USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 აპრილი?
თარიღი:  1206

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აპრილისთვის:

ვერძი

ხელსაყრელი დღეა საინტერესო პროექტის ან ხანმოკლე მოგზაურობის დასაწყებად. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, უახლოეს მომავალში შედეგს გამოიღებს. გირჩევთ, უსარგებლო საუბრებზე ნაკლები დრო დახარჯოთ და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას მეტი დრო დაუთმოთ.

კურო

თქვენი დამაჯერებელი საუბრისა და პიროვნული თვისებების დამსახურებით, ამ დღეს თქვენ წინაშე ყველა დაკეტილი კარი გაიღება და სასურველის მიღებას შეძლებთ. დროა, მენეჯმენტს დამსახურებული დაწინაურება ან ხელფასის გაზრდა სთხოვოთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა. უმჯობესია, საღამო ოჯახურ გარემოში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

ტყუპები

თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები ხდება, მაგრამ მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. დინებას მიჰყევით და ეცადეთ, ეს ცვლილებები თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. თუ ხვდებით, რომ დაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ, ზოგი პასუხისმგებლობა კოლეგებს გაუზიარეთ.

კირჩხიბი

რთული და დაძაბული დღეა. თავს გადაღლილად გრძნობთ და საეჭვოა, რომ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება შეძლოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, სამუშაოს ნაწილი კოლეგებს ან პარტნიორებს გაუზიაროთ. საღამოს ხმაურიან კამპანიაში მეგობრებთან შეხვედრა გელით.

ლომი

შეხვედრები, მოლაპარაკებები და საქმიანი დისკუსიები უამრავი რთული საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ. გუნდური მუშაობის დახმარებით მომდინარე მოვლენების სრულად დანახვას და გამოსავლის პოვნას შეძლებთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი სითბო და ყურადღება გამოიჩინეთ. საკუთარ გრძნობებზე საუბრის ნუ მოგერიდებათ.

ქალწული

ამ დღეს ენერგიულობით და შრომისმოყვარეობით გარშემომყოფების გაოცებას შეძლებთ. დაგეგმილი სამუშაოს გარდა, დამატებით საკითხებსაც მოაგვარებთ და საოჯახო საქმეებისთვისაც დაგრჩებათ ძალა. გადაღლის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ გონებრივი და ფიზიკური აქტივობა ერთმანეთს შეუნაცვლოთ.

სასწორი

გარემოებები ისე ვითარდება, რომ ყოველდღიური მოვალეობების შესრულება გიჭირთ. ამ დღეს მხოლოდ ის საქმეები უნდა აკეთოთ, რომლებშიც კარად ერკვევით. მზად იყავით გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის და ეცადეთ, ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ.

მორიელი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ გეგმები განახორციელოთ და პარტნიორებთან და კოლეგებთან ნაყოფიერად იმუშაოთ. ყველა საქმიანი შეხვედრა თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. პირადი ურთიერთობები გაძლიერდება - შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა დაგეგმოთ ან ერთად ცხოვრება დაიწყოთ.

მშვილდოსანი

თქვენს ცხოვრებაში მოხდება ცვლილებები, რომლებსაც ასე მალე არ ელოდით. ამან შეიძლება უფროსებთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში კონფლიქტური სიტუაციები შექმნას. გირჩევთ, აქტიურობას მოერიდოთ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ. საყვარელი საქმე სულიერ სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.

თხის რქა

რთული და შრომატევადი დღეა. ეცადეთ, დილით დადებითად განეწყოთ და უეცრად წარმოქმნილ სირთულეებს ოპტიმისტურად შეხედოთ. ბოლოდროინდელი იდეები და გეგმები უახლოეს მომავალში ძალიან გამოგადგებათ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ამ დღეს ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

მერწყული

ეცადეთ ხელსაყრელი შესაძლებლობებით ისარგებლოთ, რომლებიც ამ დღეს უხვად გექნებათ. სამუშაოსა თუ პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ახალი კავშირები, შეხვედრები და საუბრები უახლოეს ხანებში ძალიან გამოგადგებათ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს მომავალ სიყვარულს შეხვდეთ.

თევზები

მოიცილეთ ნივთები, რომლებიც უსიამოვნო მოგონებებს უკავშირდება და გაწუხებთ, მოერიდეთ უარყოფითი ემოციებს გამომწვევ ადამიანებს. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც გსიამოვნებთ და თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ. ეცადეთ, ნათესავებთან უფრო მეტი დრო გაატაროთ.

 
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის