USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 4 მარტი?
Date:  778

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მარტისთვის:

ვერძი

გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა - პრობლემების მოგვარებას და სასურველი შედეგების მიღწევას თანამოაზრეებთან ერთად უფრო ადვილად შეძლებთ. იგივე ეხება თქვენს პირად ცხოვრებას. ეცადეთ, ამ დღეს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. შესაძლოა, ახალი გატაცება გამოგიჩნდეთ.

კურო

საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზე და თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და წარმატებაზე იფიქროთ, რომელიც გზის ბოლოს გელით. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანს თქვენი რჩევა დაეხმარება, ამიტომ იმედი არ უნდა გაუცრუოთ. გახსოვდეთ, რომ უსაქმურობა თქვენს კეთილდღეობაზე ცუდად აისახება.

ტყუპები

ამ დღეს ყველაზე კარგად იმ საქმეს გაუმკლავდებით, რომელიც ახლებურ დამოკიდებულებას და კრეატიულობას მოითხოვს. მშვენიერი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. უსმინეთ შინაგან ხმას, რომელიც სასარგებლო რჩევას მოგცემთ. ზოგიერთ ტყუპს საინტერესო ადამიანთან შეხვედრა და თავბრუდამხვევი სასიყვარულო თავგადასავალი ელის.

კირჩხიბი

ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ რთული ფინანსური თუ ქონებრივი პრობლემა მოაგვაროთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. მოულოდნელად აღმოჩენილი ფინანსური წყაროდან შესაძლოა, დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ. ეცადეთ სიტუაციას სხვა კუთხიდან შეხედოთ და ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ.

ლომი

საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების იმედი გქონდეთ, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში გაგიგებენ და დაგეხმარებიან. მათთან ერთად შეგიძლიათ ყველაზე რთული თემა განიხილოთ და სასარგებლო რჩევები მიიღოთ. ეს დღე საშუალებას გაძლევთ ახალი, რთული საქმე დაიწყოთ და გუნდის ლიდერი გახდეთ.

ქალწული

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული და უსიამოვნო იქნება. მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ძალიან გაღელვებთ, ნელა და დიდი შეფერხებებით მიმდინარეობს. შუადღის შემდეგ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება და დახმარების მსურველ ადამიანებს აღმოაჩენთ. ფინანსურ და ქონებრივ საკითხებში დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების მოგვარებისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის. თავდაჯერებისა და სწრაფი მოქმედების წყალობით მიზნის მიღწევას და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას შეძლებთ. ოჯახური პრობლემა სასწრაფოდ მოქმედებას მოითხოვს, ამიტომ შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

მორიელი

ამ დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობა და საერთო ენის პოვნა გიჭირთ. უთანხმოების გამო ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებთ. გირჩევთ, ოპონენტების არგუმენტებს ყურადღებით მოუსმინოთ და წვრილმანების გამო არ გაღიზიანდეთ. სრულფასოვანი დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

დროა, ახლობელი ადამიანების პრობლემებით დაინტერესდეთ და სირთულეების დაძლევაში დაეხმაროთ. თქვენი სიკეთე შეუმჩნეველი არ დარჩება და ოდესმე ათმაგად დაგიბრუნდებათ. პატარა მოგზაურობა ურთიერთობების განვითარებაში დაგეხმარებათ. გაჩნდება ახალი ცოდნის მიღების შანსი.

თხის რქა

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თქვენი განწყობა საქმიანი და სერიოზულია, რაც რთული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. დღის განმავლობაში რამდენიმე სასიამოვნო სიახლე გელით. ძველ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. გამონახეთ დრო ოჯახის წევრებთან საუბრისთვის და ერთობლივი გეგმა შეადგინეთ.

მერწყული

გინდათ, რომ პროექტი წარმატებული და ნაყოფიერი გამოვიდეს? მაშინ ეცადეთ, გუნდის წევრებად გამოცდილი და აქტიური ადამიანები შეარჩიოთ. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას - წვეულებებმა და მხიარულმა კამპანიებმა თქვენს დასვენებას ხელი არ უნდა შეუშალონ.

თევზები

პლანეტების განლაგება წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს გპირდებათ. განვითარებული ინტუიცია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში და თანამოაზრეების პოვნაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ მლიქვნელ ადამიანებს - ისინი თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. ფინანსური საკითხების მოგვარებას თქვენთვის მოგებიანი პირობებით შეძლებთ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way