USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 4 მარტი?
 2092

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღეს მოულოდნელი ცვლილებები გელოდება, რაც შეიძლება პირველ ეტაპზე არ მოგეწონოს, მაგრამ საბოლოოდ სასიკეთო აღმოჩნდება. ოჯახში შენს რჩევას ელიან, მაგრამ სჯობს, ზედმეტი არ თქვა – ყველა თავის გზაზე უნდა წავიდეს. სამუშაო გარემოში დაძაბულობაა, თუმცა შენი ორგანიზებულობით სწრაფად დაძლევ. ინვესტიციებთან ფრთხილად იყავი – ახლა რისკიანი ნაბიჯების დრო არ არის. თუ პარტნიორთან ურთიერთობა გაურკვეველია, მოითმინე, ვიდრე რამე არასწორს იტყვი.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღეს ყველაფერი კარგად გაქვს გათვლილი, მაგრამ ვიღაც შენს გეგმებს არევს. ოჯახში უხერხული საუბარი გექნება, რაც სიმშვიდეს მოიტანს. ახალი პასუხისმგებლობები გაწუხებს, მაგრამ მათგან სარგებელსაც მიიღებ. ბიზნესში პროცესები შენელებულია, თუმცა მოთმინება შედეგს მოგიტანს. სიყვარულში ან მეტი ინტერესი უნდა გამოიჩინო, ან ხელი ჩაიქნიო.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება მნიშვნელოვან მოვლენად იქცეს. ოჯახში ატმოსფეროს დამშვიდება შენს ხელშია. სამსახურში ვიღაც შენი იდეების მითვისებას ცდილობს – არ მოდუნდე. ბიზნესში დღეს გარიგებების გაფორმება სარისკოა, კარგად გადაამოწმე ყველა დეტალი. თუ გინდა, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს, მეტი ყურადღება გამოიჩინე.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღეს ემოციებზე კონტროლი მნიშვნელოვანია. ოჯახში ბევრი რამ შენზეა დამოკიდებული – ინიციატივა აიღე. სამსახურში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელთა გამოყენება შეგიძლია შენი სასარგებლოდ. ბიზნესში "არა" ზოგჯერ საუკეთესო პასუხია. სიყვარულში ფაქტებსაც შეხედე, არა მხოლოდ ემოციებს.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დღეს მოთმინება გადაგარჩენს. ოჯახში ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას მოერიდე. სამსახურში კრიტიკას ნუ აიგდებ გულთან ახლოს – შეიძლება გამოსაყენებელი ინფორმაცია მიიღო. ბიზნესში ახალი პროექტი მიმზიდველია, მაგრამ დეტალები გასარკვევია. სიყვარულში თამაშობ? შედეგიც შესაბამისი გექნება.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღეს დეტალები გადამწყვეტი იქნება. ოჯახში ძველი კონფლიქტის მოგვარების შანსი გაქვს. შენი შრომა აღიარებას მოგვიანებით მიიღებს. ფინანსური სირთულეები დროებითია – პანიკაში არ ჩავარდე. სიყვარულში უფრო მეტად შენს გონებას ენდობი, მაგრამ ზოგჯერ გულსაც მოუსმინე.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღეს სხვის საქმეებში ჩარევა არ ღირს. ოჯახში მცირე კამათი მოსალოდნელია, თუმცა სწრაფად მოაგვარებ. სამსახურში სხვებზე ბევრს ფიქრობ, საკუთარ თავზეც უნდა იზრუნო. ბიზნესში პარტნიორებთან გაუგებრობა შეიძლება წარმოიშვას – ყველაფერი პირდაპირ გაარკვიე. სიყვარულში წარსულთან კავშირის გაწყვეტა წინსვლისთვის აუცილებელია.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღეს სიმართლეს გაიგებ – შესაძლოა, არც ისე სასიამოვნო იყოს. ემოციებზე კონტროლი მნიშვნელოვანია. სამსახურში კონკურენცია მატულობს, მაგრამ უპირატესობა შენს მხარესაა. ბიზნესში ახალი პარტნიორობა საინტერესოდ ჩანს, მაგრამ ჯერ კარგად გამოსაკვლევია. სიყვარულში დრამატიზებას მოერიდე – ზოგჯერ ყველაფერი უფრო მარტივია, ვიდრე ჩანს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღეს გეგმებს ხასიათის მიხედვით შეცვლი – არაფერი მოგაბეზრებს თავს. ოჯახში კარგი სიახლე გელოდება. სამსახურში შენი იდეები ფასდება, მაგრამ ყველას ვერ დაარწმუნებ. ბიზნესში ინვესტიცია დამატებით ანალიზს საჭიროებს. სიყვარულში ღიაობა ხელს შეგიწყობს, რომ ყველაფერი უფრო მარტივი გახდეს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღეს მუშაობას აზრი აქვს – შედეგი მალე გამოჩნდება. ოჯახში ბევრი პასუხისმგებლობა გაწუხებს, მაგრამ ეს დროებითია. სამსახურში მოთმინება გჭირდება – ახლა შენი შესაძლებლობების გამოჩენის დრო ჯერ არ მოსულა. ბიზნესში ფინანსური გაუგებრობაა, მაგრამ კონტროლი შენს ხელშია. სიყვარულში ინიციატივა უნდა გამოიჩინო, თორემ ყველაფერი გაცივდება.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღეს ექსპერიმენტები წარმატებას მოგიტანს. ოჯახში ახალი ამბავი გაგაოცებს. სამსახურში მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, თუ სწორად წარმართავ საუბარს. ბიზნესში ახალი წამოწყება მოითმინე – ჯერ ყველაფერი დასაზუსტებელია. სიყვარულში მოულოდნელი სიახლე გელოდება – გაუღე კარი.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღეს ინტუიციას ენდე – არ გაგტყუებს. ოჯახში მეტი ყურადღება მოგთხოვენ. სამსახურში რაღაც უნდა შეცვალო, რომ სტაგნაციიდან გამოხვიდე. ბიზნესში ახლა დაგეგმვა უმნიშვნელოვანესია. სიყვარულში ეჭვები გაქვს – დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати