USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 4 ნოემბერი?
Date:  5368

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, ეს დღე ზედმიწევნით დაგეგმოთ და თანმიმდევრულად მიჰყვეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ჩანაფიქრი დროულად განახორციელოთ და საღამოს დაისვენოთ. სამსახურში და სახლში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები. თქვენი ამოცანაა, კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, რაც საშუალებას გაძლევთ, დღის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაზე რთული საქმეები დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ, საღამოს კი მონატრებულ ნათესავებს ან ძველ მეგობრებს შეხვდეთ და გაერთოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გეგმის მიხედვით იმოქმედეთ და ეცადეთ, დრო გონივრულად გამოიყენოთ. ხელსაყრელი დღეა ძველი, სამომავლოდ გადადებული საქმეების დასასრულებლად. მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები ყურადღებას გიფანტავთ და ახალი პროექტების დაწყების საშუალებას არ გაძლევთ. საღამოს კარგად უნდა დაისვენოთ, რათა ძალების აღდგენა შეძლოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეს დღე რთული და შრომატევადი საქმეებისთვის შეუფერებელია - პლანეტების განლაგება და გარემოებები გეგმის განხორციელების საშუალებას არ მოგცემთ. ამ დღეს „ღრუბლებში დაფრინავთ“, რაც სიტუაციის სწორად შეფასებასა და გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. ამ დღეს პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფებს ადვილად მოხიბლავთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღის პირველი ნახევარი ყველაზე ნაყოფიერი და აქტიური იქნება. ეცადეთ, საქმე ისე გაანაწილოთ, რომ საღამომდე ყველაფერი მოასწროთ. თავი შეიკავეთ გულწრფელი საუბრებისგან - თუნდაც უახლოეს ადამიანებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შემთხვევით საკუთარი ან სხვისი საიდუმლო გაამხილოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეს დღე საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას და ბინის საქმეებს უნდა დაუთმოთ. ამისთვის დღის პირველი ნახევარი საუკეთესო დროა. სადილის შემდეგ კი იზრუნეთ დასვენებზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

კარგი განწყობა ურთიერთობასა და ნაყოფიერ მუშაობაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ახალი, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. სასურველია, საქმე აუჩქარებლად აკეთოთ - ეს შეცდომებს თავიდან აგარიდებთ. მალე საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ - ეს თქვენი წარმატების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. მოსალოდნელია მცირე უსიამოვნება და უთანხმოება კოლეგებთან. ამაზე სერიოზულად ნუ ინერვიულებთ, მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. შეიძლება მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ ან მონატრებულ ადამიანებს შეხვდეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მარტოხელა მშვილდოსნებს საინტერესო ნაცნობობა ელით - შესაძლოა, რომანტიკული გრძნობების მორევშიც აღმოჩნდეთ. პროფესიულ საქმიანობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. გახსოვდეთ, რომ არასერიოზულობამ ან უყურადღებობამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გადაწყვეტილება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, შემდგომ მოვლენებზე გავლენას მოახდენს. ასე რომ, სანამ შეთავაზებაზე პასუხს გასცემთ, კარგად დაფიქრდით. სამსახურში თქვენს მონდომებას შენიშნავენ და შეიძლება ფინანსური წახალისება დაიმსახუროთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და მოძებნეთ კომპრომისები ნებისმიერ სადავო სიტუაციაში.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეს დღე საინტერესო შეხვედრებით დაგამახსოვრდებათ. ცნობისმოყვარეობის გამოჩენა და კითხვების დასმა ნუ მოგერიდებათ. უსმინეთ ახლობელ ადამიანებს და მათი რჩევები გაითვალისწინეთ. თქვენი ზოგი გადაწყვეტილება სიფრთხილეს და წინდახედულობას მოითხოვს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გეგმების შეცვლა მოგიწევთ, მაგრამ ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ აჩქარებამ შეიძლება პრობლემები და შეცდომები გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ, ჩვეული ტემპით იმუშაოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ და მათთვის მეტი დრო უნდა გამონახოთ.

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way