USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 ივნისი?
 1154

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ბევრი ფიქრი მოგიწევთ. გარშემომყოფების ქმედებები, საყვარელი ადამიანების სიტყვები, საკუთარი ემოციები და ქცევა უნდა შეაფასოთ. გეჩვენებათ, რომ გარშემო ყველაფერი შენელებული კადრივით მოძრაობს და ამ ტემპს უნდა მოერგოთ. გირჩევთ, თავისუფალი დრო სახლის გარეთ გაატაროთ. სახლში გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა, თქვენ კი განტვირთვა გჭირდებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

არასწორი კვება და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. დროა, ექიმს მიმართოთ და ძალების აღდგენაზე იზრუნოთ. შეიძლება ვიტამინების ან ანტიდეპრესანტების მიღება დაგჭირდეთ. გირჩევთ, თუ შესაძლებელია, სამსახურიდან ცოტა ადრე გათავისუფლდით და სახლში დაისვენეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დილიდან მოზღვავებულ ბრაზს და ემოციებს ებრძვით. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და უხეშობას უხეშობით არ უპასუხოთ. თუ ეს შეძელით, კოლეგებში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება და კონკურენტებს უკან მოიტოვებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან ფულის გამო კამათი.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ფრთხილად იყავით - შეიძლება მუშაობის დროს ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომელიც საყვედურს და მენეჯმენტთან ურთიერთობის გაუარესებას გამოიწვევს. ეცადეთ, სიბრძნე და სიმშვიდე გამოიჩინოთ. ოჯახურ საკითხებში ბავშვებთან დაკავშირებული გაუგებრობები გელით.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სამსახურში შესაძლოა, მოვლენები თქვენთვის არახელსაყრელად განვითარდეს. მზად იყავით უსაფუძვლო ბრალდებებისა და ინტრიგებისთვის. გირჩევთ, შეთქმულებებში მონაწილეობაზე უარი თქვათ, თორემ საბოლოოდ ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ. დღის მეორე ნახევარს სასიამოვნოდ გაატარებთ და მთელი დღის ნერვიულობა და უკმაყოფილება დაგავიწყდებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს თქვენს კომუნიკაბელურობას საზღვარი არ აქვს, მაგრამ ფრთხილად იყავით, ამან შეიძლება პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, სამუშაო პროცესს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დისკუსიებში არ ჩაერთოთ. შესაძლოა კარიერის შეცვლა შემოგთავაზონ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ცოტა ხნით უნდა გადადოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

პლანეტების განლაგების მიხედვით, იღბლის იმედად არ უნდა იყოთ, მაგრამ შეგიძლიათ, წარმატებას საკუთარი უნარებითა და შესაძლებლობებით მიაღწიოთ. გარდა ამისა, მეგობრებისა და კოლეგების უზარმაზარ მხარდაჭერას გრძნობთ და შეგიძლიათ საკუთარი მოვალეობების ნაწილი მათ გადააბაროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

სამსახურში თქვენს მიღწევებს ყველა აღიარებს. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და კოლეგების შეხედულებები გაითვალისწინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად იყავით, რომ თქვენზე შურს თქვენივე მეთოდებით იძიებენ. საღამოს განმარტოება საშუალებას მოგცემთ, რომ ძალები აღიდგინოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შესაძლოა, მენეჯმენტის ახირებებისა და შურიანი კოლეგების ინტრიგების გამო დაძაბულობამ ისე დაგღალათ, რომ მზად ხართ ყველაფერი მიატოვოთ და გაიქცეთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით - რამდენიმე დღეში შეიძლება აზრი შეიცვალოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეცადეთ, ამ დღეს მხოლოდ თქვენთვის სასარგებლოდ იმოქმედოთ. სხვებზე ფიქრი კარგია, მაგრამ არა ამ დღეს. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი, თორემ ვიღაც შეეცდება, სიტუაციით ისარგებლოს და მახე დაგიგოთ. რაც შეეხება სამსახურს, აქ უდავო ლიდერი ხართ. პირად ურთიერთობებში შესაძლებელია გაუგებრობა, რომელიც ჩხუბს გამოიწვევს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თუ აპირებთ, რომ მენეჯერს საქმიანი წინადადებით მიმართოთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დღეა. კოლეგებთან ურთიერთობაში შესაძლებელია სირთულეები. ვიღაცას მეტისმეტად ამპარტავანი და უგრძნობი ჰგონიხართ, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და ქმედებები მოზომოთ. საქმის სიყვარული გეხმარებათ, ნებისმიერი სირთულე დაძლიოთ და წარმატებას მიაღწიოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

არსებობს რისკი, რომ მტრულად განწყობილი ადამიანების გავლენის ქვეშ მოექცეთ, ამიტომ სანამ რაიმეს გააკეთებთ, შეამოწმეთ - თქვენი ქმედება კანონიერია თუ უკანონო. ბევრი საინტერესო მოვლენა გელით. ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way