USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 აგვისტო?
Date:  6030

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თქვენი სიკეთე ვიღაცამ შეიძლება ცუდად გამოიყენოს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად უარის თქმა უნდა ისწავლოთ. თქვენი კეთილგანწყობა და პროფესიონალიზმი საკმარისზე მეტია, ამიტომ მეტი არავინ უნდა მოგთხოვოთ. ახალი შეთავაზებები თქვენი კარიერული წინსვლისთვის ძალიან მოგებიანი იქნება, მაგრამ თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, შეიძლება პირველივე წინააღმდეგობაზე დანებდეთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თქვენი ჯანმრთელობისთვის რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია. საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად საკუთარ მოწოდებას იპოვით. ამ დღეს წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გსურთ, რომ თქვენი სიყვარულის გარშემო ისეთი ციხესიმაგრე ააგოთ, რომელსაც ვერაფერი მოერევა. შესანიშნავი დროა გრძელვადიანი გეგმების შედგენისთვის.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღემ შეიძლება დიდი სიურპრიზები მოგიტანოთ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - თქვენი ურთიერთობის სტაბილურობას ვარსკვლავები იცავენ. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა ოჯახის შექმნა შემოგთავაზოთ. თქვენი განსაკუთრებული უნარების დამსახურებით შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ყველას ეხება, ეცადეთ კოლეგების და თანამშრომლების შეხედულებები გაითვალისწინოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დადებითი თვისებების გარდა, მტაცებლისთვის დამახასიათებელი თვისებებიც გაქვთ და ეს არასოდეს გაქრება. ოჯახური კერის მფარველი ხართ და არ მოგწონთ, როდესაც „გარედან“ ვიღაც მყუდროებას გირღვევთ. თქვენთვის პირადი ცხოვრება საზოგადოებრივ საქმიანობასთან შედარებით მეორეხარისხოვანია. თუ ასე გააგრძელებთ და მეუღლეს (ან პარტნიორს) ყურადღებას მოაკლებთ, შეიძლება მარტო დარჩეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს მზე თქვენს პროფესიულ ცხოვრებაზე დამღუპველად მოქმედებს. სამწუხაროდ, თქვენი უფროსი „პატარა დიქტატორია“, რომელიც შრომისმოყვარეობისა და წარმატებისთვის არასოდეს გაჯილდოებთ, პირიქით. თქვენი პროფესიული ცხოვრება კოლეგების მხარდაჭერის გარეშე ჯოჯოხეთად იქცეოდა. ვარსკვლავებმა იციან რა გსურთ, მაგრამ თქვენი ოცნებების ასრულებას დრო სჭირდება. ფინანსური პრობლემების დროს შეგიძლიათ დახმარება ახლობლებს სთხოვოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეს დღე გადამწყვეტი გახდება - შეიძლება ცხოვრების სიყვარული ვერ იპოვოთ, მაგრამ მასთან ძალიან ახლოს მიხვალთ. წყვილების სიმშვიდეს არაფერი ემუქრება - პარტნიორს თქვენი დამოკიდებულება აოცებს, მაგრამ მალე მიეჩვევა. კარგად დაფიქრდით, სანამ დიდ თავგადასავალს დაიწყებთ. ეცადეთ, ყველა ფინანსური რისკი გამოთვალოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს გარშემომყოფებს ეგოისტური გამოხდომებით აღიზიანებთ და თავადაც ვერ ხვდებით, რომ გაგირბიან. ეცადეთ, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ, რომ მარტო არ დარჩეთ. ეს რჩევა ოჯახურ კონტექსტშიც აქტუალურია - ახლობლების მიმართ გამოჩენილი ყურადღება კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის საშუალებას მოგცემთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ბასრ საგნებთან და ცეცხლთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ტრავმების რისკი მაღალია. თუ კომპიუტერთან მუშაობთ, ხშირად შეისვენეთ, რომ შაკიკი და სახსრების ტკივილი თავიდან აიცილოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს მეტი თავშეკავება გმართებთ, რომ დაუფიქრებელმა საქციელმა არ დაგაზარალოთ. თუ სპორტის ან ფეხით სიარულის მოყვარული ხართ, გირჩევთ შესაფერისი ფეხსაცმლის შეძენაზე იზრუნოთ, რომ ტრავმა თავიდან აიცილოთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელობის გარდა, თავდაჯერებას მოგიტანთ. არ შეჩერდეთ, თორემ საწყის წერტილს დაუბრუნდებით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შეწყვიტეთ მეუღლის კრიტიკა და გამუდმებით მის ნაკლოვანებებზე საუბარი. ეს გაღიზიანების გარდა არაფერს მოგიტანთ. კარგად დაფიქრდით, სანამ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ვინმეს გულს ატკენთ. მარტოხელა თხის რქები უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ სრულყოფილი ადამიანის პოვნა ძნელია.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თქვენი პროფესიული ცხოვრება ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. მეგობრული ატმოსფერო საშუალებას მოგცემთ საკუთარი კოლეგები უკეთ გაიცნოთ. მეორე მხრივ, თუ პროფესიის ან სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავთ, შესაძლოა არც ღირს იმ ადამიანებთან ახლო კავშირის დამყარება, რომლებიც შეიძლება დიდხანს ვეღარ ნახოთ. საკუთარ თავს ძალიან ბევრ კითხვას უსვამთ იმის ნაცვლად, რომ მშვიდად იცხოვროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სიცოცხლისუნარიანობას ასხივებთ, ენერგიით სავსე ხართ. დილას ვარჯიში, სახლის დალაგება, იოგას სესია მეგობრებთან ერთად, ყველაფერს ასწრებთ. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ - ძალა დაზოგეთ, თორემ დინამიზმის ეს უეცარი აფეთქება შეიძლება სწრაფად გაქრეს. გადაწყვეტილებები რიგრიგობით უნდა მიიღოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ დაგავიწყდეთ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way