგად იცით, რა და როდის უნდა გაკეთდეს და ცდილობთ ამაში სხვებიც დაარწმუნოთ. თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები დაგროვდა, მათი გადაჭრა ზეწოლისა და იძულების გზით არ უნდა სცადოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეცადეთ, რომ ამ დღეს კრიტიკის ობიექტად არ იქცეთ! სულ ერთია, ეს საყვარელი ადამიანის ხუმრობანარევი შენიშვნა იქნება თუ კოლეგის ან უფროსის სამართლიანი თუ უსამართლო საყვედური. მთავარია, არ ინერვიულოთ და მით უმეტეს, არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა! გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, სრულყოფილი ინფორმაცია შეკრიბოთ და ყველა მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სიტუაცია თქვენგან ფინანსური საკითხების სწრაფად მოგვარებას მოითხოვს, განსაკუთრებით ის საქმეები, რომლებიც დიდი ხანია მომწიფდა და გადამწყვეტ მოქმედებას საჭიროებს. ახალი სამსახურის თუ დამატებითი შემოსავლის წყაროს ძებნა, უფროსთან ხელფასის მომატებაზე საუბარი და ა.შ. - შეგიძლიათ ნებისმიერი ასეთი საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ფინანსური დამოუკიდებლობისკენ ლტოლვა დაგეხმარებათ, რომ თქვენს გზაზე ნებისმიერი დაბრკოლება გაანადგუროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

არ გსურთ, რომ სხვების აზრს დაეთანხმოთ, სამაგიეროდ ცდილობთ, საკუთარი აზრი სხვებს თავზე მოახვიოთ. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი პოზიცია მუდმივად კონფლიქტისკენ გიბიძგებთ, თუმცა, ამ საკითხს ფილოსოფიურად უყურებთ - თუ ვინმე არ გეთანხმებათ, ეს მათი პრობლემაა და არა თქვენი..

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. თქვენ ირგვლივ ბევრი გაუგებრობა დაგროვდა და რაღაც მომენტში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეთ და თქვენს ძალისხმევაზე არაფერია დამოკიდებული. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და დაისვენოთ - თუ სიტუაციას ვერ ცვლით, მაშინ მასთან მორგება და შეგუება უნდა სცადოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღემ რომ ინციდენტის გარეშე ჩაიაროს, განსაკუთრებული მოქნილობა და დიპლომატია გმართებთ, თუმცა ყველაფერი პირიქითაა - გაძლიერებული სამართლიანობის გრძნობა გაიძულებთ, რომ ყველგან დამნაშავეები დაინახოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, წარმოსახვით მტრებთან ბრძოლის ნაცვლად, მოთმინება გამოიჩინოთ. არც იუმორის გრძნობა დაივიწყოთ - ის კონფლიქტებისგან გიხსნით.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way