USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 4 მაისი?
Date:  5031

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დაძაბული და ქაოსური დღეა. პრობლემების დაძლევა და რთული საკითხების გადაჭრა მოგიწევთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება დაგჭირდებათ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაშიც გაუგებრობები გელით, ამიტომ ეცადეთ, ამ დღეს კონტაქტები შეზღუდოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღის მოვლენებმა ან სიახლეებმა შეიძლება ხასიათი გაიფუჭოთ და წყობიდან გამოგიყვანოთ. ეცადეთ, მცირე უსიამოვნებები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მოერიდეთ აგრესიულ და უსიამოვნო ადამიანებს, რომლებიც ხასიათს გიფუჭებენ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ დაეთანხმებით შეთავაზებას, როგორი მომხიბვლელიც არ უნდა ჩანდეს. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს და საეჭვო ადამიანებს. ეცადეთ, საკუთარ შეფასებებში თავშეკავება გამოიჩინოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს სხვადასხვა წყაროდან უამრავ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და სიახლეს მიიღებთ, მაგრამ ყველაფერი არ უნდა დაიჯეროთ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ. თუ ზოგი საკითხის სწრაფად მოგვარება მოგიწევთ. საკუთარ ინტუიციას ენდეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შეიძლება ამ დღეს შემოქმედებითი საქმიანობის და მშვენიერების სამყაროსთან ზიარების სურვილი გაგიჩნდეთ. პირადი ურთიერთობის გასაძლიერებლად გირჩევთ საყვარელი ადამიანი უჩვეულო სიურპრიზით გაახაროთ. ადამიანს, რომელიც ვინც იუანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და იმედი არ გაუცრუოთ.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეცადეთ, ადამიანების მიმართ მეტი თანაგრძნობა გამოიჩინოთ. დაეხმარეთ ყველას, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენს სიკეთეს ვიღაც ზემოდან აკვირდება. ეცადეთ თქვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თვალი მშვიდად ადევნოთ და ნაკლები ინერვიულოთ, მაშინ ყველა კონფლიქტი თავისით ჩაცხრება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დღის პირველ ნახევარში უამრავი საქმე და დაძაბული მუშაობა გელით. ნუ ინერვიულებთ, თუ გეგმების შეცვლა მოგიწიათ. ადრე თუ გვიან, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. საღამოს მხოლოდ იმ საქმეებით უნდა დაკავდეთ, რომელთა გადადება აღარ შეიძლება. ეცადეთ, საღამო მშვიდად გაატაროთ და ემოციურად დაისვენოთ

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დროა, რომ საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქციოთ. ამაში გავლენიანი ნაცნობი ან ახალი კავშირები დაგეხმარებათ. ნუ მოგერიდებათ საკუთარ უნარებსა და გატაცებებზე საუბარი და ახლობელი ადამიანებისთვის გეგმების გაზიარება.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

რთული და დაძაბული დღეა. პასუხისმგებლობის აღება და პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. გუნდური მუშაობა უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, ვიდრე ინდივიდუალური საქმიანობა. რთული, შრომატევადი პროექტების დაწყების ნუ შეგეშინდებათ - კოლეგებთან ერთად ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდებით.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

არახელსაყრელი და დაძაბული დღეა. საქმეშიც კი, რომელსაც დიდი ხანია აკეთებთ და კარგად იცით, შეცდომები გელით. ეცადეთ, ბნელი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ და პოზიტიურ ტალღაზე გადაერთოთ. იუმორის გრძნობა და თავდაჯერება რთულ სიტუაციებში დაგეხმარებათ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ, რომ მიმდინარე და დაგროვილ საქმეებს ერთად გაუმკლავდეთ. ეცადეთ, პლანეტების ხელსაყრელი მდგომარეობით ისარგებლოთ და ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლდეთ. ახალი ნაცნობობა უახლოეს მომავალში კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

პრობლემებთან გამკლავებას ადვილად შეძლებთ, თუ სამუშაო მაგიდას და გრაფიკს მოაწესრიგებთ. ყურადღებით უსმინეთ კოლეგებს ან გამოცდილ პროფესიონალებს. მათი იდეა ან რჩევა ჩანაფიქრის განხორციელებასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way