USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 იანვარი?
თარიღი:  304

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 იანვრისთვის:

ვერძი

ამ დღეს სახეზე გაწერიათ, რომ არაორგანიზებული ხართ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. ეს თქვენს ფიქრებსა და წინააღმდეგობრივ ქმედებებშიც გამოიხატება. სამყაროს დაცდა მოუწევს, სანამ თქვენს დაფანტულ აზრებს თავს მოუყრით.

კურო

ფინანსურ ასპარეზზე სიურპრიზი გელით, თუმცა უცნობია, ეს დადებითი სიურპრიზი იქნება თუ უარყოფითი. მიუხედავად იმისა, რომ ფულზე ფიქრისკენ განწყობილი არ ხართ, გარემოებები სწორედ ამისკენ გიბიძგებთ - დღის განმავლობაში შეიძლება ფული იპოვოთ ან დაკარგოთ. ბონუსი, მოგება, ვალის დაბრუნება, წაგება ან უსარგებლო შესყიდვა - ნებისმიერი სიურპრიზისთვის მზად უნდა იყოთ და ხარჯებს მეტი სიფრთხილით მოეკიდოთ.

ტყუპები

მზად ხართ საკუთარი ენთუზიაზმით ნებისმიერი ადამიანი „დააინფიციროთ“,ახალი იდეები და გეგმები გაუზიაროთ და ახალი მიზნები შთააგონოთ. ამ დღეს სამყაროს საკუთარ წესებს კარნახობთ. გარშემო მყოფებს სწორედ ისეთი ტანსაცმლის ტარება სურთ, როგორიც თქვენ გაცვიათ და იმ იდეების განხორციელებას ცდილობენ, რომლებსაც თქვენ სთავაზობთ. ასე რომ, ახალ პროექტში მხარდამჭერების პოვნა არ გაგიჭირდებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს „მთავარ როლის“ მიღებას ნუ ეცდებით, მაინც არ გამოგივათ. ყველაზე მეტად ინიციატივის აღება, გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი თავის დაცვა გიჭირთ. თუ წინსვლა გსურთ, გონივრული იქნება, გვერდით ვინმე დაიყენოთ. ასევე, დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ნომინაციაში "საუკეთესო მეორე როლისთვის" გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ.

ლომი

გირჩევთ სიურპრიზებისთვის მოემზადოთ! დიდი ხანია მიზეზს ეძებთ, რომ ყოველდღიური განრიგი ჩაშალოთ და ასეთი მიზეზი აუცილებლად გამოჩნდება. რაღაც სიახლე ან მოვლენა საქმეების ჩვეულ მიმდინარეობას ხელს შეუშლის და გეგმების შეცვლას გაიძულებთ. თუმცა, არ ინანებთ - თქვენს ცხოვრებას პატარა ქაოსი არ აწყენდა.

ქალწული

ნიჭი გაქვთ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ და, რაც მთავარია, საჭირო ადამიანებს შეხვდეთ! ვარსკვლავები ქალწულს ურჩევენ, ცხოვრებაში ახალი იდეებისა და ახალი ნაცნობებისთვის ადგილი გამონახონ. სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობაში რევოლუციას მოაწყობს და გაიძულებთ ბევრ რამეს ახლებურად შეხედოთ.

სასწორი

სასწორის ენერგია პიკს აღწევს - თქვენი ენთუზიაზმი და პოზიტიური დამოკიდებულება გარშემო მყოფების სიმპათიას მოგიტანთ. ეს შესანიშნავი დღეა თანამოზრეების მოზიდვის, რთული მოლაპარაკებების წარმოების, კონფლიქტის დასრულების ან უბრალოდ, სასიამოვნო ნაცნობობისთვის.

მორიელი

ამ დღეს შეგიძლიათ, მთელი მსოფლიო დაიპყროთ! თქვენს თავდაჯერებას საფუძველი აქვს – ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, თქვენი ენერგია საზღვრებს არ ცნობს და სიტყვა „შეუძლებელი“ თქვენს ლექსიკონში არ არსებობს. ყველას, ვინც გზაზე გადაეღობება, მორიელი დაუნდობლად გადათელავს, ასე რომ, ეს დღე თქვენია. იმოქმედეთ!

მშვილდოსანი

ამ დღეს ცხოვრება მშვილდოსანს უამრავ ბედნიერ შანსს მისცემს, თუმცა ყველას ვერ გამოიყენებთ! ვარსკვლავები სიმშვიდისა და მოდუნებისთვის განგაწყობენ, ამიტომ შეიძლება სწრაფად ცვალებად გარემოებებზე რეაგირება ვერ მოასწროთ. ასე რომ, თუ შანსის ხელიდან გაშვება არ გსურთ, ეცადეთ, გამოფხიზლდეთ და ყურადღებით მიმოიხედოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ჩარჩოებიდან გამოხვიდეთ და მიხვდეთ, რომ ნამდვილი სამყარო უფრო საინტერესოა, ვიდრე ხელოვნური, რომელშიც თავად შექმენით. ყოველდღიური საქმეებისა და რუტინის გამო დრო არასოდეს გაქვთ, რათა ცხოვრებით დატკბეთ. ნუ შეგეშინდებათ ოცნებებისა და ექსპერიმენტების - ოცნება ცხოვრების გზას გაჩვენებთ, შინაგანი წესრიგი კი გზიდან გადახვევის საშუალებას არ მოგცემთ.

მერწყული

თქვენი ბობოქარი ენერგია გაიძულებთ გამუდმებით მოვლენების ცენტრში იყოთ და ხშირად რეჟისორის როლი შეასრულოთ. ნუ დაკარგავთ დროს იმის მცდელობაზე, რომ ყველა ადამიანის გულს განსხვავებული გასაღები მოარგოთ. საკმარისია უნივერსალური გასაღები იპოვოთ, რომელიც უმრავლესობას მოერგება.

თევზები

თქვენი სიძლიერე ახლობელ ადამიანებსა და მეგობრებშია, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი ვითარებაში მხარი დაგიჭირონ. მათგან ყოველთვის იმაზე მეტ დახმარებას მიიღებთ, ვიდრე ელოდით. ეცადეთ, გულწრფელი იყოთ იმ ადამიანებთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია და მათგან საპასუხო გულწრფელობა ყოველთვის გარანტირებული გექნებათ.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.