USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 4 ოქტომბერი?!
 770

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე ემოციურად დატვირთული იქნება, თუმცა მაქსიმალურად ეცადეთ, კაპრიზული ბავშვივით არ მოიქცეთ. ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული მოულოდნელი ფინანსური სირთულეები. საღამო სიმშვიდეს მოიტანს. გაატარეთ ის საყვარელ ადამიანთან ერთად,

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში ფრთხილად იქნებით და დაიწყებთ თვლას, თუ რამდენს ხარჯავთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. სამწუხაროდ, მცირე გაუგებრობამ შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს, რომლის მოგვარება ძალიან რთული იქნება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გრანდიოზული გეგმები კარგია, მაგრამ გირჩევთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს მხოლოდ ისეთი საქმეები დაიწყოთ, როელთა ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. სავარაუდოდ, ოჯახის რომელიღაც წევრს თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ ამის თქმა ერიდება - თავად უნდა გამოიცნოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გარემოებები დინების საწინააღმდეგოდ ცურვას გაიძულებთ და წინააღმდეგობის სურვილიც არ გაქვთ. საბოლოოდ ეს მიგიყვანთ წარმატებამდე და თქვენი იმიჯი გარშემო მყოფთა თვალში განსაკუთრებულად ამაღლდება.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეს დღე მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რომელ ფეხზე ადებით. თუ მარჯვენაზე - დღე ყველა თვალსაზრისით მშვენიერი იქნება და საოცრად ჩაივლის. თუ მარცხენაზე ყველაფერი არასწორად წავა. ამიტომ, დილით რომ გაიღვიძებთ, ფეხებს ყურადღებით დააკვირდით და რამე შეგეშალათ, საწოლში დაბრუნდით. იქნებ მეორედ გაგიმართლოთ?

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს თქვენი ნებისმიერი გეგმა საოცარი სიზუსტით გამოირჩევა. უმჯობესია, მთელი დრო ერთი კონკრეტული საკითხის ან პრობლემის მოგვარებას დაუთმოთ. სხვისი დახმარების იმედი ნუ გექნებათ. ამ დღეს მხოლოდ ის საქმეები უნდა აკეთოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული!

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს თქვენი ნებისმიერი გეგმა საოცარი სიზუსტით გამოირჩევა. უმჯობესია, მთელი დრო ერთი კონკრეტული საკითხის ან პრობლემის მოგვარებას დაუთმოთ. სხვისი დახმარების იმედი ნუ გექნებათ. ამ დღეს მხოლოდ ის საქმეები უნდა აკეთოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული!

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მთელი დღე გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები თქვენს ნერვებზე თამაშის გარდა, არაფერს აკეთებენ. სინამდვილეში ყველა საკუთარი საქმითაა დაკავებული და თქვენთვის არავის სცალია. თქვენს ნერვებზე ძირითადი საქმისგან თავისუფალ დროს თამაშობენ. ესაა და ეს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ცდილობთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. რაღაც მოვლენამ ან მოულოდნელმა შეხვედრამ შეიძლება თქვენს სულში ემოციების ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვიოს, თუმცა, ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავეთ - სულ რაღაც ერთ-ორ დღეში შესაძლოა გარემოებები შეიცვალოს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას ოსტატურად იყენებთ. მარტოხელა თხის რქებს რომანტიკული პაემანი გელით. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, მიიღოთ წინადადება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მათ შორის პოტენციურ თანამოაზრეებს იპოვით, რომლებიც საინტერესო პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებიან. უმჯობესია ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე უარი თქვათ - იმედგაცრუებული დარჩებით. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით - დაუფიქრებლად ნათქვამით შეიძლება საყვარელი ადამიანი გაანაწყენოთ, რაც შეიძლება ურთიერთობისთვის სერიოზული გამოცდა გახდეს. დღეს საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და მნიშვნელოვანი ურთიერთობები აღადგინოთ.

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати